10917381_10152517392440899_642216113273401537_nსაუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ რიადში საქართველოს საელჩომ ფუნქციონირება დაიწყო. საელჩოს შენობა განთავსებულია მისამართზე რიადი, ალ-ვურუდი, პრინც ფეისალ ბინ საად ბინ აბდულრაჰმანის ქუჩა N 60 შენობაზე 12 იანვარს ქართული ხუთჯვრიანი დროშა ოფიციალურად აღიმართა. საქართველოს მისია საუდის არაბეთში 2014 წლის თებერვალში დაფუძნდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, უკვე დასრულდა საელჩოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა პროცედურა. საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანია არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამსრომლობის გაღრმავებისთვის.

მისიის მთავარი საქმინობაც საუდის არაბეთის სამეფოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და GCC-სა (Gulf Cooperation Council) და OIC-ის (Organisation of Islamic Cooperation) სამდივნოებთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ იქნება მიმართული. მიმდინარეობს მუშაობა რიადიდან ომანის სასულთნოს, ბაჰრეინის სამეფოსა და იემენის რესპუბლიკის დიპლომატიური გადაფარვის განხორციელების მიზნით. საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩი გახლავთ გიორგი ჯანჯღავა.

13.01.15

Please follow and like us: