“პოპულისა” და “იოლის” ქსელში დღეიდან უპრეცენდენტო ფასდაკლების აქცია დაიწყო.
სს ”პოპულის” ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის შეთავაზება საცალო-სავაჭრო ბიზნეს სექტორში პირველად ხორციელდება. აქცია სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება.
“განახლებული შოკ-ფასის აქცია, რომელიც გულისხმობს კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, სააქციო პროდუქციის თითქმის თვითღირებულების ფასად შეთავაზებას მომხმარებლისთვის. ასევე, ერთთვიანი დიდი ფასდაკლება 65-მდე ყველაზე მოთხოვნად, სამომხმარებლო კალათის პროდუქტზე და საჩუქარი – “ფასდაკლება ყველაფერზე”, რომლის დროსაც პოპულისა და იოლის 100 000 მომხმარებელს საჩუქრად 7%-ანი ფასდაკლების სასაჩუქრე ჩეკი გადაეცემა. ჩეკი ქსელში შეძენილ ნებისმიერ პროდუქტზე გავრცელდება”, – აცხადებენ “პოპულში”.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული აქცია, ახალი მენეჯმენტისა და მათ მიერ განხორციელებული სოლიდური ინვესტიციის პირობებში, წარმოადგენს “პოპულისა” და “იოლის” ქსელის რენოვაციისა და განახლების პირველ ეტაპს. იგი მომხმარებელთათვის მაქსიმალურად კონკურენტული და მისაღები საფასო პოლიტიკის შეთავაზებას, ქსელის მიმართ მათი ლოიალობის აღდგენას, ქსელში პროდუქციის ასორტიმენტის ზრდას, მომსახურების ხარისხის დახვეწას და გაუმჯობესებას გულისხმობს.
“შესაბამისად მიმდინარე თვეების განმავლობაში დაგეგმილია მრავალი სასიამოვნო სიურპრიზის შეთავაზება ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის და ასევე მასშტაბური მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, მათი მაქსიმალური კმაყოფილებისათვის”, – აცხადებენ “პოპულში”.
15.05.13