თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის რამოდენიმე რაიონში მიმდინარე მშენებლობებს აპროტესტებს.
როგორც დეპუტატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დედაქალაქში, განსაკუთრებით კი ვერის, საბურთალოსა და ვაკის რაიონებში მშენებლობის თვალსაზრისით სავალალო მდგომარეობაა. მისივე განმარტებით, სამივე უბანი საბჭოთა პერიოდშია დაპროექტებული, რომლებიც კონკრეტულ მიწისქვეშა კომუნიკაციებზე, მწვანე საფარსა და და სატრანსპორტო ქსელებზეა გათვლილი.
„ამ უბნებში აბსოლუტურად ამოწურულია სამშენებლო და ინფრასტრუქტურული რესურსი და შესაბამისად, დაუშვებლად მიმაჩნია აქ სამშენებლო პროცესების გაგარძელება თუ ხელახალი წამოწყება. მაგრამ საუბედუროდ არსებობს უამრავი ნებართვა, რომელთა მიხედვითაც სამშენებლო კომპანიები კვლავაც ახორციელებენ თავის საქმიანობას. შესაბამისად, ყველა მშენებლობა, რომელიც დასრულდება ან რომელიც ახლა დაიწყება, საბოლოოდ გაანადგურებს ამ ტერიტორიებს.
ქალაქისავე ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ ქალაქის მერს, გამოაცხადოს საამშენებლო მორატორიუმი ვერაზე, საბურთალოსა და ვაკეში. მშენებლებს კი საკონპესაციოდ თბილისის ზღვაზე მიეცეს მიწები და იქ მოხდეს მშენებლობების წარმოებისათვის მათი ხელშეწყობა. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება მერის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი“,–განაცხადა დეპუტატმა.
ბრიფინგის დასასრულს ალექსანდრე ელისაშვილმა კომენტარი თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზეც გააკეთა.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნულ დოკუმენტში მის მიერ მიწოდებული შენიშვნები გათვალისწინებული არ არის და იგი მომავალი წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.
18.12.14