პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს , უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
“უდიდესი პატივისცემით და მოწიწებით მინდა მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჩვენი სამშობლოს წინსვლას, ხალხის სულიერ სიმტკიცესა და კეთილდღეობას, დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერის საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღეს 82 წელი შეუსრულდა.
04.10.15