დროის გაჩერება არ შეიძლებაო ამბობენ, მაგრამ ცდებიან. ჩვენ შეგვიძლია ერთი წამით დავიჭიროთ დრო და ის სამუდამოდ აღვბეჭდოთ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩვენ შეგვიძლია მას გამოსახულბაც მივცეთ.  დრო შეგვიძლია გამოვსახოთ ასოებით, სიტყვებით, კადრებით, ფერებით… გადავხედოთ ისტორიას და ამაში მარტივად დავრწმუნდებით. სწორედ ადამიანთა მონათხრობი, მათ მიერ დაწერილი, მათ მიერ ფირზე, ფოტოზე აღბეჭდილი რეალობა გვიყვება ისტორიას, ის იქ და იმ წამს ხდებოდა. ასე, რომ არსებობენ ყოვლისშემძლე  ადამიანები. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად ერთ–ერთ ასეთ ადამიანს, ფოტოგრაფ გოგა ჩანადირს ესაუბრა. როგორც თავად რესპოდენტი ამბობს მას ხეტიალი უყვარს და მასთან ერთად ჩვენც გვახეტიალებს სურათებით მოძრავ სამყაროში. ის ერთადერთი ქართველი ფოტოგრაფია, რომელსაც ჟურნალისტური მოღვაწეობისთვის მიღებული აქვს „ოქორს ფრთა.“ გოგა ჩანადირი, არა მხოლოდ საკუთარი საქმის  პროფესიონალი, არამედ, შემდგარი პიროვნებაცაა. მასთან ურთიერთობისას მიხვდები თუ როგორ უყვარს ადამიანები, რამდენად ფაქიზად აღიქვამს მოვლენებს, როგორ უყვარს სიცოცხლე და მზიანი ამინდი. სხვა საინტერესო ფაქტებს  მისი ცხოვრებისა და შემოქომედების შესახებ, ინტერვიუდან შეიტყობთ.

CHanadiri-Goga-Studiashi1

ოგვიყევით ცოტა რამ თქვენზე

– ვფიქრობ არაფრით გამოვირჩევი. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ისეთივე პრობლემები და სიხარული მაქვს გამოვლილი რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. მეც ჩვეულებრივად გადავიტანე უშუქობა, უგაზობა და ა.შ. თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე თავი ამერიდებინა სხვადასხვა ცდუნებებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება. არასოდეს არ გამისინჯავს ნარკოტიკი,  ასევე ძველ ბიჭობას და ქუჩაში დგომას გადავრჩი. პატარაობიდანვე ვფიქრობდი, რომ უნდა მესწავლა და მემუშავა,  მუდმივად მეცვალა დამოკიდებულება, დეპრესიაში არ ჩავვარდნილიყავი და საერთოდ ცხოვრება მესწავლა. გამიმართლა, რადგან  ყველა ეტაპზე მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც აფასებდნენ ჩემს მისწრაფებას, რომ ვყოფილიყავი ბუნებით მაძებარი, მოხეტიალე. ცხოვრებაში რაც უფრო მეტს ნახულობ უფრო მეტს ეცნობი, რაც უფრო მეტს ეცნობი უფრო მეტს იგებ და ბოლოს ეს ყველაფერი გიყვარდება კიდეც. მე ასე აღმოვაჩინე, რომ მიყვარდა გარემო, მიყვარდა საქართველო, მიყვარდა მთა, მიყვარდა ჩვენი ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობა, მიყვარდა ადამიანები, მიყვარდა ყველაფერი  ქართული.  ამას დაემატა ისიც, რომ 15 წლის წინ ფოტოგრაფიაში მოვხვდი „დილის გაზეთის“ რედაქტორის – მანანა კარტოზიას დამსხურებით. ამან კიდევ უფრო გამიძლიერა სურვილი, რომ ბევრი მემოგზაურა. ფოტოგრაფმა თუ არ იარა ვერაფერს გადაიღებს.  ჩემს ემოციებსა და მისწრაფებებს სრულად დაემთხვა ფოტოგრაფიული ინტერესი.

PRN_6673+

თქვენ დაამთავრეთ თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსიტუტის კინოსასცენარო ფაკულტეტი, რამ განაპირობა თქვენი არჩევანი და რატომ აღარ გაყევით ამ პროფესიას?

– პროფესიას აღარ გავყევი ამას ვერ ვიტყვი. მე ვწერ სცენარებს,  სხვა საკითხია, რომ კინოებს აღარ იღებენ ისეთი მასშტაბებით საქართველოში, როგორც  საბჭოთა კავშირის პერიოდში.   ჯერ არც მე გამომიჩენია ჩემი სცენარები, ნაწილი სცენარებისა თავში მიდუღს, ნაწილი სცენარებისა გადმოტანილი მაქვს ჩანახატების სახით.  მე მიყვარს ერთ წუთიანი ფილმები და ვფიქრობ, რომ მაინც აქეთკენ წავალ. საერთოდ დოკუმენტალისტიკა მიყვარს, არა მხოლოდ ფოტოგრაფიაში, კინემატოგრაფიაშიც.  სიმართლე გითხრათ წერა უფრო მიყვარს ვიდრე ფოტოგრაფია.  ვფიქრობ, რომ წერით უფრო მეტს ამბობ და უფრო მეტს აგებინებ ადამიანებს, ვიდრე ფოტოგრაფიით.  თუმცა ბევრი მეუბნება, რომ ჩემი სიყვარული საქართველოსადმი,  ჩემს ფოტოებშიც ჩანს.  არ ვთვლი, რომ მე არ გავყევი ჩემს საქმეს. ფოტოგრაფიაც, ისევე როგორც ფილმი ერთ–ერთი  საშუალებაა,  რომ გადმოსცე შენი სათქმელი.

DSC_8899

როგორც ვიცი თქვენ თავიდან უბრალოდ ჟურნალისტი იყავით, როგორ იქეცით ფოტორეპორტიორად?

– მე ვიყავი მწერალი – ჟურნალისტი და ვმუშაობდი ცხელ კრიმინალურ, ოპერატიულ თემებზე. შემდეგ მანანა კარტოზიამ „დილის გაზეთში“ მითხრა, რომ ფოტოები ბარემ,  ჩემი მასალისათვის გადამეღო. მომცა ციფრული აპარატი და მეც დავიწყე გადაღებები. მახსოვს, რომ 3 წლის განვმალობაში ფოტოაპარატს  ვმალავდი, რაღაცნაირად მეხამუშებოდა მისი დაჭერა.  „ვარდების რევოლუციის“ დროს უფრო მეტად გამიცნო ხალხმა, რადგან მაშინ ექსკლუზიური კადრები გადავიღე. გაჩნდა დაკვეთებიც და ამ დაკვეთებმა განაპირობა, რომ უფრო მეტი სიხშირით დავიწყე ფოტოების გადაღება. წერაში დღემდე არ იშოვება იმხელა ფული, რომ ამით შეძლო მოგზაურობა, უბრალოდ წერას თან რომანტიკა ახლავს  და მე ეს ძალიან მხიბლავს.  ფულს საქართველოში საერთოდ ძნელად შოულობენ.  მინდა, რომ მალე მოვიდეს ის დრო, როდესაც ყველა პროფესია ადეკვატურად დაფასდება. ყველაფერთან ერთად კი ალბათ ჩვენც უნდა გავანძრიოთ ხელი. არ უნდა დაველოდოთ „ვაშლი ხიდან როდის ჩამოვარდება“. ის თუ მიწაზე დავარდა დაიბეჟება და თუ არადა დამპალი ნაყოფი ჩამოვარდება  ძირს.  ჩვენ კი როგორმე ისეუნდა მოვახერხოთ, რომ ეს ვაშლი  ჩამოვარდნამდე  ჩამოვწყვიტოთ.

26

როდის გახდით უკვე დამოუკიდებელი  ფოტოგრაფი და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფოტოგრაფისთვის?

– 2003 წლიდან დღემდე  დამოუკიდებლად ვმუშაობ. ეს მნიშვნელოვანია ფოტოგრაფისთვის, რადგან  ის უფრო მეტად ხდება „დაგეშილი“ კადრზე,  ცდილობს  მეტი მოიძიოს, გადაიღოს და შესამაბისად მიიღოს ამ შრომის ანაზღაურება.  საქართველოში არც ერთი გამოცემა არ იხდის იმდენს ფოტოგრაფიაში, რომ ღირდეს ერთ ადგილას გაჩერება.  ხანდახან ვფიქრობ, რომ ხომ არ ჯობია გავჩერდე და ერთი 2 წელი მიმაგრებულად ვიმუშაო. შემდეგ ვხვდები არ მეგულება კაცი, ვინც იმხელა ხელფასს გადაიხდის, რომ მე მასთან  გავჩერდე. ზოგადადაც მირჩევნია ვიყო დამოუკიდებელი. თავად დავგეგმო ჩემი სამუშაო განრიგი და ჩემი ხელფასიც  კი.

DSC02217

თქვენი ფოტო გალერეა 5 000 000–მდე ფოტოს ითვლის, როგორ ფიქრობთ რითი გამოირჩევით სხვა ფოტოგრაფებისაგან?

– მე არ ვიცი რითი გამოვირჩევი სხვა ფოტოგრაფებისგან.  ერთი ის ვიცი, რომ არ მეზარება მუშაობა, გადაღება, მიყვარს ბევრი სიარული, რადგან მეტი და მეტი კადრი გადავიღო. მე ამ საქმეში ყოველთვის ვეძებ რომანტიზმს,  მიყვარს ეს საქმე და არ მბეზრდება. მიუხედავად იმისა გითხარით, რომ უფრო მეტად მიყვარს წერა. ძალიან მიჭირს იმის თქმა თუ, რითი განვსხვავდები სხვა ფოტოგრაფებისაგან. საქართველოში ძალიან ბევრი კარგი ფოტოგრაფია, რომელსაც აქეთ მე ვბაძავ და ვცდილობ მათსავით შრომისმოყვარე,  მიზანდასახული ვიყო  და მათსავით  საკუთარი ხელწერა მქონდეს.

angelozsi-tba-Saiti1 ალბათ ძნელია ამდენ ფოტოში საყვარელი ფოტო გამოარჩიო, მაგრამ მაინც რომელია თქვენი საყვარელი ფოტო და რატომ?

– ძალიან ბევრი საყვარელი ფოტო მაქვს,  რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. საქართველოში შედარებით პოპულარული გახდა ფოტო, რომელიც სვანეთში გადავიღე. ეს არის სურათი „ანგელოზის ტბა“   და მას  საქართველოს რუკის ფორმა აქვს. საერთოდ მე მიყვარს ფოტოები, რომელშიც ასახულია დინამიკა, მოძრაობა მოქმედება. მიყვარს ასევე ანარეკლების თემა, ძალიან ბევრი ანარეკლი მაქვს გადაღებული. ასევე გადაღებული მაქვს ძალიან ბევრი სერია. საყვარელი სერია კი არის „100 წელს გადაცილებული ადამიანების“ ფოტოები. 2014 წლიდან ვმუშაობ ამ პროექტზე და რამდენიმე უცხოურ ტელევიზიას უკვე ვუმასპინძლე, რომლებიცდაინტერესდნენ, დადიოდნენ საქართველოში და იღებდნენ 100 წელ გადაცილებულ ადამიანებს.

DSC04775_resize

რამდენად საინტერესო  იყო „100 წელს გადაცილებული ადამიანების“  პროექტზე მუშაობა და განსაკუთრებულ ყურადღებას რას აქცევდით მუშაობის პროცესში?

– ვცდილობდი რაც შეიძლება ახლოდან მეჩვენებინა 100 წელს გადაცილებული ადამიანის სახე და ხელები. ამით მინდოდა მნახველს შექმნოდა შთაბეჭდილება 100 წლის მერე თუ როგორი იქნება მისი კანი, ნაოჭები, გამომეტყველება, თვალები… მასთან ერთად ვიწერდი ამ ადამიანების ისტორიებს. ეს ისტორიები დაეხმარება მკვლევარებსაც, რომლებიც ხანდაზმული ადამიანების საკითხებს სწავლობენ. ასევე დაეხმარება ცნობისმოყვარე ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ  თუ როგორ უნდა იცხოვრო 100 წელი და კიდევ უფრო მეტი. ძირითადი მიზეზები კი არის ის, რომ ეს ადამიანები  მშვიდ გარემოში ცხოვობდნენ და ძალიან კარგი მეუღლეები ყავდათ, არ ეჭვიანობდნენ და არ იბოღმებოდნენ. ასევე ამას განაპირობებდა  სწორი კვება: რძის ნაწარმი, ხილი ბოსტნეული… ასევე ჰაერი, გარემო და ზომიერად მიღებული ღვინო და არაყი. მე თავად არ ვარ უზომოდ მსმელი, ყოველთვის ზომიერად ვსვავ, შეიძლება კვირაში სულ 2 ჭიქა ღვინო დავლიო. საერთოდ ზომიერება  მიყვარს ყველაფერში, ქართველები კი ხან ერთ უკიდურესობაში ვარდებით და ხან მეორეში. ძალიან სწრაფად გვინდა ავაშენოთ ოქროს კოშკები მაშინ, როდესაც ოქრო არ გვაქვს, დავანგრიოთ ყველაფერი ის, რისიშემცვლელიც ჯერ არ გვიპოვია და ა.შ.

DSC00452

რა გასწავლათ, რა უნარები გამოგიმუშავათ ფოტოგრაფობამ? როგორც ვიცი თქვენ  თვითნასწავლი ფოტოგრაფი ხართ?

– დიახ თვითნასწავლი ფოტოგრაფი ვარ. რაც შეეხება უნარებს, გამომიმუშავა დაკვირვების უნარი გარემოზე, ადამიანებზე, არქიტექტურაზე, ქალაქის განვითარებაზე… მე ძალიან ბევრ სერიაზე ვმუშაობ, შესამაბისად ამ სერიებმა განაპირობეს დაკვირვბის უნარის გამომუშავება. რომელ ქალაქში, რომელ ქვეყანაში როგორი ჩაცმულობა აქვთ, რა ფერის სამშენებლო მასალას იყენებენ და კიდევ სხვა მრავალ წვრილმანზე დაკვირვების უნარი. ფოტოგრფია, რომ არა ბევრ რაღაცას არ მივაქცევდი ყურადღებას. ფოტოგრაფია გემოვნებასაც გიცვლის და გიყალიბებს, სხვანაირად აქცევ ფერების შეხამებას ყურადღებას, თუნდაც ჩაცმულობაში, თუნდაც ინტერიერის გაფორმებაში… ზოგადად ქართველ ქალებს, რომ ვუყურებ მაინც გემოვნებიანები არიან. ჩემი დაკვირვებით ქართველ ქალებს აქვთ ესთეტიკის ბუნებრივად შეგრძნების უნარი. სოფელში გადაღებულ გლეხ ქალს ხანდახან ისე შეხამებულად აცვია ტანისამოსი, რომ ვოცდები ხოლმე საიდან აქვს მას ესთეტიკის ასეთი შეგრძნება.  თუ  სწორად შეგრძნებისა და აღქმის უნარი გაქვს, მაშინ ბევრ რაღაცას სწორად აკეთებ.

DSC04024

თქვენ წერთ ერთ-ერთ ჩანაწერში: “ბედნიერება ვიღაცის გულში ჩაკვრაა, ისე თითქოს, მთელი სამყარო გაქვს ჩახუტებული” – რა განიჭებთ ყველაზე დიდ ბედნიერებას და რამ შეიძლება შეგიქმნათ ყველაზე დიდი დისკომფორტი?

– ყველაზე დიდ დისკომფორტს მიქმნის, როდესაც ადამიანები სხვებზე არ ფიქორბენ.  ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან: ეკლესიაში, როდესაც მიდიან ადამიანები სანთლის ანთებას იწყებენ განაპირა მხიდან, როდესაც შეუძლიათ შიგნიდან დაიწყონ ანთება. ყველამ თუ განაპირას დაანთო სანთელი, მოდევნო ვეღარ ჩაყოფს  ხელს შიგნით,  რადგან ხელი დაეწვება. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ადამიანებს სწამთ ღმერთი, მაგრამ ისინი არ ფიქობენ იმ ადამიანებზე ვინც მათსავით უფლის ხატებაა. თუ გულწრფელად და გააზრებულად გწამს, ისიც უნდა გაიაზრო, რომ სხვა ადამიანებზე იზრუნო. ის რომ მოძრაობის წესებს არ იცავენ, ის რომ საყვირს აძლევენ მაშინ, როდესაც წინ სხვა მაანქანა დგას, ის  რომ მოთმინების უნარი არ აქვთ, ის რომ ფეხით მოსიარულეს გზას არ უთმობენ, ის რომ აგვიანებენ… ეს ყველაფერი ჩემთვის არის დისკომფორტი. როდესაც ვხედავ, რომ ადამიანები სხვა ადამიანებზე ზრუნავენ  ძალიან მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა. ასევე კმაყოფილი ვარ, როდესაც ადამიანები გარემოს უფრთიხლდებიან. ნაკლებად მოიხმარენ პოლიეთილენს, ჩვენ არ გვაქვს დაცული ნაგავსაყრელები. შეიძლება კულტურული ადამიანი ნაგვის ურნაში აგდებდეს პოლიეთილენს, მაგრამ ქარისა და წვიმის დროს ის მაინც აბინძურებს გარემოს. კომფორტულია, როდესაც ადამიანები საკუთარ სახელმწიფოზე ფიქრობენ, როდესაც ყიდულობენ ქართულ ნაწარმს.  მაშინაც კი, როდესაც ხვდები, რომ რაღაც უხარისხოა. ყოველთვის უხარისხო იქნება საქონელი თუ შენ მას არ შეიძენ და მას განვითარების ფინანსები არ ექნება. მე მაგალითა,  ქართულ ნაწარმს ვყიდულობ და ამითვაძლიერებ ჩემს სახელმწიფოს.

CHanadiri-Goga-CHincharashvili-Anas-PHotoebi (6)

თქვენი პროექტი – „ციდან დანახული საქართველო“, როგორ ახერხებთ ზევიდან სულ სხვა თვალით უყუროთ ჩვენს ქვეყანას და ასე სხვაგვარად აღიქვათ აქ არსებული სივრცე?

– ეს ჩემი ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი სერია 2002 წლიდან დავფრინავ, დაახლოებით 118 საათი ვიფრინე საქართველოს თავზე შვეულმფრენებით. სულ ორჯერ ვიფრინე,  პირველად ეს იყო 2009 წელს, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების  სამინისტროს გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მაშინ თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი იყო. ახლა 2014 წელს ვიფრინე ამავე უწყების ხელძღვანელების დავით შავლიაშვილისა და ვაჟა ფანჩულიძის ინიციატივით. იდეა  იყო, რომ გადაგვეღო საქართვლოს ხედი ზემოდან. 2009 წელს არსებული პროექტით კი საქართველოს გზები გადავიღეთ. საქართველოში გზა ყოველთვის სადღაც მიდის, უმეტეს შემთხვევაშიის კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, ამიტომ პარარელურად სხვა კადრებსაც ვიღებდი. ასევე მქონდა სპეციალური ფრენები სხადასხვა ადგილებში. გია ნაცვლიშვილის მიერ განხორციელებულ პროექტებს ვიღებდი: მცხეთაში, ახლაციხეში, თბილისში… შეგროვდა ძალიან დიდი მასალა რომელიც ჩემთვის უკვე  ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ეს ჩემთვის ძალიან საყვარელი სერიაა და ვფიქრობ  ალბომი გამოვცე.

15

თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ოლიმპიური პრინციპი – “მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება” პროფესიული წინსვლისთვის შეუსაბამოა, ეს იმას ნიშნავს, რომ წაგებას რთულად ეგუებით?

– ყველა ადამიანი არის მოწადინებული, რომ წინ წავიდეს და განვითარდეს, მე მარცხი არ მაშინებს. რაღაც შემთხვევბი იყო, ერთხელ უნდა აერჩიათ ფოტოგრაფი ერთ–ერთ დაწესებულებაში 2 წლით სამუშაოდ და მე არ ამირჩიეს.  ეს არ მივიჩნიე მარცხად,  ჩავთვალე, რომ  ჩემი პირობები არ მოეწონათ. თუნდაც ეს ყოფილიყო მარცხი, მარცხიც ყოველთვის სწორად უნდა გაშიფრო. საკუთარ თავს უნდა კითხო: რატომ მოხდა ისე როგორც შენ არ გინდოდა? საკუთარ მარცხში არ უნდა დაადანაშაულო სხვა. საქართველოში უმრავლესობა სხვას ადანაშაულებს თავის ცუდ ყოფაში. მარცხი ეს ჩვეულებრივი ამბავია, უბრალოდ მე არ განმიცდია, რადგან არ ჩავბმულვარ საზოგადოებრივ შეჯიბრებებში. მე უბრალოდ ჩემ თავს ვეჯიბრები, ასე დავანებე სიგარეტის მოწევასაც თავი, საკუთარ თავს ვადა დავუთქვი   და ამის შემდეგ სიგარეტს აღარ ვეწევი. საბედნიეროდ ასეთ სისუსტეებზე არ ვარ დამოკიდებული. ჩემთვის სისუსტე არის კარგი მზიანი ამინდი, რომელიც ხელს შემიწყობსფოტოების გადაღებაში.

DSC01056

თქვენ ავსტრალიის გარდა ოთხივე დასახლებულ კონტინენტზე  გიმოგზაურიათ უამრავ ქვეყანაში, როგორია გოგა ჩანადირის ფოტოაპარატით დანახული მსოფლიო?

– მე რადგანაც დოკუმენტური ფოტოგრაფია მიყვარს, ზუსტად ისეთია ჩემი ფოტოები, როგორი გარემოც მხვდება. თუმცა  ვცდილობ, რომ  კადრები უფრო ესთეტიური გავხადო, გავალამაზო, შემოვიტანო ანარეკლი და ა.შ. ჩემთვის ესთეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ფოტოგრაფიაში, არამედ ყოფაშიც. მე ფოტოშოფსაც  არ ვხმარობ და მისი გამოყენება არც კი ვიცი. თუმცა არ ვთვლი, რომ ფოტოშოფის გამოყენება კადრს აზარალებს და ფოტოგრაფისათვის ეს ცუდია. Alberobelo (2) Alberobelo (2)

Alberobelo (2)+

ყველაზე მეტად რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება და პირიქუით, რომელმა მათგანმა გაგიცრუათ იმედი?

– იმედი გაცილებით უფრო მეტმა ქვეყანამ გამიცრუა, ვიდრე შთაბებეჭდილება დამიტოვა. ქვეყნებზე მეტად ჩემზე გავლენა პატარა ქალაქებმა მოახდინეს. იმედები გამიცრუა მავრიკმა, იამაიკამ, კოსტარიკამ და ა.შ.  კენიაში, როდესაც ვიყავი თვითონ დედაქალაქი ნაირობი არაფერი არ არის,  როდესაც სოფლებში დავიწყე ტომების მონახულება მაშინ მოვიხიბლე. იტალიის ყველა ქალაქი არის ხელოვნების ნიმუში, მაგრამ მე განსაკუთრებით მომეწონა ალბერო ბელო, ეს არის თეთრი პატარა ქალაქი. ფლორენციაში საერთოდ სტენდალის სინდრომი დამემართა, ტელეფონი გავთიშე მინდოდა მარტო დავჩენილიყავი და ასე მეცქირა ამ ქალაქისთვის. კიდევ  მომეწონა: ვიეტნამი, ტუნისი, მეტ ნაკლებად მაროკო, კუბა და ა.შ.

Kundzuli Langkavi, malaizia (1)

ერთ–ერთ ჩანაწერში წერთ, რომ შემოდგომა გიყვართ, რადგან შედეგის მიღების დროა. თქვენ კმაყოფილი ხართ იმ შედეგით, რასაც ამ დრომდე მიაღწიეთ?

 – ვფიქრობ  ჯერ არ დამდგარა ჩემი შემოდგომა, რომ ვთქვა შედეგს მივაღწიეთქო. ის კი რასაც მივაღწიე ჯერ კმაყოფილების უფლებას არ მაძლევს.  მე მომართული ვარ, რომ ჩემთან ჯერ კიდევ გაზაფხული იყოს, რომელიც დამათესინებს და ზაფხულირომელიც მომარწყვევინებს.

FRE_9857+

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში?

– ისევ და ისევ ბევრი წიგნის წაკითხვა, ისევ და ისევ მოგზაურობა,  ბევრი ფოტოს გადაღება და სხვადასხვა თემებზე მინიმუმ სამი ალბომის გამოშვება. ერთი „100 წელს გადაცილებული ადამიანები“, მეორე „ციდან დანახული საქართველო“ და მესამე „მოთხრობილი საქართველო“. ეს იქნება ფოტო ალბომი თხრობით ფორმაში. ასევე ვაგრძელებ ლიკანის ბლოგისათვის  მუშაობას.

ესაუბრა ანო მუქათარიძე

Please follow and like us: