რუს ოპოზიციონერ ბორის ნემცოვს, რომელიც გუშინ ღამით მოსკოვის ცენტრში მოკლეს, 1991 წელს დაბადებული 23 წლის უკრაინელი მოდელი, ანნა დურიტსკაია ახლდა თან. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა გოგონა არ დაშავებულა.
“ლაიფნიუსის” ინფორმაციით, უკრაინელ მოდელთან რუს ოპოზიციონერს ახლო კავშირი ჰქონდა. როგორც თავად ანნა დურიტსკაია ამბობს, ის ნემცოვს თავიდან სავაჭრო ცენტრ “გუმში” ელოდებოდა, სადაც ისინი ვახშმობას გეგმავდნენ. დაახლოებით 23 საათისთვის წყვილი ქუჩაში ფეხით გამოვიდა და ვასილევსკის დაღმართისკენ გაემართა. რუსული მედიის ინფორმაციით, მკვლელობის ერთადერთი თვითმხილველი სწორედ უკრაინელი მოდელია.