როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, უფროსი მედდის ხელფასი 100 ლარით, უმცროსი მედდის ხელფასი კი 125 ლარით იზრდება.
“როგორც კი დედაქალაქის მმართველობაში მოვედით, მივიღეთ გადაწყვეტილება და სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროს და უმცროს ექიმებს, ასევე მძღოლებს შრომის ანაზღაურება გავუზარდეთ. მაშინ მედდებს დავპირდით, რომ იანვრიდან მათაც გაეზრდებოდათ შრომის ანაზღაურება. დღეს ვასრულებთ ამ დანაპირებს და მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, უფროსი მედდის შრომის ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებული გვაქვს 100 ლარით და შეადგენს 850 ლარს, ხოლო უმცროსი მედდის შრომის ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებულია 125 ლარით და შეადგენს 750 ლარს. მინდა, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩვენ სისტემაში მუშაობს და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, 24–საათიან სამუშაო რეჟიმშია, ვუთხრა, რომ თბილისის მერია ყოველთვის იზრუნებს მათზე და მათთვის შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს”, – განაცხადა თბილისის მერმა.
28.01.15