რუსეთი 102 ბაზის, რომელიც განლაგებულია გიუმრში (სომხეთი) სერიოზულ გადიარაღებას იწყებს.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყარო იუწყება, გიუმრის ბაზაზე შეჰყავთ უახლესი მძიმე ტექნიკა და უახლოეს დროში შეიყვანენ სერიზულ სარაკეტო შეიარაღებას, რომლის ანალოგიც რეგიონში აქამდე არ ყოფილა.
”დიდი ალბათობით, ლაპარაკია ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსზე ისკანდერ M-ზე და ზალპური ცეცხლის სისტემა ტორნადოზე”-იტყობინება წყარო.
აღსანიშნავია რომ ისკანდერ M-ს შეუძლია, მაღალი სიზუსტის დარტყმების განხორციელება სამიზნეზე 500 კმ-ის რადიუსში, ამასთან განსხვავებული ტრაექტორიის გამო, მისი ჩამოგდება შეუძლებლად მიიაჩნიათ დღეს არსებული რაკეტსაწინააღმდეგო მოწყობილობებით.
შეგახსენებთ, რომ, ამ დღეებში გამოცემამ ”რუსული იარაღი” გაავრცელა ინფორმაცია, გიუმრის ბაზაზე საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებისთვის ახალი, მოძრავი მართვის პუნქტების შეყვანის თაობაზე.
ახალი კომპლექსების მონაცემები შესაძლებლობას იძლევა, აღმოაჩინოს 100-ზე მეტი სააერო სამიზნე 100 კმ-ის რადიუსში.
16.05.13