გერმანულ ყოველკვირეულ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ში, დაიბეჭდა სტატია ენერგეტიკულ საკითხებში ევროკომისრის, გიუნტერ ოტინგერის გამოსვლის შესახებ გერმანულ-აზარბაიჯანული ენერგეტიკული სიმპოზიუმის ფარგლებში.

”ევროკავშირის მოთხოვნები გაზის იმპორტზე გაიზრდება, თუნდაც მხოლოდ იმ მიზეზით რომ, გაზის მოპოვების სიმძლავრე თვითონ ევროპაში ეცემა, ამიტომ მომწოდებლები კასპიის რეგიონიდან (აზარბაიჯანი, თურქმენეთი, ყაზახეთი) და ხმელთაშუა ზღვიდან (ისრაელი, კვიპროსი) უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენენ”-ციტირებს გაზეთი ოტინგერს.

გამოცემა აღნიშნავს რომ, ივნისის ბოლოს გაირკვევა ორიდან რომელ მარშრუტს მიანიჭებს  უპირატესობას აზარბაიჯანი, ევროპისთვის გაზის მიწოდებისთვის 2018 წლიდან : შემოკლებული ვარიანტით Nabucco: თურქეთიდან აღმოსავლეთ ევროპაში ავსტრიამდე, თუ ტრანსადრიატიკული გაზსადენით: თურქეთიდან საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით სამხრეთ იტალიაში. აზარბაიჯანის მოსალოდნელი გადაწყვეტილების კომენტირებისას, ეტინგერმა განაცხადა რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ორივე ვარიანტს.

”ევროპისთვის უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს, გაზის მზრდი მოცულობების ტრნსპორტირების უნარიანი ახალი მილსადენების მშენებლობა, საწყის ეტაპზე აზარბაიჯანი გეგმავს 16 მილიარდი კუბომეტრი გაზის ტრანსპორტირებას, საიდანაც 10 მილიარდი განკუთვნილია ევროპული ბაზრისთვის”- იტყობინება Frankfurter Allgemeine Zeitung ევროკომისრის სიტყვებზე დაყრდნობით.

16.05.13

Please follow and like us: