მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გიორგი თედეევი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, ბრალდებულმა თბილისის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდა და გაასაღა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი „ჯეკ დენიელსი“ და „ნეფტი.“
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების 2-დან 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.