პოლიტიკა ერთგვარი თამაშიაო ამბობენ და ამაში ყოველდღე ვრწმუნდებით. თუმცა ვინ არის არჩევანი და ვინ არადანი ამის გარკვევა ცოტა რთულია. უფროს წორედ, რომ ვთქვათ ყვლას საკუთარი არჩევანი და არადანი ჰყავს. ამ თამაშის წესები კი, იმდენად ხშირად იცვლება, რომ ჩვენ უბრალო მოკვდავებს გვიჭირს ფეხი ავუწყოთ გამოცდილ მოთამაშეებს. არც ისე მარტვია ითამაშო პოლიტიკური თამაში. როგორც საშინაო ასევე ძალიან ძნელი ამოსაცნობია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ცხოვრება, ავიღოთ უკრაინის მაგალითი. უკრაინაში თანდათანობით ხდება ხელისუფლების ფორმირება, ყოფილი ქართველი მინისტრები და ნაციონალური მოძრაობის წევრები უკრაინაში მინისტრებად დაინიშნენ და კვლავ მიმდინარეობს მსჯელობა სხვა, ყოფილი ქართველი მინისტრების თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, საინტერესოა რა გახდა ამ ყველაფრის რეალური საფუძველი? რამდენად სწორი პოლიტიკაა ეს უკრაინელების მხრიდან? რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვვილი უკრაინის ხელისუფლებისთვის? ამ და სხვა საინტერესო თემებზე „თბილისი თაიმსი“ ექსპერტებს – სოსო ცისკარიშვილს, სოსო ცინცაძეს, თამარ ბეროზაშვილს და ირაკლი ზარქუას ესაუბრა.
„ამ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში არაფერი გაუკეთებიათ და არამგონია უკრაინას რაიმეთი დაეხმარონ. ჩვენ შეგვიძლია, ამის გამო მივუსამძიმროთ კიდეც უკრაინის ხელისუფლებას. სამწუხაროდ, შეიძლება გვიანი იყოს როდესაც ისინი მიხვდებიან თუ, რამხელა შეცდომა დაუშვეს ამ ადამიანების მინისტრებად დანიშვნით. ძალიან ბევრ მათგანზე არსებობს ეჭვი, რომ ისინი საკუთარ თანამდებობას არასასურველი მიზნებისათვის იყენებდნენ, ისინი მონაწილეობდნენ დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნაში. უკრაინის ხელისუფლება, კი როგორც ჩანს მოვლენებს მხოლოდ გარედან აკვირდება და რა ხდება ამ ყველაფრის მიღმა არ აინტერესებს. ასე, რომ არ იყოს ისინი ამ ადამიანებს მინისტრებად არ დანიშნავდნენ. ხოლო რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისათვის შეთავაზებულ არაერთ თანამდებობას და ამ შემთხვევაში ანტიკოროფციული ბიუროს ხელმაძღვანელობას, ეჭვი მეპარება, რომ ეს ვლადიმერ პუტინის გაღიზიანებისაკენ იყოს მიმართული. უკრაინის ინტერესებში ამჯერად, ნამდვილად არ შედის ვლადიმერ პუტინის გაღიზიანება. ჩვენ კარგად ვიცით რა გაუკეთა მათ გაღიმებულმა პუტინმა და არამგონია მისი გაღიზიანება მათ სასარგებლოდ წაადგეთ. უკრაინელები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს გარკვეული წონა დასავლეთისათვის და ვფიქრობ, რომ მის გამოყენებას უფრო ამ კუთხით ცდილობენ. ასევე შესაძლებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი დასავლეთის თაოსნობით უკრაინაში კიდევ ერთი ექსპერიმენტის ჩატარებას გეგმავს. მე მინდა გავიხსენოთ ქართული ანდაზა “ მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“ და აი ამ პოსტულატიდან გამომდინარე ვუმალავთ უკრაინელებს. რატომ დაიგვიანა უკრაინამ საკუთარი დამოუკიდებლობის გამოძერწვის პროცესი. ჩემთვის მიმანიშნებელი განსხვავება იმისა, რომ საქართველო უფრო ადრე გაემიჯნა საბჭოთა კავშირის სტანდარტებს ვიდრე უკრაინა, გახლავთ ის ფაქტი, რომ საქართველოს დედაქალაქში ლენინის ძეგლი 25 წლით ადრე ჩამოაგდეს, ვიდრე კიევის ცენტრში. შესაბამისად ჩვენი მენტალობა და ევროპის მიმართ სწრაფვა უფრო დროული და ადექვატური იყო. სწორედ ასეთი დაგვიანებული გადაწყვტილებები უკრაინისა, არის ერთ–ერთი საფუძველი იმ სირთულეებისა, რომელსაც იგი აწყდება. გამოხდება ხანი, რასაკვირველია ამას 25 წელი სულ არ დასჭირდება, შეიძლება ორიოდე თვეც საკმარისი იყოს და დარწმუნდებიან, რომ ის რაც საქართველომ მოიშორა 2012 წლის ოქტომბერში, მათაც დროულად უნდა მოიშორონ, ეს იქნება მათი დამშვიდობება ნაციონალური მოძრაობი ნარჩენებთან. მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა დატოვონ სამშობლო და იბრძოლონ უკრაინაში არის პროვოკაციული და ანტისახელმწიფოებრივი. თუმცა ქართველი მებრძოლები ინდივიდუალური ჩართვით ასეთ საბრძოლო მოქმედებეში, ამჟღავნებენ პატრიოტიზმს, როგორც საკუთარი ქვეყნის მიმართ, ასევე მისი უახლოესი თანამებრძოლის, უკრაინის სახელწიფოს მიმართ. ქართველი ვაჟკაცების ინდივიდუალური ჩართვა საბრძოლო მოქმედებებში, მისასალმებლი და დასაფასებელია, მაგრამ პროვოკაციული მოწოდებები მხოლოდ ვნებს ჩვენს ქვეყანას. ვფიქრობ, ახლა უპირატესი საზრუნავი უკრაინის ხელისუფლებისა გახლავთ საკუთარ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობის დამყარება. მთავარია, რომ ხალხებს შორის არ იყოს დაპირისპირება. ერთიანი აზრია ჩვნი მოსახლეობებისთვის საერთო და სრულიად მკაფიო, ეს არის რუსეთის დესტრუქციული და მზაკვრული როლი ორი ქვეყნის განვითარების საწინააღმდეგოდ.“
„რეალური საფუძველი იმისა, რომ უკრაინაში ნაციონალური მოძრაობის წევრები ინიშნებიან მინისტრებად, შეიძლება იყოს ის, რომ უკრაინა დიდი ქვეყანაა და განიცდის საშინელ საკადრო შიმშილს. ვიქტორ იანუკოვიჩის წასვლის შემდეგ, ახალ ხელისუფლებას რეალურად არ დახვდა არც ერთი არაკორუმპირბული ჩინოვნიკი. იქ მარტო ქართველები არ დანიშნულან მინისტრებად, ასევე დაინიშნენ ბალტიისპირელები, გერმანელები და ა.შ. დღეს პრაქტიკულად მთელი ცივილიზებული მსოფლიო ეხმარება უკრაინას ყველფერში. მოგვწონს თუ, არ მოგვწონს, ნაციონალური მოძრაობის მართველობის პერიოდში საქართველოს ჰქონდა მყარი რეპუტაცია – წარმატებული რეფორმების ქვეყნის. მაგალითად, პოლიციის რეფორმა, ადრე თუ ყველას ეშინოდა ქუჩაში გასვლის, მანქანას გარეთ ვერავინ ტოვებდა… მათი მოსვლის შემდეგ საქართველოში იყო ისეთი სიტუაცია, რომ ღამე მანქანის კარსაც კი არ კეტავდნენ. ეს რასაკვირველია მსოფლიოში იცოდნენ და ამას აფასებდნენ, ამიტომ ამ ხალხს აქვთ ასეთი რეპუტაცია დასავლეთისათვის. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მე კორექტულად არ მიმაჩნია, რომ ჩვენი პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ყოველგვარი დიპლომატიური ზღვარი გადალახეს და ჭკუისწავლება დაუწყეს უკრაინის ხელისუფლებას. მე ამ ფაქტს ძალიან მშვიდად ვუყურებ და არ მიმაჩნია ეს საერთაშორისო ურთიერთობის გამწვავებად. უკრაინა რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობაში იყოს, რაც არ უნდა ტერიტორიები დაკარგოს, საქართველოზე დიდი, გავლენიანი და უფრო წონადი ევროპისა და ამერიკის თვალში მუდამ იქნება. მე გამოვრიცხავ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობას დათანხმდეს, რადგან მას ვიცე–პრემიერობა რეალურად შესთავაზეს და უარი განაცხადა. სააკაშვილი გახდეს რიგითი ჩინოვნიკი, რომელსაც 15–20 უფროსი ეყოლება ეს გამორიცხულია. გარდა ამისა, უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლა სარისკო და უმადური თანამდებობა გახლავთ, რომლის შესრულებისთვისაც მადლობას არავინ გადაგიხდის. ასე თუ, ისე მიხეილ სააკაშვილი ახლა მსოფლიო დონის ფიგურაა, დღეს კიევშია, ხვალ ბრიუსელში, შემდეგ ამერიკაში და ა.შ. ის არ ჩაიკეტება კიევში და ყოველდღე დილის 9 საათზე არ გავა სამსახურში და არ დაჯდება 6 საათამდე კაბინეტში. ვლადემიერ პუტინი კი უკრაინამ გააღიზიანა იმდენად, რომ მიხეილ სააკაშვილის რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა, უკვე აღარაფერს აღარ წყვეტს. მე არამგონია, რომ უკრაინისა და საქართველოს ინტერესები ფარულად სადმე იკვეთებოდეს. გავა დრო, თუ ეს ქართველი მინისტრები წარმატებული აღმოჩდნენ უკრაინაში და დაკისრებული მოვალეობა შეასრულეს ძალიან კარგი იქნება. ქართველი, სადაც არ უნდა იყოს წარმატებული, ის ჩემთვის პირველ რიგში ქართველია და შემდეგ რომელიმე პარტიის წევრი. სანდრო კვიტაშვილს თუ ჩვენი ქვეყნისათვის არაფერი გაუკეთებია, ყოველშემთხვევაში არაფერი გაუფუჭებია. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხელისუფლება ჯინიანობას შეეშვას და უკრაინის ხელისუფლებასთან კიდევ უფრო განამტკიცოს ურთიერთობა, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ იქ ახლა კიდევ სხვა ხელისუფლება მოვიდეს. რაც შეეხება ქართველი ჯარისკაცების ბრძოლას უკრაინაში, ეს ინდივიდუალურია. თავად ადამიანი, თუ თვლის რომ ის იბრძვის სამართლიანობისათვის შენ ამას ვერ აუკრძალავ, მთავარია, რომ ის არ იყოს რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა, რომ ერთ ამბავში არიან, ისინი მაშინაც პოლიტიკაში იყვნენ, როდესაც უკრაინელები ჩამოვიდნენ აფხაზეთში საბრძოლველად, მაშინ რატომ არ ამოიღეს ხმა? ეს ხომ არ იყო უკრაინელების ომი. თუ ადამიანს თავად არ აქვს შინაგანი რწმენა, ექს-პრეზიდენტის დაპატიჟებით, რომელიც თავად ვერ ჩამოდის საქართველოში სასიკვდილოდ არ წავა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სააკაშვილს იმხელა გავლენა აქვს ხალხი სასიკვდილოდ მიიპატიჟოს და ისინი წავიდნენ, მაშინ გამოდის, რომ საქართველოს რეალური ლიდერი ის ყოფილა. თუმცა არამგონია, მისი გავლენა ამხელა იყოს. დღეს არც ერთ ვროპულ ქეყანას, არ აქვს ძალიან კარგი დამოკიდებულება დღევანდელ ხელისუფლებასთან. ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ სამართლიანად თუ უსამართლოდ, ეჭვის თვალით უყუებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას. მათ განსაკუთრებით არ მოსწონთ პრემიერისა და პრეზიდენტის ასეთი ურთიერთობა, არავის არ მოსწონს ისეთი საკადრო სისტემა, როგორიც ჩვენთან არის. აქ არჩევნები ფიქციად იქცა. ბიძინა ივანიშვილი იტყვის, რომ გიორგი მარგვლაშვილი უნდა იყოს პრეზიდენტი, რომელსაც 2 თვით ადრე სანამ ივანიშვილი იტყოდა, რომ პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო, აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ პრეზიდენტი იქნებოდა. ასევეა თბილის მერის – დავით ნარმანიას შემთხევაშიც. ბიძინა ივანიშვილმა თავად განაცხადა, რომ შერჩეული ჰყავდა კადნიდატი, თუმცა ამის შესახებ ჯერ თავდ ნარმანიამ არ იცოდა, ასეთი რამე ჯერ მე საერთოდ არ გამიგია. როგორი მერი გამოდგა დავით ნარმანია ვხედავთ, რას გავს ქალაქი?! დიდი ბრწყინვალე მერი არც გიგი უგულავა იყო, ისიც ძირითადად უფრო პილიტიკოსი იყო ვიდრე მეურნე, მაგრამ დავით ნარმანია საერთოდ რას აკეთებს ვერ გავიგე. ასე, რომ ეს არ არის მოსაწონი პოლიტიკა.“
„ყველასათვის ცხადია, რომ დღეს უკრაინაში კრიზისია, და თუ როგორ დაძლევს ამ კრიზისს უკრაინის მთავრობა პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად იმოქმედებს ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პოზიციაც და ოპოზიციაც. შესაბამისად კრიზისია საკადრო პოლიტიკაშიც, სწორედ ესაა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ყოფილი ქართველი მინისტრები და ნაციონალური მოძრაობის წევრები მიიწვიეს და შესაძლოა კვლავაც მიიწვიონ წამყვან პოსტებზე. ჩემი აზრით, უკრაინის მხრიდან ეს არ გახლავთ სწორი პოლიტიკა, მესმის, რომ ისინი საფუძვლად იშველიებენ იმ არგუმენტს, რომ სწორედ მათ ჩაატარეს თავიანთ ქვეყანაში რეფორმები, რომლებიც ახლა ასე სჭირდება უკრაინას. მე ვფიქრობ, მაინც ბევრად გონივრული იქნებოდა, რომ საპასუხიმგებლო პოსტებზე ადამიანები თავიანთ კადრებში მოეძიებინათ. საქმე იმაშია, რომ უკრაინა ამ კრიზისამდე მიიყვანა დასავლეთის, მეტ წილად ამერიკისა და რუსეთის ინტერესების დაპირისპირებამ. ეს ორი ჰეგემონი სახელმწიფო თავის ინტერესებს არ დათმობს უკრაინაში. ამიტომ დიდი სიბრძნის გამოჩენა მართებს როგორც უკრაინის ხელისუფლებას, ასევე თვითონ უკრაინელ ხალხს, რადგან რაც არ უნდა უკრაინის მეგობრად წარმოგვიდგეს დასავლეთი და ასევე, თავისი მოსახლეობის დამცველებად რუსეთი (როგორვ ვიცით ყირიმის მოსახლეობის მეტი წილი რუსები არიან), ქვეყანა არ უნდა გაადააყოლონ ამ დაპირისპირებას. მე უფრო შორსაც წავალ და ვიტყვი, რომ უკრაინის კრიზისთან შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის კონტურებიც ისახებოდეს, რადგან კაპიტალისტური სამყარო უმძიმესმა ეკონომიკურმა და სულიერმა კრიზისმა მოიცვა. ასეთ დროს ომს საუკეთესო გამოსავალად მიიჩნევენ რადგან, ომის დროს ყველაფერი საღდება და მეტი წილი ბიზნესისა მოგებულია. სანამ საერთაშორისო სისტემა იყო ბიპოლარული, ანუ ორ პოლუსიანი (ამერიკა და ყოფილი საბჭოთა კავშირი) მანამ ძალთა გარკვეული ბალანსი იყო მსოფლიოში და მოწინააღმდეგეები ასე თუ, ისე ერთმანეთს შეღავათს უწევდნენ. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ აშშ მსოფლიოს მთავარი ლიდერი იყო და მან ასე ვთქვათ საგარეო პოლიტიკაში ზომიერების გრძნობაც კი დაკარგა: ომი ავღაენთში, ერაყში, შეჭრა ლიბიაში, სამოქალაქო ომის პროვოცირება სირიაში და ა.შ. მოძლიერებულმა რუსეთმა 2008 წელს საქართველოსთან ომით თავისი სიტყვა უთხრა დასავლეთს და უკრაინაშიც რევანშის აღება უნდა. პირადად მე საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ პუტინის გაღიზიანებას ცდილობს დასავლეთი, სწორედ დასავლეთის მითითებებით და კარნახით მოქმედებს უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება. ზუსტად ახლა მართებს დიდი პოლიტიკური სიბრძნე უკრაინის მთავრობას, რომ ამ დაპირისპირებამ ქვეყანას დიდი ზარალი არ მიაყენოს. უკრაინას და საქართველოს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მეგობრული დამოკიდებულება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არის ერთა მეგობრობა და არა მეგობრობა უკრაინის ხელისუფლებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. ეს იმიტომ მოგახსენეთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მათ ვისაც მთავრობაში მაღალ პოსტებს სთავაზობენ, საქართველოში ბრალი აქვთ წაყენებული. ამ თემაზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება საქართველოსა და უკრაინის შემდგომ ურთიერთობებზე. როდესაც ქართველი ჯარისკაცი ხდება ჯარისკაცი და სამხედრო ფიცს დებს, უპირველეს ყოვილსა ის ემსახურება თავის სამშობლოს, ხალხს და პასუხისმგებელია საქართველოს მთავრსარდალთან ანუ პრეზიდენტთან, ასევე პასუხს აგებს თავისი უშუალო თუ ზემდგომი მეთაურების წინაშე. ეს ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი თემაა. არ აქვს მნიშვნელობა ეს ჯარისკაცი მსახურობს თუ, არა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, რადგან ბევრი საუბრობს იმ ფაქტზე, რომ ის ჯარისკაცები, რომლებიც აღარ ირიცხებიან თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში, ანუ აღარ მუშაობენ, უფლება აქვთ თავიანთი მოსაზრებისამებრ იბრძოლონ რუსეთის წინააღმდეგ მეგობარ ქვეყანაში. ყველამ უნდა გააცნობიეროს ერთი რამ, ფიცის ერთგული უნდა იყოს ჯარისკაცი სიცოცხლის ბოლომდე, რადგან ეს ფიცი უპირველეს ყოვლისა სამშობლოს წინაშე აქვს დადებული და სამშობლოსადმი ერთგულებას გულისხმობს, ეს კი ნიშნავს, იმას რომ არავინ და არაფერი არ უნდა იყოს ეროვნულ ინტერესებზე მაღლა. უნდა შევძლოთ და დავდგეთ ნებისმიერ პირადი მოსაზრებაზე, ქმედებაზე, ასევე ეკონომიკური ინტერესებზე მაღლა! რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, ჩემთვისი გაუგებარია ჯერ რა უფლებით უნდა გაავრცელოს მან ეს მოწოდება, იგი აღარ არის მთავარსარდალი, მეტიც, სულ, რომ თავის სიმართლეში დარწმუნებული იყოს, მისი ბრალეულობის საკითხი არ არის გარკვეული და იმის ნაცვალდ, რომ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში და პასუხი აგოს ყველა ბრალდებაზე, სხვა ქვეყნიდან აკეთებს მოწოდებებს. ეს ძალიან საშიშია საქართველოს უსაფრთხოებისათვის და ქართველ ჯარისკაცს, რომელსაც ცოტა ხნით მაინც ეცვა სამხედრო ფორმა. როგორც მინიმუმ ეს უნდა გაცნობიერებული ჰქოდეს. ჩვენ ვნახეთ თუ რა სავალალო შედეგი მოჰყვა ამას. ერთი ჩვენი თანამემამულის დაკარგული სიცოცხლე. თუ სახელმწიფოსათვის საჭირო გახდება, მის მოწოდებაზე, კანონიერი გზით, უკრაინაში კი არა, შესაძლოა მსოფლიოს ჩრდილოეთ პოლუსზეც წახვიდე საბრძოლველად, ამიტომ ჩვენი გაუაზრებელი ქმედებებით ქვეყანა არ უნდა დავაზარალოთ. მე მესმის, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და მას უჭირს ახლა, მაგრამ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს. არ შეიძლება სახელმწიფოს გვერდის ავლით დამოუკიდებელი ქმედებების წარმოება ჯარისკაცისათვის. მას ბერვად მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე თითოეულ ჩვეულებრივ მოქალაქეს.
ერთი შეხედვითაც კარაგდ ჩანს, რომ უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას უფრო მეტ ანგარიშს უწევს, ვიდრე საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას. კარგი იქნება, თუ ამის გამო ჩვენი ურთიერთბები არ გაფუჭდება, რადგან უკრაინა საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირეა. როგორც ზემოთ ავღნიშნე ძმობა და მეგობრობა უნდა სუფევდეს ხალხებს შორის, იმ საერთო ინტერესების გარშემო რაც უკრაინას და საქართველოს აერთიანებს და ეს არ უნდა იყოს მეგობრობა მხოლოდ ერთ ამჟამად უკვე ოპოზიციურ ძალასა და უკრაინის ხელისუფლებას შორის. კარგი იქნება თუ უკრაინაც და საქართველოც, ეს ორი ქვეყანა გააცნობიერებს იმას, რომ ჰეგემონი ქვეყნები როგორებიცაა – ამერიკა და რუსეთი ჩვენ თავს არ დაგვანებებენ, ამიტომ, საკუთარ თავს თვითონ უნდა მივხედოთ და სწორად განვსაზღვოთ პრიორიტეტები, რა გვაწყობს მივიღოთ ამერიკისაგან, ასევე ევროკავშირისაგან რა საკითხში ჯობია მათთან თნამშრომლობა და რა საკითხების გადაწყვეტაა უმჯობესი რუსეთთან მიმართებაში. ასევე, ოპოზიციის დაპირისპირებამ ხელისუფლებასთან და სკამებისათვის და ძალაუფლებისათვის ბრძოლამ ქვეყანა გახლეჩვამდე არ უნდა მიიყვანოს, როგორც ეს უკრაინაში მოხდა და ხდება. მტერი და მოყვარე საერთაშორისო ურთიერთობებში დროებითი და პირობითი ცნებაა, რადგან დღევანდელი შენი მეგობარი, ხვალ შეიძლება შენი მოწინააღმდეგე გახდეს და პირიქით. ამიტომ, ხელისუფლების მხრიდან საჭიროა ყველასთან ღია საუბარი და ეფექტური დიპლომატიური ურთიერთობების წარმოება, რადგან მოგეხსენებათ, ქვეყნის ძლიერების ფაქტორებში, მთავრობას და დიპლომატიურ ურთიერთობებს გადამწყვეტი როლი ეკისრება. ქვეყნის მთავრობას უნდა ქონდეს ქვეყნის სწორად მართვის უნარი და ასევე უნდა შეძლოს საჭირო დროს სწორად განსაზღვროს ,,მტერი და მეგობარი, მოკავშირე და მოწინააღმდეგე’’ საერთაშორისო სისტემაში.“
„მინდა ავღნიშნო, რომ უკრაინა ჩვენი მოძმე ერია და მათი წარმატება ჩვენს წარმატებად უნდა აღვიქვად, ხოლო – ჩავარდნები კი ჩვენს მარცხად. ამით მინდა ხაზი გაუსვა ჩვენი, როგორც ქართველი ერის დამოკიდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ. მე პირადად, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ქართველების უკრაინაში მაღალ თანამდებობეზე დანიშვნაზე. საინტერესო ის არის თუ, რა უდევს საფუძვლად ამგვარ დანიშვნებს? იგივე სანდრო კვიტაშვილის დანიშვნა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად უამრავ კითხვებს ბადებს, რადგან საქართველოში ამ პიროვნების მოღვაწეობას განსაკუთრებული რაიმე დადებითი შედეგი არ მოუტანია. არც მაინცადამაინც დიდი კრეატიულობით და ინიციატივებით გამოირჩეოდა ჯანდაცვაში, უფრო მეტიც გაიზარდა სააფთიაქო ნარკომანია, სახელმწიფო დაზღვევის სასაცილო 5 ლარიანი პოლისები, რომელიც მხოლოდ ექიმთან კონსულტაციას თუ ემსახურებოდა, სადაზღვევო ბიზნესს უაზროდ “აკიდა” საავადმყოფოების შენების ვალდებულება, რამაც სექტორის გაკოტრება და უხარისხო და დაუმთავრებელი მედ-პუნქტები მოგვცა რეგიონებში, ხოლო უნივერსიტეტის რექტორად ყოფნის დროს, გვახსოვს გაუაზრებელი რეფორმები თუ მაგას რეფორმები ერქვა, ასევე, უამრავი სტატუს შეჩერებული სტუდენტი, კორუფცია, შეურაცხყოფილი და სამსახურიდან გაგდებული პროფესურა. ყოველივე ამის შემდეგ ისმის ერთი მარტივი კითხვა – მაინც რა გამოცდილების და დამსახურების საფუძველზე მოხდა მისი დანიშვნა მინისტრად? – აქ ჩემთვის პირადად პასუხი ნათელია, ეს არის სააკაშვილის ლობირების შედეგი, რატომღაც დღემდე სჯერათ იქ დასავლეთში, რომ მიშა არის დიდი რეფორმატორი და დემოკრატიის შუქურა. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ დანიშვნებს, მათ შორის ეკა ზღულაძის, ასევე ადეიშვილის და სხვათა ეს უკვე მეტისმეტია ვინაიდან ამ ადამიანებზე არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ისინი მონაწილეობდნენ საქართველოში იმ რეჟიმის შექმნაში, სადაც ადამიანების წამება, ელიტური კორუფცია, ბიზნესის ტერორი და თანამდებობრივი უფლებების ბოროტად გამოყენება ჩვეულებრივი ცხოვრების სტილი იყო. ასეთი ადამიანების სახელმწიფო სამსახურში დანიშვნა ჩემი აზრით დადებითს არაფერს მოუტანს. მინდა კითვა დავუსვა პრეზიდენტ პოროშენკოს – ჩვენ, ქართველებს აქ მრჩევლად ან რომელიმე სამინისტროს ხელმძღვანელად, რომ მოგვეწვია იანუკოვიჩი ან მისი რომელიმე მინისტრი, მაშინ როგორი რეაქცია ექნებოდათ? ეს იქნებოდა თუ, არა უკრაინელი ხალხის შეურაცყოფა? რომელთაც საკუთარი სისხლის ფასად უარი უთხრეს იანუკოვიჩის კორუფციულ რეჟიმს? ასე, რომ მეტი დაფიქრება მართებს მას. უბრალოდ არ მინდა უკრაინელმა ხალხმა იგივე წამება და ექსპერიმენტი გამოსცადონ რაც ჩვენს უკვე გავიარეთ. ამისთვის ჩვენი მოძმე უკრაინელი ერი ნამდვილად არ მემეტება.
მე პირადად, არ გამიკვირდება თუ მიხეილ სააკაშვილს პრემიერის პოსტსაც შესთავაზებენ. ვინაიდან როგორც ჩანს დასავლეთმა მთლიანად უკრაინა სააკაშვილს და მის ჯგუფს გადაულოცა მორიგი ექსპერიმენტის ჩასატარებლად… ადამიანს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ამხელენ უამრავი ადამიანის წამებაში, დახოცვაში, მიტინგების დარბევაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში და რაც მთავარია ელიტური კორუფციის ჩამოყალიბებაში, სახელმწიფო თანხების გაფლანგვა-მითვისებაში, ასეთ ადამიანს, როდესაც სთავაზობ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობას, ეს უკვე მეტისმეტია, აქ კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია. მე მინდა უკრაინელ ხალხს გამოღვიძება და რეალური წარმატებული რეფორმა ვუსურვო… ვინაიდან ჩვენ ერთად დიდი გამოწვევები და ბრძოლები გველის საბოლოო თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. რაც შეეხება ქართველი ჯარისკაცების ბრძოლას უკრაინაში, ჩემი პოზიცია ასეთია: ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ქართველს, როგორც რიგით ადამიანს, უფლება აქვს თავისი შეხედულების მიხედვით იომოს, იბრძოლოს და დაეხმაროს უცხო ქვეყანას. მითუმეტეს, როდესაც საუბარია ჩვენს მოძმე უკრაინელებზე. მაგრამ, შენ მოუწოდო საკუთარი ქვეყნის მოქმედ ჯარისკაცებს, მიატოვონ თავიანთი კაზარმები და ჩაებან უცხო ქვეყნის ომში ეს კვალიფიცირდება როგორც მინიმუმ საბოტაჟი და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ქმედება, რაც დასჯადია ჩვენი კანონმდებლობით. ასე, რომ სააკაშვილს თავის განცხადებებში მეტი დაკვირვება მართებს.“
„თბილისი თაიმსს“ ამ საკითხებზე პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი, ლევან ლორთქიფანიძე ესაუბრა და საკუთარი პოზიცია გაუზიარა.
„რამდენად სწორი პოლიტიკაა უკრაინაში ნაციონალური მოძრაობის წევრების მინისტრებად დანიშვნა, ამას დრო გვიჩვენებს, დაბეჯითებით არაფრის მტკიცება არ შეიძლება თუმცა, წინ არაფერი უდგას ვარაუდების გამოთქმას. გაოცებული გახლდით, როდესაც შევიტყვე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად სანდრო კვიტაშვილის დანიშვნის შესახებ. საქართველოში მან თავი გამოიჩინა მხოლოდ იმით, რომ ვერ აღასრულა, ბოლომდე, ვერ მიიყვანა 100 საავადმყოფოს პროგრამა. ამასთანავე, მისი სახელი დაკავშირებული გახლდათ რეფერალური კლინიკების, რეგიონალური საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების უსწრაფეს პრივატიზაციასთან, სამედიცინო ობიექტების სადაზღვევო-ფარმაცეფტული მონოპოლიებისათვის უიაფესად გადაცემასთან და ე.წ. „ხუთლარიან პოლისების“ შემოღებასთან, რითაც ვერ მოახერხდა მოქალაქეთა ჯანდაცვაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობის დაწესება. რაც მთავარია, მან მინისტრის პოსტზე მოღვაწეობა კორუფციული სკანდალითა და მისი პირველი მოადგილის დაპატიმრებით დაასრულა. მე იგი პირადად გავიცანი თსუ-ს რექტორად მუშაობის დროს. კვიტაშვილის რექტორობის დროს ხელისუფლებასთან პირდაპირ აპელირებული პირები ფიზიკურად უსწორდებოდნენ სამოქალაქო აქტივიზმში ჩაბმულ სტუდენტებს, ის კი, მხოლოდ და მხოლოდ, დამნაშავეთა წახალისებითა და მხარდაჭერით იყო დაკავებული. აღარაფერს ვამბობ იმ უამრავ დაპირებაზე, რომელიც უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი რესურსების გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული და საბოლოოდ ტყუილი აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩემი პირადი გამოცდილებითა და დაკვირვებით შემიძლია გამოვთქვა ვარაუდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ნაკლებად სასარგებლო იქნება ჩვენი პარტნიორი ქვეყნისათვის. რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები ომის კონდინციაშია გადასული. ომის პირობებში რომელიმე „ფერადი რევოლუციის“ ლიდერის სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნა არამგონია, რომ გაღიზიანების მიზანს ემსახურებოდეს. აქ უფრო სხვა გარემოებასთან გვაქვს საქმე. საუბედუროდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საქართველოს ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური გამოცდილების შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულება არსებობს. უკრაინელებმა, მოლდოველებმა და ცენტალური აზიის საზოგადოებებმა სააკაშვილის შესახებ ძირითადად მხოლოდ ის იციან, რომ მან საბჭოთა ყაიდის პოლიციის მოდერნიზება მოახერხა და შექმნა ეფექტიანად მომუშავე საზოგადოებრივი სერვისები (მაგალითად, იუსტიციის სახლები). მათ ცოტა თუ, სმენიათ პენიტენციალურ სისტემაში შექმნილ ვითარებაზე, მისი მმართველობის პერიოდში გაზრდილ უმუშევრობაზე, სიღარიბესა და სოციალურ უსამართლობაზე, მოქალაქეთა პარტიული ნიშნით დისკრიმინაციაზე, მედიისა და ბიზნესის მიზანმიმართულ უკანონო შევიწროვებასა და სხვა მსგავს საკითხებზე. შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მიზანად ექს-პრეზიდენტისადმი ჩამოყალიბებული სტერეოტიპული დამოკიდებულების სათავისოდ გამოყენება შეგვიძლია მივიჩნიოთ. ერთადერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს ქართველი ექს-მინისტრების უკრაინაში „ექსპორტის“ ტენდენციას. უკრაინის ახალი ხელისუფლების მიზანიც ნეოლიბერალური დღის წესრიგის დამკვიდრება და გაძლიერება უნდა იყოს. მაშასადამე, უკრაინის მთავრობის მიზანიც სახელმწიფო საკუთრების აგრესიული პრივატიზაცია, მონოპოლიების გაძლიერება, მთელი ეროვნული სიმდიდრის ხელისუფლებასთან დაახლოვებული ბიზნესელიტების ხელში თავმოყრა უნდა იყოს. უკრაინის ხელისუფლება, სააკაშვილის მსგავასად, არ აპირებს განთლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდაზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას, უნივერსალური ჯანდაცვის პროექტის განხორციელებას და ა.შ. აქედან გამომდინარე, უდიდესი მწუხარებით შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინის რიგით მოქალაქეებს საფრთხე რუსეთის გარდა საკუთარი ხელისუფლებისგანაც ემუქრებათ. ხაზგასმით და დაბეჯითებით მინდა განვაცხადო, რომ ჩემი პოლიტიკური პოზიცია გამოკვეთილად ანტიიმპერიალისტურია. სხვების მსგავსად თავადაც მივიჩნევ, რომ ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი და უპირველესი საფრთხე რუსული ევრაზიული გეოპოლიტიკა გახლავთ. მეც სოლიდარული ვარ უკრაინელი ხალხის მიმართ. თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენი მხარდაჭერა ჰუმანიტარული და სხვა მსგავსი ტიპის დახმარებით უნდა შემოიფარგლოს. ჩემთვის ბევრს ნიშნავს ის, რომ საქართველო უკრაინისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მთელ მსოფლიოში. საქართველოს მოქალაქეთა საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის საკითხი ინდივიდუალური განსჯის საგნად მიმაჩნია. სააკაშვილის მოწოდების შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ მისი განცხადება ბუნდოვანი შინაარსის გახლდათ. თუ ექს-პრეზიდენტი რიგით, საქართველოს შეირაღებულ ძალების არაწევრ მოქალაქეებს მოუწოდებდა, მაშინ კიდევ შეიძლება რაღაც გამართლების მოძებნა. მაგრამ თუ, მისი მოწოდება სამხედრო სამსახურში მყოფ პირებს უკავშირდებოდა, მაშინ საქმე გვაქვს შეგნებულ პროვოკაციასა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე განხორციელებულ შეტევაზე. დასახელებული პოლიტიკოსის განვლილ გზაზე დაკვირვება რატომღაც მაფიქრებინებს, რომ მისი ორაზროვანი პოპულიზმის მიზანი გაერთიანებული შტაბის მუშაობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ბუნებრივია, როდესაც საქართველოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსით დევნილი პოლიტიკოსების უკრაინაში დაწინაურებაზე მიდის მუდმივი საუბარი, ეს თავისთავად ნიშნავს მთავრობებს შორის არასახარბიელო ურთიერთობების ჩამოყალიბების დიდ შესაძლებლობას. ჩვენი ხელისუფლების გაღიზიანების სამართლიან საფუძველად მიმაჩნია პატიმრობაშეფარდებული ექს-პრეზიდენტის შეფარება და მისი საზოგადოებრივი აზრის ლიდერად წარმოჩენაც. მაგრამ დღეს ამის დრო არ არის, იმედია, ამ გაღიზიანებას რუსეთის ევრაზიული მისწრაფებების წინაშე არსებული საერთო გამოწვევები დაჩრდილავს.“
20.01.15
ესაუბრა
ანო მუქათარიძე