ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უმცირესობების წარმომადგენლები გეგმავენ 25 მაისს კიევში მოაწყონ გეი-პარადი გამოიწვია საზოგადოების, მათ შორის დეპუტატების, დიდი პროტესტი.

სოციოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ უკრაინის მოსახლეობა წინააღმდეგია ჰომოსექსუალური მომხრეების საჯაროდ გამოსვლისა და აღნიშნავენ, რომ უკრაინა არ არის მზად აღიაროს ასეთი ამორალური მოვლენა.

უკრაინის საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ უმაღლესი რადას წინ მოაწყო საპროტესტო გამოსვლები, სადაც აქციის მონაწილეები ითხოვდნენ,  რომ არ დართონ ნება უმცირესობას  ჩაატარონ გეი-პარადი და ასევე მიიღონ კანონპროექტი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ.

როგორც ვიცე-პრეზიდენტმა – ВСОО “Украина для жизни”  ელენა კოსტირკომ აღნიშნა რადიო თავისუფლებაში,  მათ მისწერეს ღია წერილი უკრაინის პრეზიდენტს და დეპუტატებს, შეაგროეს 11000 500 ხელმოწერა მთელი უკრაინის მასშტაბით.

„უკრაინის მოსახლეობა ვერ დაუჭერს მხარს, რათა ჩატარდეს გეი-პარადი და გამოაცხადეს მინიმუმ 15 რეგიონში საერთო უკმაყოფილოების აქცია ამ კანონპროექტის წინააღმდეგ“, – აცხადებს კოსტირკომა.

2013 წლის 14 მაისს უმაღლესმა რადამ  გადადო კანონპროექტის განხილვა რომლის მიღების შემთხვევაშიც სექსუალურ უმცირესობებს მიენიჭებათ შესაძლებლობა გამოიყენონ რეპრესიული ზომები იმათ მიმართ, ვინც მათ აკრიტიკებს.

14 მაისს საზოგადოების დიდმა ნაწილმა გადაკეტა მისასვლელი გზები უმაღლეს რადასთან იმ მოთხოვნით, რომ აღნიშნული კანონპროექტი შემდგომში  არ იყოს განხილული და არ მოხდეს ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზაცია.

22.05.13

მარინა ფიდუაშვილი

Please follow and like us: