CNN-ის ინფორმაციით, 14 ივნისს დანიშნულ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისათვის 686 კანდიდატი იბრძოლებს. ასობით კანდიდატს შორის არიან მოქმედი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯედის როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. როგორც ირანის სახელმწიფო ტელეკომპანია იუწყება, ირანის კონსტიტუციის შესაბამისად, აჰმადინეჯედს აღარ შეუძლია ზედიზედ მესამედ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოზიციაზე და შესაბამისად, ის არჩევნებს მიღმა რჩება.

თუმცა, აღინიშნება, რომ აჰმადინეჯედის გარდა, კანდიდატთა სიაში იკითხება არაერთი ცნობილი გვარი, როგორებიცაა აჰმადინეჯედის ერთ-ერთი თანაშემწე და თანამებრძოლი მაშაი და ირანის ყოფილი პრეზიდენტი რაფსანჯანი, რომელიც მხარს უჭერს ასევე ყოფილი პრეზიდენტის, ხამენეის პოლიტიკას და მის მიერ კონტროლირებადი სამეურვეო საბჭოს მხარდაჭერითაც სარგებლობს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 686 კანდიდატს შორის დაახლოებით 12 ქალია, რაც განსაკუთრებით გასაკვირია ისეთი ფუნდამენტალისტური ქვეყნის შემთხვევაში, როგორიც ირანია.

17.05.13

თამთა ჭრიკიშვილი

Please follow and like us: