“საქართველოს ბანკის” ყველა სერვისცენტრი, მათ შორის Express და მეტროს სერვისცენტრები 1-ელ და 2 იანვარს დაკეტილი იქნება.
როგორც “თბილისი თაიმსს” “საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, სატელეფონო ცენტრი 2 444 444 არ იმუშავებს 1-ელ იანვარს, ხოლო 2 იანვარის დილის 10:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მომხმარებელს.
“მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 1-ელი ან 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 31 დეკემბრის ჩათვლით. 31 დეკემბერს “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრები მომხმარებელს გახანგრძლივებული განრიგით დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:30 საათამდე მოემსახურებიან”, – აცხადებენ “საქართველოს ბანკში”.
მათივე ინფორმაციით, 3 იანვრიდან, “საქართველოს ბანკის” ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
30.12.14