რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი განუმეორებელი პარტნიორული თვისებები, მან შეწყვიტა ბაქოს ნავთობის ტრანსპორტირება, ბაქო-ნოვოროსისკის მილსადენით, თან განცხადა ეს პოლიტიკური კი არა ეკონომიკური გადაწყვეტილებააო.

ამის შესახებ ლაპარაკია SOCAR-ის განცხადებაში.

სამთავრობოთშორისო შეთანხმებაში, რომელიც ხელმოწერილი იყო 1996 წლის 14 თებერვალს, მითითებულია რომ თუ მხარეები არ გამოთქვამენ ხელშეკრულების შეჩერების ინიციატივას, კალენდარული წლის დასრულებამდე 6 თვით ადრე, მაშინ მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება ერთი წლით. მართლაც ხელშეკრულება ამ რეჟიმში აქამდე გრძელდებოდა.

რუსეთმა სწორედ ექვსი თვით ადრე განაცხადა ხელშეკრულების შეჩერების შესახებ, ამ მხრივ იურიდიულად ყველაფერი წესრიგშია.

ეს საკითხი მოულოდნელი არ იყო SOCAR-ისთვის, აცხადებს პრესსამსახური.

ორივე მხარე სხვადასხვა პერიოდში აყენებდა გარკვეულ საკითხებს, რომლებიც გადუჭრელი რჩებოდა. ლაპარაკია ტარიფების შეცვლაზე, ხარისხზე, მოცულობის გაზრდაზე და ა.შ.

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ვერავითარ ნეგატიურ ზემოქმედებას ვერ იქონიებს აზარბაიჯანული ნავთობის მსოფლიო ბაზრისთვის მიწოდებაზე. რადგან აზარბაიჯანს ნავთობის ექსპორტზე გატანა დივერსიფიცირებული აქვს.

მიუხედავად ამისა SOCAR მზადაა, გააგრძელოს რუსულ მხარესთან კომერციული მოლაპარაკებები.

17.05.13

Please follow and like us: