შემდეგი 10 თვის განმავლობაში, 16 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება ირანის  გაზის ახალი საბადოს ”სამხრეთ პარსის” განვითარებისთვის,  – ამის შესახებ განაცხადა ტელეკანალი Press TV-ში ნავთობისა და გაზის კომპანიის ”პარსის” გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ რეზა ზახირიმ.

მისივე განმარტებით, ამ ინვესტიციის ლომის წილი, შიდა წყაროებიდან მოდის.

წინა კვირას ირანის ნაციონალური ნავთობკომპანიის (NIOC) მმართველმა ახმად გალებანიმ განაცხადა, რომ გაზის მოპოვება ქვეყანაში გაიზრდება 100 მილიონი კუბამეტრით დღეში ათი თვის განმავლობაში.

ირანი რომელიც, რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა მსოფლიოში, ბუნებრივი გაზის მარაგის რაოდენობით, არ იშურებს არანაირ ძალისხმევას გარე და შიდა ინვესტიციების მოსაზიდად.

საბადო ”სამხრეთ პარსი” სპარსეთის ყურეშია, ეს ყველაზე დიდი საბადოა მსოფლიოში და იგი ეკუთვნის ირანსა და ყატარს, ექსპერტული შეფასებით ”სამხრეთ პარსის” გაზის მარაგი 215 მილიარდი ბარელი ნავთობის ექვივალენტურია.

საბადო დაყოფილია 29 ფაზად და შეიცავს დაახლოებით 14 ტრილიონ კუბამეტრ გაზს, ეს სადღაც მსოფლიო მარაგის 8% შეადგენს.

20.05.13

Please follow and like us: