60a913942bf84010d66260b549e2568c_1ხორვატიამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა. როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

“საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ხორვატიის პარლამენტმა 2014 წლის 12 დეკემბერს მოახდინა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების გამო პრეზიდენტის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის პროცედურა დროში გაჭიანურდა. ახლადარჩეული პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევიდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ხორვატიის პრეზიდენტად 2015 წლის 19 თებერვალს აირჩიეს, მოვალეობის შესრულებას ხორვატიის პირველი ქალი პრეზიდენტი კი პირველი მარტიდან შეუდგა.

Please follow and like us: