ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სატელევიზიო სტუდიას ქმნის, რომელიც მოლაპარაკებებს 4 ტელევიზიასთან აწარმოებს. როგორც ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, “მაესტროსთან” ისევე როგორც 4 ტელევიზიასთან მისი სტუდია მოლაპარაკებების პროცესშია, თუმცა ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის თუ რომელ არხზე გავა მისი სტუდიის მიერ მომზადებული პროექტები.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ მის მიერ მომზადებული გადაცემა პრორუსული იქნება, ყანდიაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ იქნება არც პრორუსული და არც პროამერიკული.
“ჩემი გადაცემა არ იქნება პრორუსული და არ იქნება პროქართული ან პროდასავლური. ჩემი გადაცემა არ იქნება პრო. ჩემი გადაცემა იქნება “ლაპარაკობს თბილისი”, – განაცხადა ყანდიაშვილმა.
კოკა ყანდიაშვილმა კანცელარიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კანცელარიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 28 დეკემბერს გაუვიდა. შესაბამისად, ის კანცელარიის თანამშრომელი აღარ არის.
30.12.14