არ ვიცი ალბათ რაც არ უნდა დავწერო, ჩემი სიტყვბი ვერასოდეს აღწერს თუ რამდენად გამორჩეულია ეს ადამიანი. ამის შესახებ იგი თავად წერს, რადგან მისი დაწერილი ყოველი სიტყვა, ყოველი სტროფი, ყოველი აბზაცი ამაზე თავისთავად მეტყველებს. არ შეიძლება ასეთი გახდე, ასეთად უნდა დაიბადო. შენში უნდა ცხოვრობდეს მეორე მე, რომელიც სამყაროს სულ სხვა განზომილებიდან უყურებს, რომელიც მოგზაურობს ყველა დროში, რომელიც უბრალო სიტყვებისგან ემოციას ქმნის, რომელიც განსხვავებულად შეიგრძნობს ყველაფერს დედამიწაზე. კითხულობ მის შემოქმედებას და ემოცებით ივსები, ყველა გრძნობა ერთად გეუფლება: გიყვარს, გტკივა, განიცდი, ბედნიერი ხარ, იცინი, ტირი, ოცნებობ… და ხვდები რატომ ხარ ადამიანი. ჩემი აზრით ხელოვნებაში სწორედ ესაა მთავარი, შეგრძნება იმისა, რომ ცოცხალი ხარ. მისი შემოქმედება კი, ზუსტად ერგება ადამიანთა ემოციებს, ის ერთდროულად ძალიან მარტივი და ძალიან რთულია, მისი ნათქვამი ყოველი წინადადება ღრმად აღწევს შენს სულში და იქ სამუდამოდ ილექება. არ ვიცი მასზე ალბათ უსასრულოდ შემიძილა ვისაუბრო, თუმცა არავის გაუკვირდება, რადგან მასზე ახლა მთელი საქართველო საუბრობს. ეს ადამიანი გიორგი კეკელიძეა. უმეტესობას ახლა ალბათ „გურული–დღიურები“ გაგახსენდათ, რომელიც უამრავი ქართველის საყვარელი წიგნი გახდა. ეს წიგნი ყველას ინდივიდუალურ და ამავდროულად სართო ემოციებს აღუძრავს, ის შენიც არის, ჩემიც და ჩვენიც ერთად. „თბილისი თაიმსს“ პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ბიბლოოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ესაუბრა.
მოგვიყევით თქვენო მოკლე ბიოგრაფია? გაიხსენეთ ბავშვობა, მოწიფული ასაკი, თქვენი ოჯახი.. რა წვილი მიუძღვის თქვნს ოჯახს იმაში, რომ დღეს თქვენ ხართ ის ვინც ხართ?
– ჩემი ბავშვობა განვითარდა 90–იანი წლების გურიაში, რომელიც ცხადია გავდა საქართველოს სხვა კუთხეების ცხოვრებას, იმ აზრით რასაც ჩვენს მოგონებაში 90–იანი წლები ატარებს. თუმცა ამავდროულად იყო სპეციფიკურიც, იქიდან გამომდინარე, რომ გურულები ძალიან ხშირად სირთულეების გადატანას ცდილობენ იუმორით. სწორედ ამის ფონზე განვითარდა ჩემი ბავშვობა და ამას აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა, რომ ეს იყო ბავშობა. შესაბამისად ჩემი ხედვის რაკურსი ამ სირთულეებისადმი ცოტა გაიოლებული იყო. თუმცა ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩემში დარჩა და გარკვეულწილად სერიოზული როლიც ითამაშა. რაც შეეხება ოჯახს, მან ასევე განუსაზღვრელი როლი ითამაშა, როგორც სოციუმმა, განსაკუთრებით მიკრო სოციუმი აყალიბებს ადამიანს. შესაბამისად ჩამოვყალიბდი იმ სხვადასხვაობით, რაც ახასიათებთ ჩემი ოჯახის წევრებს ან ახასიათებდათ, ბუნებრივია ზოგიერთი მათგანი გარდაცვლილია. მე მათი გარკვეული სინთეზი ვარ, ამას დამატებული ჩემი შინაგანი, ბიოლოგიური კოდებით და ასევე იმით, რითაც თავი დამამახსოვრა გარემომ. გარემოში ვგულისხმობ სკოლას, ვგულისხმობ თუდაც ე.წ ქუჩას. ქუჩის ბიჭი კლასიკური გაგებით არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ სხვადასხვა რაღაცებს ვაკეთებდი, ხან ფეხბურთს ვთამაშობდი, ომობასნასაც მათ შორის… ასე, რომ ვფიქრობ, მე ვარ იმ წლების სინთეზი, რომლებიც ბავშვობაში გამოვიარე. რაც შეეხება მოწიფულ ასაკს, ვსწავლობდი უნივერსიტეტში, პარალელურად ვუშვებდი გაზეთ –„ლილეს“, შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზარდა ელექრონულ ბიბლიოთეკაში -lib.ge, ვკითხულობ ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ვწერ სხვადასხვა გამოცემისთვის, ვარ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ვწერ ლექსებს და ესეებს, ჯერჯერობით დიდ პროზაში არ გადავსულვარ.
პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ბიბლოოთეკის გენერალური დირექტორი, პრემია “საბას”პრემიის ლაურეატი, ელექტრონული ბიბლიოთეკა lIb.ge–ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2006-2012 წწ.) და ა.შ. რა არის თქვენი საიდუმლო, როგორ ახრერხებთ ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსებას?
– მე არ მგონია, რომ რაიმე რეცეპტი არსებობდეს ამისათვის. უპირველეს ყოვლისა ამისათვის საჭიროა შრომა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გამართლება და ამავდროულად გარკვეული უნარებიც. ამ ყველაფრის სინთეზი განაპირობებს წარმატებას. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შეუძლია ამ ყველაფრის მიღწევა, უბრალოდ რიგ შემთხვევაში სიზარმაცე ღუპავს მათ.
როგორ გახდით ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და რამდენად საპასუხსმგებლოა ეს თქვენთვის?
– მე ეს ყველაფერი შემომთავაზეს იმის გამო, რომ დავაფუძნე ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge და 6 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი მას. lib.ge გახდა, ქვეყანაში ალბათ ყველაზე პოპულარული რესურსი ლიტერატურული თვალსაზრისით და მას ქონდა ძალიან ბევრი ნიშანი, რაც ამსგავსებდა ეროვნულ ბიბლიოთეკას. თანამედროვე, განვითარებული ბიბლიოთეკების უმეტესი ნაწილი არის ციფრულ ტექნოლოგებზე ორიენტირებული და მეც წორედ ამის გამო შემომთავაზეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობა. ცხადია ეს არის დიდი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, ბევრი სირთულით და ასევე ბევრი წარმატებით, სწორედ იმ ადამიანებთან ერთად ვინც დღეს ბიბლიოთეკაში მუშაობს.
ახლახან ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნა „ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა“, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანაში ღვინიის კულტურა არაერთი საუკუნეა რაც არსებობს, პირველი შემთხვევა, როდესაც მოხერხდა მსგავსი რაღაცის გაკეთება… როდის გაგიჩნდათ ეს იდეა და როგორ მოახერხეთ მისი ხორცშესხმა?
– ეს გახლდათ „ღვინის კლუბის“ და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი იდეა და სწორედ ამ ორი ორგანიზაციის ერთობლივი პროექტია „ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა“. შესაბამისად, ერთობლივი ძალებით, რესურსებით, სანაცნობო წრით ვცდილობთ გავავრცელოთ ეს სიახლე. გვინდა, რომ ეს კუთხე გახდეს ძალიან აქტიური. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენი რესურსის მეშვეობითაც გვექნება საშუალება, ხმა მივაწვდინოთ მკითხველს. მოვიდნენ და ნახონ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ჩვენ გვაქვს ცალკე ელექტრონული ბაზები, ცალკე უცხოეთიდან გამოწერილი წიგნები. ასევე სრული ქართული ფონდი ამპელოგრაფიის შესახებ და იმ მეცნიერებების შესახებ, რომლიც უკავშირდება ზოგადად ვაზსა და ღვინოს. აქ იგულსხმება, როგორც ვთქვათ წიგნები ჰავის შესახებ, ასევე ნიადაგმცოდნეობის შესახებ და ა.შ.
„ციფრული ფოტო მატიანე“ ეროვნული ბიბლიოთეკის და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით აღმოაჩინოს, გააციფროს და გადაარჩინოს ოჯახებსა თუ დაწესებულებებში შენახული, საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი ფოტო მასალები. როგორ მიმდინარობს ამ პროექტზე მუშაობა და თუ გაწვდიან ფოტო მასალებს?
– ვფიქორობ, რომ ეს არის ეროვნული ბიბლიოთეკის ბოლო პერიოდის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან პოპულარულია მოსახლეობაში. დღეში სულ მცირე 10 ადამიანი გვიკავშირდება საკუთარი ოჯახის ფოტოებით, რომ გავაციფროთ ისინი და შემოვუნახოთ ჩვენი ერის მეხსიერებას. ეს გახლავთ, როგორც თქვენ აღნიშნეთ ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი, რომელიც გარდა ამ ადამიანების დაკავშირებისა გულისხმობს იმასაც, რომ ჩვენ თავად დავდივართ რეგიონ–რეგიონ, კარდაკარ, ვუკავშირდებით ადამიანებს და ვცდილობთ, რომ ოჯახებში მოვიძიოთ ფოტოები. ეს არ არის მარტივი, მაგრამ დიდი წარმატებით მიმდინარეობს.
თქვენ მუშაობდით ციხეში და პატიმრებს ასწავლიდით ლიტერატურას… ეს თქვენი ინიციატივა იყო? შეგიძლიათ გაიხსენოთ მათთან ურთიერთობა?
– ეს არ იყო ჩემი ინიციატივა, ვაკანსია იყო გამოცხადებული ევროკავშირის პროექტზე, რომელიც გულისხმობდა ციხეებში სხვადსხვა აქტივობას. მათ შორის, იმას, რომ მათ ჩატარებოდათ გარკვეული გაკვეთილები, დამატებითი მეცადინეობების სახით. ეს ლაბათ იყო ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი, მივიღე სრულიად უნიკალური გამოცდილება სრულიად უნიკალურ ადამიანებთან. დღემდე ამ ინერციით მე ყოველთვის ვცდილობ, რომ თუ კი არის შესაძლებლობა მაქსიმალურად დავეხმარო ციხის ბიბლიოთეკებს. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს პროექტი, რომლითაც ყველა ციხის ბიბლიოთეკაში შეგვაქვს 500–ზე მეტი წიგნი, ასევე შეგვაქვს კოპმპიუტერები და ხშირ შემთხვევაში ვცდილობთ, იქვე რაიმე სახის ღონისძიებები ვაწარმოოთ. ასევე ვცდილობთ თუ იქ ვინმე შემოქმედია დავეხმაროთ მას. მაგალითად თებერვლის თვეში, ციხეში მყოფი მხატვრის გამოფენა მოეწყობა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
თქვენ ერთ–ერთ გადაცემაში აღნიშნეთ, რომ თქვენი ბაბუის ოცნება იყო საკუთარი წიგნის გამოშვება, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა. ამან იქონია თუ არა ზეგავლენა თქვენზე? ეს არის ერთ–ერთი მიზეზი იმისა რატომაც გამოუშვით წიგნები?
– რა თქმა უნდა, სხვა რაღაცებთან ერთად ამანაც იქონია გავლენა ჩემზე. ადამიანები დამკვირვებლები ვართ და მათ შორის ყველაზე ადვილად ვაკვირდებით იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ტრიალებენ. ჩვენ ვსწავლობთ მათ მარცხებსა თუ წარმატებებზე და ამავდროულად განვიცდით ამ ყველაფერს.. ბუნებივია ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ–ერთი მოტივაცია იყო.
თქვენ ახლახანს აიღეთ „წინანდლის პრემია“ პოეზიაში წიგინასთვის „პოეზია 2008–2013“, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თქვენთვის და სინტერესოა ელოდით თუ არა, რომ მაშინ როდესაც მთელი საქართველო „გურულ–დღიურებზე“ საუბრობს თქვენ ჯილდოს პოეზიაში აიღებდით?
– რაც შეეხება ამ პრემიას და პოეზიას, ჩემთვის იმდენად არ ყოფილა გასაკვირი, რამდენადაც ხალხისათვის. ყველას სხვა მოლოდინი ქონდა და ის, რომ მე ლექსებს ვწერ მგონი საზოგადოების ნაწილს საერთოდ დაავიწყდა. მე მყავდა ძალიან კარგი კონკურენტები და თვითონ პრემია ძალიან კარგი და მისასალმებელია. ვფოქრობ, რომ სწორედ ამგვარი სტიმულირება, არის განმაპირობებელი დღევანდელი ლიტერატურული პროცესისა.
„გურული–დღიურები“ წლის საუკეთესო ეროვნული ბესტსელერი, წიგნი, რომელმაც ყველას აღფრთოვანება დაიმსახურა, წიგნი რომელზეც როგორც ამბობენ ერთი ამოსუნთქვით იკითხება–ეს „გურული დღიურბის“ ერთი მხარეა…მეორე კი გურია და ის ამბებია რაც აღწერილი გაქვთ ამ წიგნში. მოგვიყევით რატომ გადაწყვიტეთ ამ წიგნის დაწერა და როგორ მიდოდა მუშაობის პროცესი?
– მთელი ერთი წელი დაჭირდა ამ წიგნის დაწერასა და გამოშვებას. პირველ რიგში ეს გახლდათ საკუთარ ბავშვობასთან და მოგონებებთან დაბრუნება, მათი ამოტივტივება, ამოფხეკა და გამართვა. მე ახლა მეორე ნაწილზეც ვმუშაობ, რომელიც მგონია, რომ უფრო უკეთესი უნდა იყოს. რაც შეეხება გარე ამბებს, მე შაბათ–კვირას მივდიოდი გურიაში, ვხვდებოდი ადამიანებს, ვიძიებდი მასალებს, და ა.შ. მგონია, რომ საბოლოო ჯამში მოვახრეხე ის, რომ დანაკლისი, რომელიც მე მქონდა ბავშვობაში დაკვირვების თვალსაზრისოთ, გარკვეულწილად ავინაზღაურე და რაც მთავარია გავუზიარე სხვა ადამიანებს. ეს წიგნი არის გაზიარების წიგნი საკუთარი გამოცდილებისა, რომელიც ხშირ შემთხვეაში სხვის ემოციებს ემთხვევა. ალბათ სწორედ ეს არის ამ წიგნის პოპულარობის საიდუმლო.
თავად თქვენ რა იგრძენით, როდესაც წიგნის წერა დაასრულეთ და გადაიკითხეთ?აღმოაჩინეთ ამ წიგნში ისეთი, გურია, რომლის წარმოჩენაც გსურდათ?
– სწორედ ამას ვამბობდი, რომ ეს იყო ჩემი ერთგვარი დაბრუნება ბავშვობაში და წარსულისათვის კიდევ ერთხელ შეხედვა, უკვე სხვა თვალით.
„მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა გურულები და დანარჩენი“…თავად გურულებმა რა გითხრეს? როგორ ვიცი ამ წიგნში რეალური ისტორიებია აღწერილი…
– ბუნებრივია ეს არის ხუმრობით ნათქვამი ფრაზა, ადამიანები ვართ ადამიანები მიუხედად ჩვენი წარმოშობისა. მე მგონია, რომ გურულებისათვის ეს იყო კარგი ამბავი. ამ წიგნის პოლულარობამ ეს მხარე, რომელიც რაღაც მხრივ მივიწყებული იყო, აქტუალური გახადა დროებით მაინც. შესამაბისად გურულებს ეს უნდა ახარებდეს.
როგორ ფიქრობთ რა არის მთავარი იმისათვის, რომ ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს? რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც ცდილობენ ცხოვრებაში საკუთარი ადგილი იპოვნონ?
– მთავარი არის შრომა. ბუნებრივია, ამას თან ერთვის გარკვეული ნიჭის არსებობაც, სხვადასხვა მიმართულებით. ყველა მიმართულებით შეიძლება რაღაც ნიჭი აღმოაჩინოს ადამიანმა საკუთარ თავში. მას შეუძლია იქ განვითარდეს, სადაც ყველაზე უკეთ იგრძნობს თავს. მე ვურჩევდი ახლაგაზრდებს, რომ არცერთ შემთხვევაში არ დაიზარონ გააკეთონ მთავარი ინვესტიცია თავიანთ ცხოვრებაში – ეს არის განათლება, რადგან სწორედ ეს განაპირობებს მათ მომავალს.
ვინ არის თქვენი საყვარელი მწერალი, როგორც ქართველი ასევე უცხოელი და რატომ? თუ იქონიეს მათ გარკვეული ზეგავლენა თქვენს შემოქმედებაზე??
– მე ხაზგასმით ვიტყოდი, რომ საქართველოში მყავს ძალიან ბევრი გამორჩეული ავტორი, მაგრამ ორი ძალიან გამორჩეული, ესენი გახლავთ: შოთა რუსთაველი და ვაჟა–ფშაველა. რაც შეეხება უცხოეთს ესენია: უილიამ ფოლკნერი, ჰერმარ მელვიელი და მარკ ტვენი. სხვათაშორის როგორც ხედავთ, პოეტები აღმოჩნდნენ ქართულ რიალობაში და უცხოელები პროზაში. თუმცა ასევე მაქვს ძალიან დიდი სიყვარული უცხოური პოეზიისა, მათ შორის განსაკუთრებით აღმოსავლური პოეზია. რამდენიმე მნიშვნელოვან ქართველ პროზაიკოსსაც ვაფასებ.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში?
– ჩემი სამომავლო გეგმები უშუალოდ ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით არის ის, რომ რაც შეიძლება მალე მოვრჩეთ ყველა კორპუსის ჯერ გამაგრებას და შემდეგ გარემონტებას. მსურს, რომ საბოლოო ჯამში საჯარო ბიბლიოთეკა, მართლაც იქცეს ევროპული ტიპის დაწესებულებად. რაც შეეხება საქმიან ნაწილს, ამ შემთხვეაში მე მინდა, რომ პროზაში უფრო აქტიურად მოვსინჯო ძალები. ახლა ვწერ წიგნს ფეხბურთზე, ასევე ვმუშაობ „გურული –დღიურების“ მეორე ნაწილზე და ცხადია არც პოეზიას არ დავანებებ თავს. ძალიან მინდა, რომ ვისწავლო კინო და ასევე თუკი როდესმე მომეცემა საშუალება გავხდე ფეხბურთის მწვრთნელიც.
„მე კი სოფელში საქანელაზე ვიჯექი. სიკორწიალაზე. მეზობელთან. შემოვიდა ერთი გოგო, სხვა ოჯახში სტუმრად ჩამოსული. შავი თმებით და დამცინავი თვალებით. ნორა ბებიამ გთხოვათ, ერთი ბანკა შაქარიო, კოფისთვისო. ერთი კვირითო. სანამ ავთონა ქალაქში წავა. მე კიდევ საქანელას ავუჩქარე. გული კინაღამ გამისკდა ისე იყურებოდა ეს გოგო. მეგონა მე მიყურებდა და მინდოდა ერთ ქილა კი არა, ტომარა შაქარი მქონოდა, შაქრის ქარხანა მქონოდა. შებრუნდა და ეს შავი თმები ისე გაიქნია, ნიშნისმოგებით – მერე სადაც ვინმეს შავთმიანს ვხედავი, ყველა ის მეგონა და რომ მეგონა, რაც მომდიოდა, იცით სიყვარულში გამოცდილმა ხალხმა. და მაშინ დავწერე პირველი ლექსი. გაბრაზებულზე. პოემა. ვაჟას სტილში. ოღონდ ამბები ხდებოდა შაქრის პლანტაციებში და მე ვკლავდი შაქრის პლანტატორს და მონებს ვატანდი სავსე ტომრებს ამ გოგოსთან, რომელიც ცხოვრობდა შორეულ ადგილას, სახელად ელემანდრაში. მაღალი საქმეა სიყვარული” – “ნაწყვეტი „გურული–დღიურებიდან“
21.01.15
ანო მუქათარიძე