ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების და სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები: ტარიელ მახარაძე, ნოდარ მამულაძე  და რამაზ დევაძე. ასევე, შპს „ლინდეკ ჯორჯიას“ წარმომადგენლები: მამუკა ნაცვლიშვილი, მალხაზ კოხრეიძე და თემურ გუნია დააკავეს.

სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმის მერიამ ველობილიკების მოსაწყობად  შპს „ ლინდეკ  ჯორჯიასთან“  941 515 ლარის ღირებულების სამი ხელშეკრულება გააფორმა.  შპს -მ  ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები   ნაწილობრივ შეასრულა და დოკუმენტებში ყალბი მონაცემების შეტანით  417 000 ლარი მიითვისა.

 

ბათუმის მერიის თანამშრომლებმა კი გამოიჩინეს სამსახურეობრივი გულგრილობა და მოახდინეს არასრულად  შესრულებულ სამუშაოთა მიღება ჩაბარება.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 – ე მუხლის მესამე ნაწილით და 342-ე მუხლის პირველით.

21.05.13

Please follow and like us: