ამ წუთებში სანკტ-პერტერბურგში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ყირგიზეთის პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის შეხვედრა მიმდინარეობს.
ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 10 დღის განმავლობაში, როდესაც პუტინი კამერების წინ გამოჩნდა.
შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
კრემლის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრა ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.