დედაქალაქის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ლადო ძნელაძის ინიციატივით, მიუსაფარი ბავშვების დასახმარებლად აქცია “გაათბე ბავშვი ” მიმდინარობს.
როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა აღნიშნა, დიდუბის ბიურო აქციას ორგანიზაცია „World Vision International”-თან ერთად ახორციელბს და მისი მიზანი მიუსაფარი ბავშვებისთვის თბილი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტკბილეულის, ასევე სათამაშოებისა და წიგნების შეგროვებაა.
აქციას, რომელიც 25 დეკემბრამდე გაგრძელდება, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
,,ზამთრის დადგომასთან ერთად მიუსაფარ ბავშთა მდგომარეობა უფრო დამძიმდა, რადგან ისინი ძირითად დროს ქუჩაში ატარებენ და შესაბამისად, მათ სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი ესაჭიროებათ. დიდუბის რაიონის ბიუროს გადაყვეტილებით დაიგეგმა აქცია, რომელმაც მასშტაბური ხასიათი მიიღო. ბავშვების დახმარების სურვილი როგორც ჩვენმა თანამოქალაქეებმა, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებმა ადამიანებმაც გამოთქვეს’’,-განაცხადა ლადო ძნელაძემ და აღნიშნა, რომ აქციას ერთჯერადი ხასიათი არ ექნება.
დიდუბის რაიონის ბიურო მიუსაფარი ბავშვებისთვის გრძელვადიან შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტს გეგმავს, რომელიც, სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარდება.
17.12.14