10959006_10152582560530899_4561611317086349703_nსაქართველომ და ტონგას სამეფომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს მოაწერეს ხელი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეყრდობიან რა გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და მიზნებს, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.
ტონგას სამეფოს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გაერო-სთან მუდმივმა წარმომადგენელმა მაჰე ული”ული სენდჰერსტ ტუპუნიუამ; საქართველოს მხრიდან კი – საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ.
ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.

დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივი წერილით ეცნობა გაერო-ს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს.

Please follow and like us: