საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტის გმირთა მოედანზე მივიდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო უნგრელ გმირთა ხსოვნას.