რუსეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა “სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმებას” მოაწერეს ხელი. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იუწყება.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს სერგეი ლავროვმა და დავიდ სანაკოევმა. მანამდე კი რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება და “სახელმწიფო საზღვრის” შესახებ ე.წ შეთანხმების გაფორმებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
ხელმოწერილი ”ელშეკრულების” სრული ტექსტი ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ცნობილია, რომ საუბარია ”რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვრისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებაზე”.