„მიეცი ნიჭსა გზა ფართო“ დიდი ხნის წინ უთქვამს გრიგოლ ორბელიანს, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენ ეს დღემდე ვერ გავიგეთ. ჩვენთან ნიჭიერი ადამიანებისთვის უმეტეს შემთხვევში ფართო გზა კი არა, ვიწრო ბილიკიც არ არსებობს. საქართველოში უამრავი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ სამწუხაროდ მათ არ ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზების საშუალება. გვყავს ადამიანიბი უსაზღვრო შესაძლებლობებით, თუმცა შემოსაზღვრული უამრავი წინააღმდეგობით. შემდეგ გული გვწყდება, როდესაც ასეთი ადამიანები ტოვებენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, თუმცა აქ გასაკვირი არაფერია.  ისინი ამით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ წარმატებისაკენ, სწავლობენ და იზრდებიან პროფესიონალურად, ანვითარებენ საკუთარ შესაძლებლობებს და იწყებენ ოცნებების ასრულებას. ასეთ ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში არასოდეს ავიწყდებათ საკუთარი სამშობლო, პირიქით ცდილობენ სახელი გაუთქვან მას საკუთარი წარმატებით.  წარმოიდგინეთ რამხელა სიხარულს გვანიჭებენ ეს ადამიანები, მიუხედავად იმისა ვიცნობთ თუ არა მათ. მათი წარმატების შესახებ, როდეცას ვიგებთ სითბოთი ვივსებით, გვიხარია და ვამაყობთ, რომ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. სწორედ ამ სიყვარულით ვერთიანდებით ჩვენ, ქართველები. ყველაფერი მარტივი გენიალურიაო ამბობენ ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ სიმარტივის უკან იმალება გენიალურობა, ამიტომ ყველაფს ჩაღრმავება და უკეთ გაანალიზება სჭირდება. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად საფრანგეთში მოღვაწე ქართველ ოპერის მომღერალ – დავით სუმბაძეს ესაუბრა. ის ახლახან წარმატებით გამოვიდა საფრანგეთში ბორდოს საოპერო საერთაშორისო კონკურსზე. ჩვენ დავინტერესდით თუ რა გზა განვლო მან და როგორც აღმოჩნდა მისი ცხოვრება საკმაოდ საინტერესოა.

1186831_10200559031730437_1347781015_n

გაგვაცანით თქვენი ბიოგრაფია? გაიხნენეთ როდის მოხდა თქვენი პირველი შეხება მუსიკასთან და როგორ გადადგით თქვენს საქმიანობაში პირველი ნაბიჯები?– მოგესალმებით, მივესალმები საყვარელ უწმინდესსა და  ძვირფას საზოგადოებას.

– ჩემი პირველი ნაბიჯები დაიწყო ჩემი სკოლის სცენაზე, სადაც 9 წლის ასაკში  პირველად ვითამაშე ერეკლე მეფის როლი. შემდეგ იყო მოსაბეზრებელი საფორტეპიანო გაკვეთილები თინა მასწავლებელთან, შემდეგ საბავშვო ანსამბლი თელა – ნუგზარ ცაძიკიძის და ლეილა ლეგაშვილის ხელმძღვანელობით. აქ შეხება მქონდა არაჩვეულებრივ დასსთან, რომელთან ერთადაც მივაღწიე არაერთ წარმატებას. ჩვენ გავცდით არა მხოლოდ თელავს, არამედ კახეთსაც და მთელი საქართველო დავიპყარით გასტროლებით. მერვე კლასიდან იძულებული გავხდი გადავსულიყავი ღამის სკოლაში, რაც განაპირობა გარდატეხის ასაკში  ჩემმა გაზარმაცებამ. ამის შემდეგ ჩავაბარე საერთაშორისო ეკონომიურ ფაკულტეტზე,  მაგრამ ჩემგან არ დადგა კარგი სტუდენტი ამ დარგში. სულ მალე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო და უნდა მომეძებნა სხვა გზა, სადაც მეტად შევძლებდი საკუთარი თავის რეალიზებას.  საბედნიეროდ მალე მივხვდი, რომ ეს იყო თელავის საკმაოდ ცნობილი ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი,  უდიდესი და ულამაზესი წარსულითა და ისტორიით. აქვე მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი გამზრდელი დედის მერი ლაზარიაშვილის მიმართ, რომელმაც დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ იკისრა ჩვენი დედობა. ის დღემდე ღირსეულად გვიდგას გვერდით, მისი დიდი დამსახურებაა, რომ მე საბოლოოდ დავადექი ამ საოცრად რთულ და ტკბილ გზაას. ძალიან მალე მივხვდი, რომ ჩემი დაოსტატებისთვის მჭირდებოდა ბევრად უფრო დიდი მუსიკალური სივრცე, ვიდრე იყო თელავის მუსიკალური სასწავლებელი.  გადავწყვიტე ცარიელი ხელებით და ყოველგვარი დახმარების გარეშე, ღვთის მადლით  წავსულიყავი თბილიში სწავლის გასაგრძელებლად. მოხდა სასწაული, არის ერთი პიროვნება, ძალიან დიდი ქართველი ირაკლი გრძელივანიშვილი, ამჟამად ჩემი კარგი მეგობარი. სწორედ მან იკისრა ჩემი დახმარება და ორი წელი მიხდიდა ბინის ქირას  თბილისში, რათა მე გადამედგა საწყისი ნაბიჯები დიდი კარიერისაკენ.

61576_1427518820144_3426422_n

გაიხსენეთ თქვენი დებიუტი ოპერისა და ბალეტის თეატრში, რა შეგრძნება დაგეუფლათ წარმოდგენის შემდეგ და როგორ მოხვდით ამ სცენაზე?

– კონსერვატორიის დამთავრებისთანავე მივედი ოპერის თეატრში და განვაცხადე, რომ მინდოდა სოლისტობა. მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილმა მომისმინა და მითხრა, რომ  მომცემდა შანსს მემღერა მალხაზის საკმაოდ რთული და ლამაზი მთავარი პარტია. შეგრძნება იყო განუმეორებელი, არ შემიძლია არ გამოვხატო ის შთაბეჭდილება, რაც ორკესტრთან  და გუნდთან მუშაობამ გამოიწვია ჩემში. შემიძლია გითხრათმ, რომ სიხარულისგან სცენაზე ხელმეორედ დავიბადე.  სხვათაშორის უწმინდესმა თქვა ჩემი დებიუტის შემდეგ, რომ დღეს დაიბადა მომავალი დიდი ქართველი ტენორიო. ეს ჩემთვის იყო  ძალიან დიდი საჩუქარი მისი უწმინდესობისგან.

როგორც ვიცი თქვენ ამ დროს ცხოვრობდით საპატრიარქოში, გაიხსენეთ ეს დრო და ის ადამიანები ვინც წარმატების მიღწევაში დაგეხმარათ?

 პირველყოვლისა მადლობა უნდა გადავუხადო ირაკლი გრძელივანიშვილს თანადგომისთვის, ის რომ არ ყოფილიყო მე საპატრიარქოში ვერ მოვხვდებოდი.  შემდეგ სამების გუნდის ხელმძღვანელებს გიორგი დონაძეს და სვიმონ ჯანგულაშვილს. სწორედ მათ  წარმადგინეს უწმინდესთან, ახლა ვერ ვიხსენებ მაშინ  რა ვიმღერე, მაგრამ  უწმინდესმა თქვაა, რომ მე მქონდა დიდი მომავალი და აღმითქვა ყოველმხრივი  დახმარება.  ამის შემდეგ ჩემი ცხოვრების სურათი რადიკალურად შეიცვალა და გავხდი იმის ღირსი რომ მეცხოვრა საპატრიარქო რეზიდენციაში, მევახშმა ძალიან ხშირად თვით უწმინდესთან, მემღერა იქ მოსული სტუმრებისთვის და გამეხარებინა უწმინდესი. მას ძალიან უყვარს ფედერიკოს არია იგივე ფედერიკოს გოდება ოპერიდან ,,ARLESIANA“  და სულ მთხოვდა მემღერა.  შემდეგ დაემატა კალაფის მეორე არია ოპერიდან ,,პრინცესა ტურანდოტი“ არავინ დაიძინოს იგივე  ,,NESSUN DORMA’’.  მინდა გავიხსენო ჩემი საპატრიარქოს დედები, საპატრიარქოს რადიო  ქალბატონი დარეჯან შენგელია და ჩემი ყოფილი თანამშრომლები დიდი მადლიერებით.  ცხადია ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი, რომელმაც გამიწია ასევე ძალიან დიდი თანადგომა იქ ყოფნის პერიოდში.

483641_4056165534669_490627779_nთქვენ ევროპული სკოლა არ  გაგივლიათ და მღერით ქართული საოპერო სკოლის ტრადიციებით, გაიხსენეთ პედაგოგები რომელთანაც შეხება გქონდათ და რომელთა ხელშიც ჩამოყალიბდით პროფესიონალად?

– მოგეხსენებათ დავიწყე თელავის მუსიკალური სასწავლებლიდან  იზა ცერცვაძის ხელმძღვანელობით, სადაც დავყავი ორი წელი. შემდეგ  თბილისის მესამე მუსიკალური სასწავლებელი – მანანა ხაჯალია და ბიჭიკო ხურციძე, ასევე ავთანდილ რევიშვილი, რომელიც  მამეცადინებდა დიდი მონდომებით. ამის  შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მანანა ხაჯალიას და დიდ მაესტროს ნოდარ ანდღულაძეს, რომლებმაც მამეცადინეს მთელი წლის განმავლობაში.

კონსერვატორიაში უკვე მიმავლინა მაესტრო ანდღულაძემ ანზორ შომახიასთან და მითხრა, რომ მისთვის დამეჯერებინა, რადგან ის ძალიან ჭკვიანი პედაგოგი იყო,  ასე გავხდი კონსერვატორიის სტუდენტი.  რისი შედეგიც  იყო პირველი ალფრედის პარტია ვერდის ოპერა ტრავიატაში და შემდეგ ოპერის დებიუტი. ამის შემდეგ გადამზადება გავიარე არაჩვეულებრივ მაესტრო ლელიკო ჯაფარიძესთან და ნატალია ჭანტურიშვილთან ერთად, რომლებმაც გაწიეს უდიდესი შრომა ჩემთვის. მათთან მოხდა ჩემი მომზადება მონსერატ კაბალიეს კონკურსისათვის,  რის შემდეგაც შედგა ჩემი პირველი კონცერტი ევროპაში, კერძოდ სარაგოსას უდიდეს მოცარტის აუდიტორიუმში. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი კლასიკური საკონცერტო დარბაზი ევროპაში. შემდეგ შეხება მქონდა უდიდეს ტენორთან, დიდ მაესტროსთან  ალექსანდრე ხომერიკთან. მან თავისი უძლიერესი ხმით,  გამოცდილებით  ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს საბოლოო ჩამოყალიბებაში. მან  მასწავლა კიდევ უფრო მეტი ტექნიკა და ჩამომიყალიბა გემოვნება,  რაც ჭირდება ტენორს.

აქვე მინდა მოვეფერო  დიდებულ ადამიანს, ძალიან მაგარ პედაგოგ გოჩა ბეჟუაშვილს, რომელთანაც გავაკეთე ტურანდოტის და ტრუბადურის პარტიები.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო  პაატა ბურჭულაძეს, ლიუდმილა ივანოვას, გურამ ახალაიას და ფონდ ,,იავნანას’’,  რომლებმაც  დაუფასებელი შრომა გასწიეს, რომ ოდესის საოპერო თეატრში გამევლო სტაჟირება.

180092_1611359176038_2584699_n

რატომ და როდის წახვედით საზღვარგარეთ და რამდენად იოლია უცხოეთში თავის დამკვიდრება საკუთარი შემოქმედებით?

– საფრანგეთში წამოვედი 2012 წლის მიწურულს ოჯახთან ერთად, რაც განაპირობა ჩემმა პრობლემებმა ძალიან ბევრი კუთხით. მე  საკმაოდ ძლიერი და მიზანდასახული პიროვნება ვარ.  გადავწყვიტე უკან არ დამეხია და კიდევ უფრო მეტად გამეკვალა ჩემი საოპერო კარიერისკენ მიმავალი გზები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ფინანსური მხარდაჭერისათვის არაჩვეულებრივ ქალბატონებს მანანა შარაშიძეს, ჯულია ხოფერიას და ჩემ დიდ მეგობარს  თელავიდან დავით დემინაშვილს, (იგივე ლეკს), რომლებმაც იკისრეს ჩემი საფრანგეთში წამოსვლის ხარჯები, რაც ძალიან დიდი თანადგომა იყო ჩემთვის… ასევე საფრანგეთის კონსულს ჰენრი დენისს, მის ოჯახს და საკონსულოს ყველა თანამშრომელს.

რაც შეეხება თავის დამკვიდრებას, შეიძლება ითქვას, რომ აქ ყველაფერი დავიწყე ნულიდან. თავის დამკვიდრება საკმაოდ რთულია, თუმცა ამას უფრო და უფრო მეტი შემართება მოაქვს ჩემი მომავალი წარმატებისათვის.

თქვენ ახლახან გახდით საფრანგეთში ბორდოს საოპერო საერთაშორისო კონკურსის ლაურიატი და ფინალისტი, პირველ რიგში გილოცავთ ამ წარმატებას. მაინტერესებს როგორ მოგხვდით ამ კონკურსზე და რამდენად რთული გზის გავლა მოგიწიათ?

 – გავაგზავნე ჩემი ჩანაწერები რითიც შემარჩიეს, შემდეგ გავიარე შესარჩევი პირველი  ტური, ნახევარფინალი და გავედი ფინალში რითიც გავხდი ლაურიატი.

68456_1450817282591_4080460_n

გვიამბეთ ამ კონკურსის შესახებ, რას ნიშნავს ეს წარმატება თქვენთვის, რამდენად დაგეხმარებათ ის თქვენს მომავალ კარიერიერულ წინსვლაში?

– მოგეხსენებათ ყოველი ახალი წარმატება მომღერლისთვის არის, კიდევ ერთი  წინ გადადგმული ნაბიჯი დიდი კარიერისკენ. ეს გაძლევს მეტ შემართებას, მეტ ძალას უკეთ  აკეთო შენი საყვარელი საქმე. ჩემს პროფესიაში ან წინ უნდა იარო ან გაჩერდე ერთ ადგილას და დაბრუნდე წარსულში.

71777_1461236823073_2023052_n

თქვენ საოპერო ხელოვნებასთან შეხება გქონდათ საქართველოში და შეხება გაქვთ ახლა უცხოეთშიც, რამდენად განსხვავდება საოპერო ხელოვნების დონე ჩვენსა და სხვა ქვეყნებს შორის?   ხედავთ თუ არა რაიმე სახის პრობლემებს ამ სფეროში?

შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ქართული საოპერო სკოლა, ჩვენი საოპერო თეატრი და ჩვენი თეატრის ტრადიციები დიდად არ განსხვავდება არცერთი დიდი თეატრის ტრადიციებისგან. არც ჩვენი სოლისტები, რომლებიც საკმაოდ დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან ყოველთვის,  მინდა მოვეფერო მათ. ცხადია პრობლემები არსებობს და საკმაოდ სერიოზულიც,  განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით. რამდენიც გნებავთ იმდენია გაჭირვებული ახალგაზრდა მომღერლები არიან,  რომლებსაც იმისი თანხებიც კი არ გააჩნიათ, რომ დედაქალაქში ჩავიდნენ და ისწავლონ კონსერვატორიაში. არ არსებობს სტუდ ქალაქი რაც დაეხმარებოდა ძალიან ბევრს ნიჭიერ ახალგაზრდას მომავლის შექმნაში. აღარაფერს ვამბობ კონკურსებზე ან რაიმე სააგენტოს თუ თეატრის მოსმენისთვის წასასვლელ ხარჯებზე ევროპაში.  საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ეს ყველაფერი, კერძოდ როგორი „კეთილი და ყურადღებიანი ბიზნესმენები გვყვავს“,  ხშირ შემთხვევაში, რაც ძალიან სამწუხაროა. საოპერო ხელოვნება ერთ-ერთი ის სფეროა, რომლის საშუალებითაც საქართველოს სახელი გადის მის ფარგლებს გარეთ. ვფიქრობ მეტი მეცენატი და ბიზნესმენი უნდა დაინტერესდეს ამ დარგით და უფრო მეტ ახალგაზრდა მომღერლებს მიეცეთ საშუალება მსოფლიო საოპერო კარიერის კეთებისა.

10377598_10203616716570647_8739829494560762635_n

თქვენი აზრით რა არის ის მთავარი თვისება, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს მომღერალს და საერთოდ რა თვისებებია საჭირო წარმატების მისაღწევად?

 – პირველი  უნდა გქონდეს ხმა, რაც მხოლოდ უფლებაა იმისთვის, რომ დაიწყოს საკუთარ თავზე მუშაობა. კარგად მახსოვს, როდესაც გადავწყვიტე დამეწყო რეპეტიციები თელავში, გადავაგდე სავსე სიგარეტის კოლოფი და ვთქვი, რომ მე აღარასოდეს აღარ მოვწევდი სიგარეტს. შევწყვიტე ასევე  დროსტარება და ქეიფი, რაც ქართველი კაცისთვის საკმაოდ დიდ მსხვერლპლია. ეს ნიშნავს  იმას, რომ საჭიროა ულევი ნებისყოფა, არანორმალური შრომა, რეჟიმი. არ შეიძლება ბევრი საუბარი, რაც ყველაზე უფრო მეტად საზიანოა მომღერლისათვის. კვებითი რეჟიმი და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამ, საკმაოდ რთული და აუტანელი პროფესიაა იქამდე, სანამ წარმატებას მიაღწევ.  დიდ სიამოვნებას იღებ მაშინ, როდესაც სპექტაკლის შემდეგ დგეხარ  სცენაზე და არ წყდება აპლოდისმენტები. წარმატების მისაღწევად საჭიროა ძალიან დიდი სიყვარული ამ პროფესიის მიმართ, ნებისყოფა და აუტანელი შრომა.

10858497_10203618313090559_6660581071303140766_n

თუ გაქვთ რაიმე საოცნებო პარტია, რომლის შესრულებასაც მომავალში აუცილებლად აპირებთ და თუ გაქვთ საოცნებო ოპერის სცენა რომელზეც გინდათ იმღეროთ?

– ცხადია არსებობს ასეთი საოპერო პარტია, ეს არის  გერმანის პარტია, ჩაიკოვსკის ოპერა პიკის ქალიდან.  მააქვს საოცნებო თეატრიც, მილანის ლა სკალა და მეტროპოლიტენ ოპერა ნიუ იორკში.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, რის გაკეთებას აპირებთ მომავალში?

– რა თქმა უნდა, გავაგრძელებ საკუთარ თავზე მუშაობას,  დავგეგმავ მეტ კასტინგებს უკეთესი კონტრაქტის და მეტი წარმატებების მოსაპოვებლად.  ამ ყველაფრით მეტად გავახარებ უწმინდეს მამას,  რომელმაც გამზარდა და შემიფარა როგორც საკუთარი შვილი. ამით ვანუგეშებ ჩემ მშობლებს, მეტად გავახარებ დედაჩემის სულს და გამოვადგები ჩემ საყვარელ სამშობლოს…

 ესაუბრა ანო მუქათარიძე

Please follow and like us: