საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „TV8“-ის განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპეტქრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა.
კომისიის ინფორმაციით, შპს „TV8“-ს ტელემაუწყებლობის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, მობილური ჩართვების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპეტქრი სჭირდება. კომისიის გადაწყვეტილებით, აუქციონში მონაწილე პირების საბუთების მიღება 2015 წლის 27 თებერვლის 17:00 საათამდე იწარმოებს. სააუქციონო სხდომა 2015 წლის 12 მარტს 13:00 საათზე გაიმართება. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 5 932 ლარით განისაზღვრა, აუქციონზე ერთი ბიჯის ოდენობა 297 ლარი იქნება. გადაწყვეტილების ვრცელის ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გდაწყვეტილებების გვერდზე.