თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია (სხვა საქმეა ყველა მათგანი არის თუ არა ინდივიდი) თითოეულ ადამიანს გააჩნია საკუთარი ცხოვრება, მისწრაფებები, თვისებები, მიზნები, ოცნებები, აზრები… კიდევ ძალიან დიდიხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ჩამონათვალი და ბოლოს ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი სახელი და გვარი. სახელი და გვარი, რომლის უკანაც იმალება მთელი მისი ბიოგრაფია. ბიოგრაფია რომელიც იწერება ასოებად, მაგრამ იკითხება აზრებად. სწორედ ეს აზრები ხდის ადამიანთა ცხოვრებას საინტერესოს, სწორედ ეს აზრები წარმოაჩენს ადამიანს, როგორც პერსონას. თითოეულ ადამიანს ასევე გააჩნია საკუთარი უფლებები და თავისუფლება. XXI საუკუნეში ეს ის მთავარი ღირებულებებია, რის დასაცავადაც ადამიანები იბრძვიან, თუმცა ეს ბრძოლა გაცილებით ადრე დაიწყო. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად უფლებათადამცველი, ნანა კაკბაძის პერსონით დაინტერესდა. რამდენად მარტივია ადამიანთა უფლებების დაცვა, რას ნიშნავს იყო ძლიერი ქალი, რა არის მისთვის სასურველი კომლიმენტი, როგორია ის ახლობელ ადამიანებთან… ამ და სხვა საინტერესო პერსონალურ შეკითხვებზე პასუხს ინტერვიუდან შეიტყობთ.
ქალბატონო ნანა, ჩვენი საუბრის დასაწყისში მოგვიყევით ცოტა რამ თქვენზე, როგორია თქვენი ბიოგრაფია….?
– დავიბადე თბილისში, დავამთავრე საშუალო სკოლა და შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი. სკოლის დამთავრების პერიოდი ის დროა, როდესაც საქართველოში გააქტიურებულია ეროვნული მოძრაობა. მე ვიყავი მეცხრე კლასში, როდესაც 14 აპრილისათვის ენის დღისადმი მიძღვნილი აქცია მზადდებოდა. ეს იყო აქცია სადაც საქართველოს ყველაზე აქტიური ნაწილი, ახლაგაზრდობა, სტუდენოტბა, პროფესორ-მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეებიც კი მოითხოვდნენ, რომ კონსტიტუციაში ქართული ენა, დარჩენილიყო როგორც სახელმწიფო ენა. ძალიან გამიმართლა, რომ მიუხედავად ჩემი ასაკის, ამ პროცესებში შევძელი მონაწილეობის მიღება. ეს იყო ჩემი პირველი საპროტესტო აქცია, ამის შემდეგ ძალიან აქტიურად ჩავები დისიდენტურ მოძრაობაში. აქედან იწყება ის პერიპეტიები, რაც ჩემს მეგობრებთან ერთად გადამხდა, ეს იყო პატიმრობა, გადასახლება და ა.შ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემთვის ეს ყველაზე უფრო ძვირფასი წლებია. მაშინ ბრძოლას აზრი ჰქონდა, რადგან შედეგი დგებოდა. რაც მთავარია მაშინ იყო სხვა განწყობა, შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოება იყო განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე, უფრო მეტი სიწმინდე და სისუფთავე არსებობდა ადამიანებს შორის, მეტი სიყვარული იყო… მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის ასაკში მე და ჩემი მეგობრები ვისხედით საბჭოთა პერიოდის ციხეში, ახლა მრცხვენია, რადგან ჩვენ უკეთეს პირობებში მოგვიწია პატიმრობა, ვიდრე ეს ნაციონალური მოძრაობის დროს იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა მოძრაობამ გაიმარჯვა, ეს ძალიან რთული პეიოდი იყო საქართველოს ისტორიაში. დაინგრა არა მარტო საბჭოთა კავშირი, არა მარტო ცუდი რაც თან ახლდა საბჭოთა პერიოდს, არამედ დაინგრა ყველაფერი კარგი რაც ამ პერიოდში არსებობდა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უფრო დაუცველნი აღმოჩნდნენ: სოციალურად, პოლიტიკურად, ეკონომიურად… შემდეგ როდესაც მე ვხვდებოდი ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, უბრალო ნაცნობებს ყველა მეკითხებოდა, რომ ეს იყო ის რისთვისაც ვიბრძოდით? ძალიან ძნელია აუხსნა ადამიანებს,, რომ ეს არ იყო ჩვენი ბრძოლის მთავარი მიზანი. ჩვენი ბრძოლის მთავარი მიზანი იყო ის იდეალები, რომელსაც დღეს ევროპულ იდეალებს უწოდებენ. სიტყვის თავსიუფლება, პიროვნების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება…სამწუხაროდ ყველა ეტაპზე, ყველა ხელისუფლებამ, ეს ყველაფერი გამოიყენა მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ძალიან რთული იყო ადამიანებისათვის იმის ახსნა, რომ პრობმლემა ის იდეალები კი არ იყო, რომლის დასაცავადაც ვიბრძოდით, არამედ პრობლემა იყო ის, რომ იმ ადამიანების მართვა ვინც ხელისუფლებაში მოდიოდა ხდებოდა გარედან. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე ვიყავით ორინტირებულნი, გვინდოდა ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი. სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანას არ ეღირსა ხელიფლება, რომელიც სწორი გზით წაიყვანდა ქვეყანას. დისიდენტური მოძრაობა იყო ძირითადად სტუდენტური მოძრაობა, რომელიც იბრძოდა ადამიანთა უფლებების, საკაცობრიო ღირებულებების დასაცავად. მაშინ იმართებოდა ძალიან პატარა აქციები, რადგან ვერავინ ბედვადა ქუჩაში მასიურად გამოსვლას. 5–6 კაციანი აქციაც კი, იმ დროს სერიოზულ აქციად ითვლებოდა. მახსოვს, როდესაც ლეონიდ ბრეჟნევი საქართველოსი აპირებდა ჩამოსვლას ჩვენ ხელისუფლებამ მოგვიტაცა, ჩაგვყარა მანქანში და გაგვიყვანა ქალაქიდან. სანამ ბრეჟნევი საქართველოში იმყოფებოდა, ჩვენ ჩაკეტილები ვიყავით თელავის სასტუმროში. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ რამდენიმე კაციანი საპროტეტსო აქციაც კი არ ენახა სახელმწიფოს პირველ პირს. ძალიან სასაცილო იყო, ამხელა იმპერია, რომელიც რუკის 1/6 იკავებდა, უფრთხოდა 18–19 წლის გოგოების მიერ მოწყობილ 3–4 კაციან აქციას. მაშინ ჩვენ დავრწმუნდით იმაში, რომ ეს იყო სახელმწიფო, რომელიც დიდხანს ვეღარ გატანდა. როდესაც ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების ეშინია, ის ვერასოდეს შეძლებს შეინარჩუნოს ძალაუფლება. ძალიან მტკივა გული, როდესაც ვხედავ,რომ თაობას რომელიც კომუნისტური რეჟიმის დროს ცხოვრობდა ახლა ნოსტალგიაც კი აქვს ამ დროის მიმართ.
გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ, რამდენად დიდი როლი უჭირავს მას თქვენს ცხოვრებაში?
– ოჯახიდან იწყება სამშობლოს სიყვარული. მე მყავადა ოჯახი, ბებია, ბაბუა, ნათესავები… ისინი იყვნენ სერიოზული თანამდებობის პირები. დედაჩემი ხუმრობდა ხოლმე, ქალაქში 7 სავადმყოფოა და აქედან 5–ის მთავარი ექიმები ჩვენ ვართო. მიუხედავად ამისა, ჩემი ოჯახი ძალიან აფასებდა იმ როლს, რომელსაც მე ვასრულებდი სამშობლოს უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ასეთი ოჯახები, რომ არ ყოფილიყო ჩემი მეგობრების უკანაც, გაგვიჭირდებოდა ჩვენი საქმის შესრულება. იმ ხარჯებსაც, რომელსაც ჩვენი საქმიანობა მოითხოვად ჩვენი ოჯახები ფარავდნენ. ისინი შეიძლება ბოლომდე არ იზიარებნენ ჩვენს იდეებს, თუმცა ხელი არაფერში შეუშლიათ. დედაჩემი 2, ხოლო მამაჩემი 1 წლის წინ გარდაიცავალა. ჩემი მეუღლე უკვე 14 წელია გარდაცვლილია. სახლში დავრჩით მე და ჩემი ერთადერთი, 26 წლის ქალიშვილი. ის რა თქმა უნდა, დადებითად უყურბადა ჩემს საქმიანობას, თუმცა ხშირად ამბობდა: რა იქნებოდა ერთი დიასახლისი დედა მეც მყოლოდაო. მახსოვს ძალიან პატარა იყო, როდესაც პირველი ინტერვიუს დროს კითხეს თუ რა ტანისამოსს ვიცვამდი? მან კი უპასუხა, რომ დედაჩემს მარტო ღამის პერანგები უყვარსო. სხვა ფორმაში ვერ მხედავადა, ძირითადად მხოლოდ დილით მნახულობდა. საკუთარ წრეში კი ხშირად ამბობდა, რომ შვილის გაზრადა მხოლო ხაჭაპურის გამოცხიობა არაა, ოჯახისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ შთააგონებ შენ შვილს სამშობლოს სიყვარულს.
როგორია ნანა კაკაბაძე ოჯახში, ახლობელ ადამიანებთან?
ძალიან მიუწვდომელი ვარ. სულ არის უკმაყოფილება, რომ ვერავის დაბადების დღეს ვერ აღვნიშნავ, ვერავის პანაშვიდზე ვერ დავდივარ და ა.შ. ვერ ვახერხებ, რომ ვიყო იქ სადაც აუცილებელია. საბოლოო ჯამში ამას ყველა მაინც გაგებით ეკიდება. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული მორალური ვალდებულებები, რომელც არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს. ყველანაირი საქმიანობა მსხვერპლს მოითხოვს, მე თავადაც მაკლია ის სითბო და ურთიერთობები, რომელიც ჩემ მეგობრებთან და ნათესავებთან მაქვს.
გიყვართ თუ არა სამზარეულოში ფუსუფუსი და თავად ბრძანდებით თუ არა გურმანი?
ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი, ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სხვები როგორც ამბობენ ეს კარგადაც გამომდის.
სულ ახლახანს ქალთა დღეები იყო, რა არის თქვენთვის კომპლიმენტი რომლის მოსმენაც განსაკუთრებით გსიამოვნებთ?
თბილი სიტყვები ალბათ ყველა ადამიანს სიამოვნებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თითოეული ზარი და მოლოცვა, ეს მიანიშნებს, რომ ადამიანებს ახსოვხარ. გაოცებული ვიყავი დაბადების დღეზეც, ქალთა დღეებთან დაკავშირებითაც, იმდენი ადამიანი მირეკავდა. ეს მამხნევებს და მაძლევს ძალას ჩემი საქმიანობის გასაგრძელებლად.
თქვენ საზოგადებისთვის ცნობილი ხართ როგორც ერთ–ერთი ძლიერი ქალი, რა არის თქვენი თვისებების ყველაზე ძლიერი მხარე?
რაც ამ საქმიანობას ხელი მოვკიდე თვლიდნენ, რომ ეს იყო ჩემი ძალიან პრინციპული გადაწყვეტილბა და ასე დარჩა ცხოვრების ბოლომდე. სულ სუაბრობენ, რომ ყველა ხელისუფლების ოპოზიცია ვიყავი, („ქართული ოცნება“ იყო პირველი ხელისუფლება, რომელსაც ხმა მივეცი) მიუხედავად ამისა, ვფიქობ ეს ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულებაა. ხელისუფლების სიყვარული არასწორად მიმაჩნია. ხელისუფლებას ასე უნდა უყურებდე –ისინი არიან დაქირავებული ადამიანები, რომლებიც ან კარგად გემსახურებიან ან ცუდად. ხელისფლების გაკერპება ძალიან ცუდია და ამან ძალიან ცუდი შედეგი მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
თქვენ დაუღალავათ იბრძვით ადამიანთა უფლებების დასაცავად, რამ განაპირობა თქვენი ეს მისწრაფება?
დისიდენტური მოძრაობა ფაქტობრივად იყო ადამიანთა უფლებებისათვის ბრძოლა. ვერ იტყვი, რომ საბჭოთა პერიოდში ადამიანები სოციალურად ნაკლებად დაცულნი იყვნენ, ვიდრე დღეს. ყველაზე დიდი პრობლემა რაც იმ პერიოდში იყო, არის ის, რომ ადამიანებს არ ჰქონდათ თავისუფლების განცდა. თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის ძალიან დიდი დეფიციტი იყო. თავისუფლების მოთხოვნილებისაკენ სწრაფვამ განაპირობა ჩემი ეს მისწრაფებაც.
ადამიანის მთავარი ღირსება რა არის?
– ადამიანის ყველაზე დიდი ღირსება არის პრინციპულობა და ჭეშმარიტი ღირებულებებისადმი პატივისცემა.
რას აკეთებთ თავისუფალ დროს, გაქვთ თუ არა რაიმე გატაცება?
– მიყვარც ჩემი ქვეყნის ისტორიულ ადგილბში სიარული. რაც ასაკი მემატება სულ ვამბობ, რომ მიდრეკილება გამიჩნდა სიძველეებისადმი.
ვინარის თქვენთვის მისაბაძი, სამაგალითოქალბატონი?
– ჩემთვის ასეთი ქალბატონია მედეა ჯაფარიძე, რომელიც ძალიან მიყვრადა და მისი მთელი ცხოვრება ჩემთვის სამაგალითოა.
„ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იქყება სხვისი“, თქვენი აზრით რას ნიშნავს ადამიანისათვის თავისუფლება და რამდენად ხშირად ილახება დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა უფლებები?
მე ვფიქრობ, რომ ეს აზრი ძალიან ჭრელად არის გაგებული, ადამიანების უმრავლსობამ ძალიან ცუდად გაიგო თავისუფლების ცნება. ხშირ შემთხვევაში ეს უზრდელობაში და უზნეობაში ერევათ. თვითცენზურა ადამიანებში, გააზრება იმისა თუ სად არის შენი თავისუფლების ზღვარი და სად სხვისი, ხშირად ირღვევა. სამწუხაროდ ვერც სახელმწიფო ახერხებს ამ ყველაფის რეგულირებას. ადამიანთა უფლებების დაცვის პრობლემა მთელ მსოფლიოშია, თუმცა ეს ჩვენთან გაცილებით მწვავეა.
მარგაროიტ ტეტჩერი ამბობდა „პოლიტიკაში თუ გინდა რამე თქვა ჰკითხე კაცს,თუ გინდა გააკეთო ჰკითხე ქალს.“ დღეს აქტუალური თემაა ქალები პოლიტიკაში, როგორ ფიქრობთ რამდენად კარგად ეხერხებათ ქალებს, მართვს სადავეების ხელში აღება?
– ის მოსაზრება, რომ ქალებს უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული უფლებები, მე სწორად არ მიმაჩნია. ქალები აბსოლუტურად ისეთივე სრულფასოვანი ადამნიანები არიან, როგორიც კაცები. ქართველი ქალები სადაც გრძნობენ საკუთარ საჭიროებას, ყოველთვის იქ არიან. თუ დღეს საქართველო გადარჩა და ფეხზე დგას, ეს 90 % ქალების დამსახურებაა. მათ გადაარჩინეს საკუთარი ოჯახები და აქედან გამომდინარე მათ გადაარჩინეს ქვეყანაც. შემთხვევითი არ არის, რომ ყველაფერც რაც კი ქვეყანაში ყველაზე ძლიერად არის აღქმული, ქალთან და დედასთან არის გაიგივებული. ვფიქრობ ქალი პოლიტიკაში კი არა, ნებისმიერი მიმართულებით უფრო წარმატებულია ვიდრე მამაკაცი.
რა მუსიკას უსმენთ, ვინ არის თქვენი საყვარელი შემსრულებელი?
– ვუსმენ რევაზ ლაღიძის მუსიკას.
რას ურჩევდით ადამიანებს, რა უნდა გააკეთონ მათ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად?
– უფლებები, რომ დაიცვან ჯერ უნდა გაიგონ რა არის მათი უფლება. რაც მთავარია უნდა ქონდეთ მათი დაცვის მოთხოვნილება.
ბევრი ადამიანისათვის გაგიწევიათ დახმარება,როგორ ფიქრობთ რა არის ადამიანურ ურთიერთობებში მთავარი?
– ადამიანურ ურთიერთობებში მთავარია სიყვარული. თუ გინდა, რომ რაიმე შედეგს მიაღწიო, ყველანაირ საქმეს სიყვარულით უნდა მიუდგე.
თქვენთვის რა ფერია სიყვარული?
– არ ვიცი, თეთრი ალბათ.
შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი ცხობრებიდან ის მომენტი, რომელმაც განსაკუთრებით მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?
– აფხაზეთის ომი იყო ყველაზე ძლიერი უარყოფით განცდა, რომელიც გამიჩნდა. ასევე ალბათ პირველი პატიმრობა.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, რის გაკეთებას აპირებთ მომავალში?
– მინდა გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის. მინდა გავაგრძელო ბრძოლა იმ ღირებულებების დასაცავდ, რომელიც ჩემშია.
ესაუბრა
ანო მუქათარიძე