„ფურშეტ ჯორჯიას “ ახალი სუპერმარკეტი დიღომში გაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით თანამედროვე სუპერმარკეტი 600-ზე მეტ კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული.
მათივე ცნობით, დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, მიქელაძის ქუჩის №9 -ში ,,ფურშეტ ჯორჯია’’ მომხმარებელს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო არჩევანს, საუკეთესო ხარისხს და დაბალ ფასებს სთავაზობს. ტრადიციული ქართული და უკრაინული ტექნოლოგიებით გამომცხვარი უგემრიელესი საკონდიტრო პროდუქტები, მზა კერძები, სასმელები, უმაღლესი ხარისხის მომსახურება და მოსახერხებელი პარკირების ზონა მომხმარებელს სრულ კომფორტს უქმნის.
,,ფურშეტ ჯორჯიას’’ დიღმის ფილიალში 50-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. 20 დეკემბრიდან სუპერმარკეტი მომხმარებელს ყოველ დღე 09:00 – 23:00 სთ-მდე მოემსახურება.
,,ჩვენი სუპერმარკეტი ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების მქონე მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ევროპული სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის პროდუქტებითა და მომსახურებით ისარგებლოს. ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ყოველი ობიექტის გახსნა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ასობით ოჯახში შემოსავლის წყაროს გაჩენას ნიშნავს’’. აცხადებენ ,,ფურშეტ ჯორჯიაში’’.
სუპერმარკერტების ქსელი „ფურშეტ ჯორჯია “ 2012 წლის 21 ნოემბერს შემოვიდა საქართველოს ბაზარზე და 2015 წელს 7 მაღაზიით შეხვდება საქართველოში.
„ფურშეტი“ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდია, რომელიც 100-ზე მეტ მაღაზიას ფლობს უკრაინაში, მათ შორის 7 სუპერმარკეტ-რესტორანს და 10 მაღაზიას მოლდოვაში.
22.12.14