8 მარტს 14 საათზე ,,ინოვაციების და განვითარების ფონდი“ უკრაინელი და ქართველი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო პოეზიის საღამოს გამართავს.
ფონდის ინფორმაციით, ნაწარმოებები შესრულდება ქართულ და უკრაინულ ენებზე და მიეძღვნება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
ღონისძიების მიზანია საომარი მოქმედებების დროს უკრაინელი და ქართველი ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარება და ასევე საჭიროების შემთხვევაში მათი საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფა.
საღამოს დაესწრებიან უკრაინიდან საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული ოჯახები, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ. დასწრება თავისუფალია.