vizaსაქართველოში ვიზების აღების ელექტრონული სისტემა დაინერგა. ელექტრონული ვიზის ახალი ვებ-სისტემის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზის აღების ახალი სისტემის მეშვეობით ქვეყანაში ტურისტული და საქმიანი მიზნით მომავალ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე მიიღონ ელექტრონული ვიზა. სავიზო განაცხადის შევსება ინტერნეტ კავშირის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება  მსოფლიოს  ნებისმიერი წერტილიდან. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ვიზის სერვისი აქტიურად გამოიყენება და დანერგილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, ავსტრალია, ვიეტნამი სინგაპური, მეზობელი აზერბაიჯანი, მეზობელი სომხეთი, ბაჰრეინის სამეფო, კამბოჯის სამეფო და ა.შ.

Please follow and like us: