ევროპული ოჯახისკენ სვლა დაიწყო, – ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას.
როგორც ბერუჩაშვილმა სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოქალაქეებმა ის სიკეთეები მალე მიიღონ, რასაც ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს.
“ევროპული ოჯახისკენ სვლა დაიწყო. საქართველო იტენსიურად ჩაერთო რეფორმირების პროცესში. ასოცირების ხელშეკრულება არის ჩვენი ევროპიზაციის გეგმა. ეს იქნება უსაფრთხოების, განვითარების სტაბილურობის საწინდარი და ხელს შეუწყობს მრავალ რეფორმას ყველა მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საზოგადოების ყველა წევრი. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ დროულად გამოიყენოს შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ”, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.
18.12.14