”ქვეყნის განვითარების ყველა პერსპექტივა დიდიხანია უკვე გაქრა, სომხეთი მხოლოდ ინარჩუნებს არსებობას…”, ამის შესახებ ნათქვამია გაზეთ ”აიკაკან ჟამანაკის” სარედაქციო სტატიაში.

სტატიაში ნათვამია, რომ სომხეთის მართვას ის მთავრობა განაგრძობ, რომლის დროსაც დაფიქსირდა 15%-იანი  ეკონომიკური ვარდნა.

”ამგვარად გუშინ ჩამოყალიბდა სომხეთის ე.წ. მთავრობა, მხოლოდ რამოდენიმე ცვლილება, რომლებშიც შეუძლებელია ლოგოკის პოვნა იმ უბრალო მიზეზის გამო რომ, მთავრობის ”ყოფილი” შემადგენლობის ფორმირებაშიც არ იყო ლოგიკა. სომხეთის მართვას განაგრძობს იგივე მთავრობა, რომელმაც რამოდენიმე წლის წინ დააფიქსირა 15%-იანი ეკონომიკური ვარდნა. ეს არის ერთერთი ყველაზე მაღალი, ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ფინანსური კრიზისის პერიოდში. ამასთან ერთად ამ მთავრობამ სომხეთის საგარეო ვალი გაასამმაგა, ოფიციალური მონაცემებით ემიგრაცია გაიზარდა 30%-ით ანუ მოსახლეობის მესამედი ემიგრირებულია. ნათქვამია სტატიაში.

ამ შემადგენლობით მთავრობამ რამდენჯერმე წარმოადგინა პროგრამა და ყველა მათგანი ჩააგდო, ახალი-ძველი მთავრობის ყველა ”ღირსებების” ჩამოთვლა, დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს, აღნიშნულია სტატიაში.

სტატიასი ნათქვამია, რომ „ამ შემადგენლობით მთავრობის წარმოდგენა მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: სერგ სარგსიანი მიდის არსებული ღრმა უძრაობის შენარჩუნების გზით. ეს ძალიან მომგებიანია პოლიტიკური და ეკონომიკური ხელისუფლებებისთვის ყველა ინარჩუნებს თავის გავლენას, შესაბამისად გარკვეული დროის განმავლობაში, სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში ყოფნას საფრთხე არ დაემუქრება“

სტატიის ავტორები მიუთითებენ, სომხეტში ხელისუფლების ფორმირებას კრიმინალები აგრძელებენ.

„იგივე ოლიგარქები გააგრძელებენ ეკონომიკის საკუთარ ხელებში კონცეტრირებას და სომხეთში ხელისუფლების ფორმირების ძირითადი რესურსი კრიმინალი იქნება. ამასთან ქვეყანა გააგრძელებს უფსკრულში ვარდნას, ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება მხოლოდ სტატისტიკური მაქინაციების წყალობით, ემიგრაცია გაგრძელდება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სარგსიანი ამ ”ახალი” მთავრობის მეშვეობით მხოლოდ ერთ ამოცანას წყვიტავს-საკუთარი ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ქვეყნის დაღუპვის ხარჯზე“

ქვეყნის განვითარების ყველა პერსპექტივა დიდიხანია უკვე გაქრა, სომხეთი მხოლოდ ინარჩუნებს არსებობას  შემდეგი მიდინარე პერიოდისთვის-”უფრო უკეთესი ერევნიდან” მიდის ”უზრუნველყოფილ სომხეთამდე”.

იმისთვის რომ შეიცვალოს სიტუცია წარმოუდგენელი ძალისხმევაა საჭირო, იპოვის თუ არა ბოლოს და ბოლოს, როდიმე სომხეთი ამის ძალას, შეძლებს თუ არა წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ყველაფერს-ძალიან ძნელი სათქმელია”, ნათქვამია სტატიაში.

14.05.13

Please follow and like us: