„თბილისის განვითარების ფონდს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ჩვენ დავინტერესდა თუ რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა ახლად მოსული ფონდის ხელმძღვალელი, რა სიახლეების, რა პროექტების განხორციელებას გეგმავს ფონდი ჩვენს დედაქალაქში. აღნიშნულ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ „თბილისის განვითარების ფონდის„ ხელმძღვანელი თემურ ხომერიკი ესაუბრა.
თქვენ “თბილისის განვითარების ფონდს” ახლახან ჩაუდექით სათავაშე, რა არის თქვენი სამოქმედო გეგმა, რის გაკეთებას აპირებთ?
– თბილისის განვითარების ფონდის მთავარი პრობლემების დაძლევას ვაპირებ წლის ბოლომდე. მიმაჩნია, რომ ძირითადი პრობლემა რაც იყო აღურიცხაობა, უწესრიგობა და უკანონობა უკვე დავძლიეთ. მეორე პრობლემა, რომელიც იყო კადრების არაკვალიფიციურობა და თანამდებობებზე მკვდარი სულების გაფორმება, ამასაც დაესვა წერტილი. უკვე რეორგანიზაციაც მოხდა და გარდა ამისა განხორციელდა საკადრო ოპტიმიზაცია. სამსახურში როდესაც მოვედი, დადიოდა სულ რამდენიმე კაცი. გაფორმებული იყო 82 ადამიანი, მათგან 62 იყო შტატის მუშაკი, ხოლო დანარჩენი შტატგარეშე მუშაკები. შტატგარეშე მუშაკი, ხშირად იღებდა 20 000 ლარს, ხოლო შტატის მუშაკი 1 500 ლარს. ეს გადანაწილება, კი მათი პოლიტიკური წარსულის მიხედვით ხდებოდა. ყურადღება ექცეოდა იყო, თუ არა პატიმრობაში და ა.შ. ვინც პატიმრობაში იყო მეტს ურიცხავდნენ. მაგალითად ლექსო თაბუაშვილი, როგორც კი დააკავეს, საშუალო ხელფასი გაუხდა 26 000 ლარი, იგივე მოხდა ყოფილ გამგებელზე – დავით ავალიანზეც და ა.შ. ეს ერთგვარი შესანახი ზონა იყო, იყვნენ ზონდერები, მათ ყავდათ დაქვემდებარებული პოლიტიკოსები, მაგალითადად: ეკა ხერხეულიძე, ჯარჯი დოლიძე. მოკლედ აქ იყო თავშესაფარი. საინტერესოა ასევე ის, რომ მხოლოდ 35 კომპიუტერი იყო მუშა მდგომარეობაში. ყველა, რომ მოსულიყო სამსახურში არც დასაჯდომი ექნებოდათ და არც კომპიუტერები. როდესაც ხალხმა სამსახურში სიარული დაიწყო, მეგობარს ვთხოვე და რამდენიმე კომპიუტერი შემოვატანინე. დღეს ორგანიზაციას აქვს შინა განაწესი, რომელიც არ ქონდა, უკვე მოწესრიგებულია წესდება, იკვრება ბალანსი, ჩატარდა შედარებები, რითიც ის მაინც გავიგეთ ვისი რა გვმართებს. არსებობს უდიდესი საწყობი. ჩვენი ძალებით ვერ გავიგეთ რა არის იქიდან წაღებული და რა დატოვებული. ვთხოვეთ დახმარება ქალაქის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს და მან დაიქირავა სამხარაულის საექსპერტო ბიურო. ძალიან ძნელია დაადგინო ზუსტად რამდენია დატაცებული. ამას გარდა ძალიან ბევრია უკანონო გარიგებები სხვადასხვა სტრუქტურებთან, გადარიცხულია ავანსად დიდი ოდენობის თანხა, ფორმა ორები არ არის შესატყვისობაში არსებულ პროექტებთან, სახლების უმრავლესობა უპროექტოდ და უნებართვოდ არის აშენებული. ახლა ჩვენ გვიხდება იმაზე ზრუნვა, რომ დაუმტკიცოთ ეს ტერიტორია იმ ხალხს ვინც გამოყვანილია ქირით ბინებიდან. გვაქვს პრობლემური ქონებებიც, ანუ გვაქვს გასაყიდად გამზადებული სახლები, აქედან მხოლოდ რამდენიმეს არ ედავება არავინ. ასევე არის შეგნებულად წაგებული და შეგნებულად მოგებუილი პროცესები. ფულის რეცხვის ფაქტები, როდესაც მაგალითად ერთ ლარად იყიდი რაღაცას, მერე ისევ დააბრუნებ, მერე მილიონებად ისევ იყიდი, მერე ლარად გააჩუქებ და ა.შ. არის მთელი რიგი სიმახინჯეები ისტორიულ ზონაში, რომელიც აუშნოებს ქალაქს. არის ყბადაღებული რიყის თემა. ეს არის რაღაც ჩასაყლაპი მოწყობილობა, რომელიც ყლაპავს ფულს და სამაგიეროდ არ იძლევა არაფერს. მაგალითად 63 000 ლარი გადავიხადეთ წყალში, ამდენი წყალი კი არ ჭირდება რიყეს ნამდვილად. აღმოჩნდა, რომ მეიდან ჯგუფს და რამდენიმე ბიზნეს სტრუქტურას, მათ შორის თავად მშენებელ ფირმას NCC-ისაც უკანონოდ ჩაბმული ქონდათ საკუთარი წყლის მილები ჩვენს მრიცხველზე. ეს ძლივს ჩავახსნევინეთ თბილწყალს და სამწუხაროა, რომ თბილწყალი ხელს უწყობდა ამ ყველაფერს. იგივე ხდებოდა თელასზეც, იქ ვერ გაიგებდი ვინ და რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარდა. 20 000-30 000 ლარი მოგვდიოდა ელექტროენერგიის გადასახადი. ესეც ახლა ჩავხსენით და გადავეცით გამოსაკვლევად საგამოძიებო ორგანოებს, ვიმედოვნებთ, რომ ქალაქი დაიბრუნებს ყველაფერს რაც მართებს. ბიზნეს სტრუქტურა ვალდებულია გადაიხადოს იმის შესამაბისად, რასაც მოიხმარს. ჩვენ არ გვაქვს დენის გაყიდვის უფლება, ეს თელასის ვალდებულებაა. სამწუხაროდ თელასიც მშვენივრად ეწყობოდა ამ ბიზნეს სტრუქტურებს, დიდი ხანი არ მიუქცევიათ ყურადღება, რომ ჩატარებულიყო ტექნიკური ექსპერტიზა, რადგან გარკვეულიყო ვის აქვს ჩვენგან მოპარული ელექტროენერგია. ამას ემატება შენობა, რომელიც თბილისის საკონცერტო და საგამოფენო დარბაზად იწოდება. რეალურად იქ არის კარკასი, რომელმაც ფაქტიურად ჩაყლაპა 2 ქუთაისი დონის ქალაქის ბიუჯეტი, 89 მილიონია გადარიცხული ამ შენობის ასაშენებლად. ყველაზე საინტერესო კი არის ის, რომ 14 გადარიცხვაა განხორციელებული 2010 წლიდან 2013 წლის ბოლომდე, მაშინ როდესაც ეს შენობა უნდა დასრულებულიყო 2012 წლის ბოლოს. მოხდა ისე, რომ ფული ნელ-ნელა ირიცხებოდა. არაუფლებამოსილმა პირმა ვინმე ტურძელაძემ, რომელიც იყო მოსახლეობასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, ხელი მოაწერა პროექტსაც, ფორმა ორებსაც, მიღება-ჩაბარების აქტებსაც, ეკონომისტიც თავად იყო, სანტექნიკოსიც, მოკლედ ასეთი უნივერსალური ხელმომწერი აღმოაჩინეს, რომელმაც ერთ ღამეში მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის „გააპრავა“, რაც კი NCC-იმ მიიღო. ამ კარკასის ქვეშ დგება წყალი, ჩვენ ძალიან დიდი ფული გვეხარჯება ტუმბოების მუშაობაში, რადგან იმისაც არ გამოეთხაროს ძირი რაც გაკეთებულია. ეს კონსტრუქცია ფაქტიურად წყალში დგას და წარმოიდგინეთ იმ შახტაში წესით უნდა ჩადიოდეს სცენა. ამას გარდა სივრცე თვითონ კეთილმოუწყობელია და სამუშაოები გეგონება მიტოვებულია. სწორედ ამ ყველაფრის გაკეთება დაჯდა 89 მილიონი. ალბათ საგამოძიებო ორგანოებიც იტყვიან თავის სიტყვას. ღმერთმა ქნას, რომ ამ ბიზნეს სტრუქტურამ მოიყვანოს ექსპერტები და დაასაბუთოს, რომ ნამდვილად შეასრულა აღნიშნული სამუშაოები. გვაქვს ასევე კალა უნბანი, ერთადერთი უბანი, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით იქნა დაწყებული. კალა უბანს გააჩნდა საკუთარი ნახაზი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შენობები მაინც ამ ნახაზის გვერდის ავლით აშენდა. გამოდის, რომ ეს შენობები, არის უკანონოდ და უნებართვოთ აშენებული. ძალიან ბევრი თანხაა გადარიცხული სხვადასხვა ფირმებისათვის ამა, თუ იმ პროექტების განსახორციელებლად, თუმცა სამწუხაროდ ეს გადარიცხვები მხოლოდ ქაღალდზეა აღნიშნული. რეალურად კი არაფერია გაკეთებული. საშინელი მდგომარეობაა აღმაშებლის გამზირზეც, მის გასაკეთებლად 35 მილიონი დაიხარჯა, ახლა კი უკვე თავიდანაა გასკეთებელი. პრობლემად რჩება ერეკლეს მოედანიც, ჟურნალისტის სახლთან ამოღებულია დიდი ორმო, რომელშიც წყალი დგება, საპატრიარქოს უკან ასეთი ნაგავსაყრელი შექმნეს წლების განმავლობაში. არის მთელი რიგი ქუჩები, რომელსაც იმფრასტრუქტურული გაუმჯობესება ჭირდებათ. აღარაფერს ვამბობ დიუმას ქუჩაზე, სადაც არსებული ისტორიული შენობები საშინელ მდგომარეობაშია. ყბადაღებულია გუდიაშვილის მოედნის თემა, იქ შენობები დანგრევის პირასაა. აქ დაიწყეს მშენებლობა, შემდეგ გამოიყენეს ის, რომ არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოების წარმომადგენლებს კონფლიქტი ქონდათ, ფული წაიღეს და სამუშაოები შეაჩერეს. სინამდვილეში ფირმამ იმ ფულით სხვაგან აწარმოა სამუშაოები რითაც მოგებული დარჩა. მოკლედ ძველ ქალაქს აქვს ძველი, ისტორიული მძიმე პრობლემები, რომელიც არ გადაწყვიტეს. მთავარ პრობლემად რჩება ისიც, რომ შენობებს არ აქვთ საძირკველი, პირდაპირ მიწაზეა დადგმული შენობები, როგორც, კი წყალი გამორეცხავს ძირს, ისინი დაინგრევა. ამავე დროს მოქმედებს სატრანსპრტო ნაკადებიც. ჩვენი აზრით უნდა იყო ქუჩები, სადაც მაცხოვრებლის გარდა, მსუბუქი მანქანებით არ უნდა შედიოდეს არავინ. რას ვაკეთებთ? პირევლი – მოვაწესრიგეთ თვითონ ფონდი, ძალიან ძნელი იყო ეს პროცესი, ფონდი დაემსგავსა ორგანიზაციას, მეორე – გავმართეთ ურთიერთობები სხვადასხვა სტრუქტურებთან, მესამე – ვცდილობთ და ნაწილობრივ მივაღწიეთ, რომ მოსახლების ნდობა დავიბრუნეთ. იყო შემთხვევები, როდესაც მოსახლეობაც გარკვეულ გარიგებებში იყო ძველ ფონდის ხელმძღვანელობასთან. ფონდი უკეთებდა იმას, რაც მათ არ ერგებოდათ, სამაგიეროდ, კი ართმევდნენ ფართებს. ახლა აღმოვჩნდით ფაქტის წინაშე ის დანაპირები არ არის შესრულებული, ხოლო ამათი ტერიტორიები მითვისებულია სხვა შენობებით. არის სადავო სიტუაცია, რომლის გადაჭრა ძალიან გართულდება, თუ ქალაქის მერიამ ერთიანად არ გამოაცხადა ამინისტია და ეს შენობები არ დამტკიცდა. წარმოიდგინეთ დგას შენობები და ვერ შეგვყავს მოსახლეობა მის ტერიტორიაზე, რადგან რეესტრი არ გვაძლევს ამის საშუალებას. რეესტრიც მართალია, რადგან ვინ არის ამ ფართების მესაკუთრე ცოტა ძნელი გასარკვევია. ჩვენთან შექმნილია ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობს როგორც ქალაქის არქიტექტურულ სამსახურთან, ასევე ქონების მართვის სამსახურთან, კეთიმოწყობის სამსახურთან… ამ სტრუქტურას არ უნდა ქონოდა პოლიტიუკური დატვირთვა. ამის გამო ფონდი აქციეს არა სამეურნეო, საფინანსო, არამედ კორუფციულ ბუდედ. ძალიან ძნელი იყო ამისაგან გამიჯვნა და ჯერ კიდევ ვერ ვიტყვით, რომ სრულად გავემიჯნეთ ამ ყველაფერს. ხელშეკრულებები ისეთი წამგებიანი პირობებით არის დადებული, ჩვენ თუ არ დავასაბუთეთ, რომ მართლები ვართ ვიღაცამ შეიძლება საზღვარგარეთ წაიღოს ეს ხელშეკრულელები და სახელმწიფოს ათმაგი დაუჯდეს ეს ყველაფერი. რას ვაპირებ მომავალში? ყველა ხელშეკრულება დაიდება კონკურენტულ საფუძველზე. მოგეხსენებათ ახლა სახელმწიფოში მიდიც ცვილებები საფინანსო სფეროში, თვითმართველობების ბიუჯეტი შეიძლება სახაზინო მართვას დაექვემდებაროს. ასეთ შემთხევაში ჩვენზე გავრცელდება სახელმწიფო შეზღუდვების კანონი. იქ ჩაიწერება, რომ სახელმწიფო ფული სანამ არ გადაიქცერვა შენობად, ნაგებიობად, გზად… იქნება ჩვეულებრივ სახელმწიფო სახსრები. სახელმწიფოო სახსრების ხარჯვა, კი უნდა მოხდეს ტენდერების მეშვეობით. მე 5 წლის განმავლობაში ვხელმძღვალეობდი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. ჩემ ხელში ჩამოყალიბდა კანონმდებლობაც, ეს სტრუქტურაც. ასე, რომ დეტალურად ვიცი ამ სტრუქტურის პლუს-მინუსები. ამას გარდა მთელი რიგი ქვეყნების: ნორვეგიის, ბელგიის და სხვათა წარმოამდგენლობი გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში დაგვეხმარონ. საგულისხმოა ისიც, რომ ამ სააგენტოს არ ქონდა არც ვებ -გვერდი და არც ტელეფონი. ამჟამად ეს ყველაფერი მოწესრიგებულია. გაიხსხნა ჩვენი ფონდის ქართულ-ინგლისური ვებ-გვერდი. ვაპირებთ, რომ რუსლული და ფრანგულ ენოვანიც გახდეს. გვინდა, რომ ყველა იყოს ჩართული ჩვენი დედაქალაქის პრობლემებში. მესმის რომ, უზარმაზარი თანხა ჭირდება და ერთ წელში ვერ მოწესრიგდება ის პრობლემები რაც დაუგროვდა ქალაქს ძველ თბილისში. ქალაქის მერი, მთელი მერიის ადმინისტრაცია გვერდში გვიდგას. ყველა ჩვენს გადაწყვეტილებას ვუთანმებთ გამგეობას, ფონდის თავჯდომარე არის ვიცე-მერი, წევრები არიან მერის მოადგილეები, სხვადასხვა სამსახურის უფროსები და ა.შ. ასე, რომ ჩვენ ფაქტიურად ჩვენ მერიის სამეურნეო გაგრძელება ვართ. ველით, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ფასადებს ექნება ისტორიული სტატუსი მინიჭებული, ხოლო მის უკან არსებული შენობების გაუმჯობესების საშუალება მიეცემათ იქ მაცხოვრებლებს. ამის მიზეზი , კი არის ის, რომ შენობებს სიძველისაგან ძალიან დიდი პრობლემები ექმნებათ მათი ისტორიული ნაწილი უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ მის უკან უნდა იყოს ჩვეულებრივი გამართული საცხოვრებელი ადგილი. ჩვენ ასევე გვსტუმრობდა ევროპის არქიტექტორთა კავშირის თავჯდომარე, ექსპერტები, რომელთაც აქვთ ამ სიძველის შენარჩუნების გამოცდილება, იყვნენ გერმანელებიც, იატალიელებიც. ლიტველებმა ძველ უბნებზე მუშაობის კონკრეტული ტექნოლიგიები შემოგვთავაზეს. მათ გვაჩვენეს ბევრი ისეთი რამ, რაც ჩვენ გამოგავდგება. იმისთვის, რომ ვნახოთ რა ხდება მიწის ქვეშ, აღარ დაგვჭირდება გადათხრითი სამუშაოები, შეიძლება ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენება. არ არის აუცილებელი, რომ მიწისქვეშა წყლები ამოვავსოთ და ისე ავაშენოოთ შენობები, ეს ყველაფერი ცოტა ძვირი დაჯდება, სამაგიეროდ საუკენეებს გაუძლებს.
რამდენია თქვენი ბიუჯეტი და რის გაკეთებას მიენიჭება უპირატესობა?
– ახლა მიდის ჩვენი ბიუჯეტის განხილვა. ჩვენი ბიუჯეტი, როგორც წესი წმინდა სახთ იყო 30-40 მილიონი. პროექტები, რომლებიც ადრე დაიწყო და დღემდე გრძელდება 104 მილიონი ჯამური ღირებულებისაა. ეს პროექტები ახლა გარდამავალი პროექტებია, ამიტომ ველით, რომ დაახლოებით 6-7 მილიონი გადმოგვყვება შემდეგი წლის ბიუჯეტში. 18.5 მილიონი გათვალისწინებულია ახალ პროექტების განსახორციელებლად, ხოლო 8 მილიონი არის იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც გვაკისრია. ახლა სამხარაულის საექსპერტო ბიუროს დასკვნას ველოდებით და შემდე მოხდება თანხის გადარიცხვა სხვადასხვა ფირმებისათვის. ამ ყველაფერს სადღაც იანვრის თვეში მოვრჩებით. ასევე ვვარაუდობთ, რომ 6-7 მილიონს, ამოვიღებთ ავანსად გაცემული თანხების სახით. გრძელვადიან პერსპექტივაში კი გაწერილია, რომ არსებული თანხის ეფექტიანად ხარჯვის შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ დაახლოებით 3 მილიონის ეკონომიას. ასე, რომ ბიუჯეტი სავარაუდოდ მომავალ წელს იქნება 29.5 ნახევარი მილიონი. ამას დაემატება ისიც, რომ ფორსმაჟორული სიტუაციების დროს ქალაქის მერია გამოგვიყოფს გარკვეულ თანხას და ჩვენ მას მოვიხმართ. ასევე ველოდებით ქალაქის მიერ რიყის კონკურსის გამოცხადებას. რიყის საჯარო სივცე ერთ-ერთი დამატებითი საჯარო სივრცეა, რომელის ათვისებაც შეიძლება. მოგეხსენებათ თბილისი არ არის განებივრებული ასეთი საჯარო სივრცეებით. ეს სივრცე, რომ ათვისებულ იქნას, მას ჭირდება სათანადო ინფრასტრუქტურა, კვების ობიექტები, სანიტარული კვანძები და ა.შ. უკვე არსებული დარბაზი დარჩება, თუ არა ამაზეც მალე არქიტექტურული კონკურსი გამოცხადდება მერიაში. ასევე ჩვენ ვაპირებთ, რომ 2016 წლიდან სხვა ისტორიულ ზონებშიც შევიდეთ. მიმდინარე წელს გუდიაშვილის მოედნის კონცეფციაზე გამოცხადდება კონკურსი. ჩვენ მერისათან ერთად ვაპირებთ, რომ სხვადასხვა უბნების კონცეფციაზე გამოვაცხადოთ კონკურსი, დაისახება გეგმა კომპლექსურად როგორ უნდა მოწესრიგდეს ერთი უბანი. შემდეგ ნელ-ნელა ამას ყველა უბანში განვახორციელებთ. ჩვენ ვერ ავცდებით წერტილოვან პროექტებსაც. მაგალითად, თუ ჩამოიშალა რომელიმე ისტორიული შენობის ნაწილი ან ჩამოშლის პირასაა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვალდებულები ვიქნებით დავიქირავოთ შესაბამისი ორგანიზაციები და ვუზრუნველყოთ ამ შენობის გამაგრება. ახლა ვაუმჯობესებთ იმ მოსახლეობის პირობებს, რომლებიც უკვე შესახლდნენ ბინებში, თუმცა ამ ბინებეს გარკვეული ხარვეზები აქვს. ჩვენვ ვცდილობთ, რომ არსებული ხარვეზები გამოვასწოროთ. აი ეს არის რასაც ამჟამად ვაკეთებთ.
თქვენ უკვე შეხვდით ახალგაზრდა იურისტა ასოციაციას, ამ შეხვედრის დევიზი იყო „ფასადებს მიღმა უნდა შევქმნათ გაზაფხული“, უფრო დაწვრილებით მოგვიყევით ამის შესაახებ?
– ფონდში მოსვლის დღიდანვე, აღმოვჩნდით ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ხდებოდა დატაცებული თანხებოს დოკუმენტების განადგურება, 11 მილიონიანი პროექტის სველი ანუ ნამდვილი ეგზემპლარი აღმოჩნდა საიდუმლო სეიფში, რომელიც დამალა იურსიტმა და ა.შ. ამ ყველაფრის გამო რამდენიმე მუშაკი დავითხოვეთ. წლების განმავლობაში მხოლოდ ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისის ამქარი და რამდენიმე პროფესიული გაერთიანება საუბრობდნენ იმ პრობლემებზე რაც იყო ძველ ქალაქში. პირველრიგში, სწორედ კრიტიკოსები შევკრიბე და დავაარსეთ „კვირის დარბაზი“. ყოველთვიურად პირველ და ბოლო კვირა დღეს იმართება დარბაზი მოსახლეობის, არქიტექტორების და სხვადასხვა წარმომადგებნლების მონაწილეობით. ამ დროს თემატუად განვიხილავთ უბნების პრობლემებს. შემდეგ ჩვენს აზრს ვაცნობთ ქალაქის ხელმძღანელობას, ისინიც განიხილავენ ამ საკითხს და მათ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩვენ ვანხორცილებთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან დღესაც ერთი თხოვნა გვაქვს, დაგვეხმარონ იმ ვალდებულებების ჩახსნაში, რომელსაც თავად აკრიტიკებენ. მაგალითად წლების განმავლობაში მიდიოდა დაუსაბუთებელ ხელფასებზე საუბარი. ჩემი მოსვლის დღიდან გავანახევრეთ ხელფასები, დაუმსახურებელი პრემიერბიც აღარ არის. რასაც მერიის რიგირთი თანამშრომელი იღებს, იგივეს იღებს ჩემი თანამშრომელი, სამსახურის უფროსის შესამაბის თანხას ვიღებ მეც. მინდა, რომ ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციას გვერდში დგომისათვისა და ნდობისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენთან ადრე საჯარო ინფორმაცია იყო დახშული, დამალული. ჩვენ ინტერნეტ გვერძე დავდეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საჯაროა. მე, როდესაც, მოვედი დამხვდა საჩივარი, საჯარო ინფორმაციის დაფარულობის შესახებ. ერთი კვირის წინ კი ეს საჩივარი გაიტანეს. ასე, რომ ჩვენ ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და სხვა ნებისმიერ ორგანიზაციასთან, რომელიც ცდილობს, რომ სახელმწიფო სახსრებზე ეკონომიურობის რეჟიმი დაამყაროს ვითანამშრომლებთ.
„თბილისის განვითარების ფონდმა“ წინა წლებში კონტრაქტორ კომპანიებთან გაფორმებული დოკუმენტაცია შესასწავლად პროკურატურას გადასცა, ამის საფუძველი იყო ყველაფერი ის, რაზეც ზემოთ გვესაუბრეთ?
– დიახ, თუმცა ჩვენ პროკურსტურისათვის არ გადაგვიცია საბუთები. პირველ რიგში მოვითხოვეთ შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შემოსვლა. ფონდში, რომ მოვედი საბუთები არ დამხვდა. 2013 წელს აქ შემოსული იყო შემოსავლების სამსახური და მთლიანად წაღებული იყო დოკუმენტაცია. არ გამოვიდოდა, რომ პროკურატურისათვის ჩვენ გადაგვეცა ასლები, რადგან დედნები სხვაგან იყო. ჩვენ მთელი მასალა და კითხვები გადავაგზავნეთ ქალაქის შიდა აუდიტის სამსახურში, ხოლო შიდა აუდიტმა გადააგზავნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა, კი რაც საჭიროდ ჩათვალა მიაწოდა პროკურატურასა და სხვა ძალოვან სტრუქტურებს.
როგორც ვიცი, სამომავლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ორგანიზაციებს ხვდებით, როგორ მიმდინარეობს ეს შეხვედრები?
– უნდა გითხრათ, რომ გვაკვირდებიან, აინტერესებთ რა საკანონმდებლო არეალში აღმოჩნდებიან თვითმართველობები. ტექნიკურ დახამრებაზე უკვე შევთანხმდით, ვგულისხმობ ექსპერტებით, ტექნიკური პროექტებით, ტექნოლოგიებით დახმარებას. ხოლო ფულის ჩადებისგან ამ ეტაპზ თავს იკავებენ. დაინტერესებას, უფრო მეტად კერძო ინვესტორები ამჟღავნებენ. ისტორიულ ზონაში ვერ შეგვყავს ისინი, რადგან იქ იმდენი შეზღუდვაა, რომ რაიმეს ყიდვის შემთხვევაში ისინი შეიძლება გაკოტრების პირას მივიდნენ. ინვესტორი, რომ თამამად შემოვიდეს მას უნდა ქონდეს ფრონტის გაშლის საშუალება და ეს დღეს არ აქვს. უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ისტორიულ არეალში რა შეზღუდვები იწვევს ქალაქის განვითარებას და რა შეზღუდვები იწვევს ამდენი დანგრეული და აუშენებლი შენობის არსებობას.
თქვენ ასევე ხშირად ხვდებით არქიტექტორებს, შეხვედრების ძირითადი მიზანია, ჩამოყალიბდეს ახალი მიდგომები ძველი თბილისის ურბანული განვითარების საკითხებში, დაისახოს პრიორიტეტები, თუ არის რაიმე სიახლე ამ კუთხით?
– ახლა ქალაქის განვითარების გეგმა მზადდება მერიის მიერ. ამ განვითარების გეგმას, რომ არ ავცდეთ, ჩვენს ქმედებებს გარკვეულ კორექციებს გავუკეთებთ მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი დაიდება. შემდეგ კვირაში საბოლოოდ ვიტყვით უარს იმ ძველ პროექტებზე რაც გუდიაშვილზე არსებობდა. როგორც უკვე აღვნიშნე რიყეს საბოლოოდ ალბათ ინვესტორს გადავცემთ, თუმცა ამას ქალაქის მერია გადაწყვეტს. ასევე ძველ უბნებში უნდა მოვაწესრიგოთ სანიაღვრე სისტემები, რადგან ასე აზრი არ ექნება არაფრის გაკეთებას. გვექნება ახალი პროექტები. მაგალითად: თავისუფალი მიწები აქვს მოსახლეობისაგან გამოსყიდული ფონდს, უნდა გამოვაცხადოთ კონკურსი და მოვიყვანოთ ინვესტორი. ასევე მთელი რიგი შენობები, გასხვისდება როდესაც ამუშავდება ქალაქის პირობიანი აუქციონი. რატომ ქვია მას პირობიანი აუქციონი? ვინც ამ ქონებას იყიდის, იყოდის იმ ვალდებულებებით რაც ფონდს აღებული ექნება მოსახლების, ქალაქის მიმართ. არსებობს შენობები, რომელსაც სტატუსს ვერ შეუცვლიან.
როგორც ვიცი ერთ-ერთ შეხვედრაზე აღნიშნული იქნა, რომ ე.წ. „იტალირი ეზოები“ ქართულია და არა იტალიური, არასწორია მათი „იტალიურ-ეზოებად“ წოდება. მათი აღდგენა-რესტავრაცია სწორედ ძველი იერსახის შესანარჩუნებლად უნდა განხორციელდეს?
– ეს მოითხოვს ძალიან დიდ თანხებს და მიმდინარე წელს ამის გაკეთება სავარაუდოდ ვერ მოხერხდება. იტალიური ეზოების პროგრამა ცალკე არ არსებობს, ვნახოთ ახალი ბიუჯეტი, რომ დამტკიცდება რა მოხდება. რაც შეხება ეს ეზოები ქართულია თუ არა, ამას დანამდვილებით ვერ გეტყვით. ამ ეზოების სტილი იტალიურია, მაგრამ იმდენი რამ არის მორგებული ჩვენს ტრადიციებს, ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ტიპიური იტალიური ეზო.
როგორ ფიქრობთ რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენს დედაქალაქშია?
– პირველი პრობლემა – საჭიროა მოსახლეობამ გაითავისოს, რომ ეს ქალაქი არის მათი. არ შეიძლება ძვირფასებო, როდესაც საპატრიარქოს უკან დგას ძვირადღირებული, მოჩუქურთმებული ნაგვის ურნები, ვიღაც ახლაგაზრდები გამოდიან ბარიდან და ა.შ და ამტვრევენ მას. ეს უბრალოდ სირცხვილია. არ შეიძლება როდესაც ნაგავსაყრელად იქცევა საჯარო სივრცე. ბოტანიკურ ბაღთან ჩვენ ფონდს დაჭირდა შაბათობის მოწყობა, რადგან მოსახლეობა სამშენებლო ნაგავს აყრიდა საყოფაცხოვრებო ნაგავს, არ შეიძლება 10 მეტრი მიწისთვის, ნათესავების და უბრალოდ ადამიანების ერთმანეთთან გადამტერება. ასეთ ისტორიებს თითქმის ყოველდღე ვისმენ. უნდა შევთანმდეთ, რომ ეს ქალაქი ეკუთვნის ყველას. ვიცხოვროთ ქალაქურად, დავსხდეთ ეზოში, ვითამაშოთ ნარდი, მაგრამ ნარდი არ გამოვიყენოთ ერთმანეთში ფიზიკური დაპირისპირების იარაღად. ფართის გადანაწილების დროს, ისეთი დაპირისპირები ხდება, რომ ბოლოს დაგვრჩება შენობები და აღარ გვექნება ქალაქი, აღარ გვექნება თბილისური კულტურა. ქალაქის ახალი ხელმძანელობა ყველანაერად ცდილობს, რომ მოსახლეობის ჩართულობა პროცესებში იყოს მაქსიმალური. მე მოვუწოდებ მოსახლეობას მოითხოვონ, რომ თბილისი ცხოვრობდეს თბილისურად და ყველაფერი იქნება კარგად.
12.12.14
ანო მუქათარიძე