თვლი, რომ შენი ქვეყნის ეკონომიკა უკუსვლას განიცდის? ხარ ბიზნესმენი? მაშინ დროა გადმოიღო საუკეთესო ქვეყნების მაგალითები, ან ყველაზე ცუდი? მაშინ, შეგიძლია ჩაალაგო შენი ნივთები და მაგალითად, წახვიდე ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა შვეიცარია.
ასეთ რჩევას აძლევს ამერიკული სააგენტო „ბლუმბერგი“ ბიზნესმენებსა და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებლებს.
ერთ-ერთი გზა, რომ შეძლო შენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება არის ის, რომ შეისწავლო უკეთ სხვა ქვეყნები. ამისთვის სპეციალურად, გაეცნო გამოცემებს. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველწლიურად ხვადასხვა სტატისტიკას გვთავაზობენ.
როგორც ცნობილია, ევროზონის ქვეყნების უმრავლესობაში წლის დასაწყისიდან ეკონომიკური ზრდა შეფერხებული იყო. ევროკომისიის მიერ გასულ წელს გამოთქმული ვარაუდით, 2015 წელს ევროზონის ეკონომიკა 1.3 %-ით გაიზრდებოდა, დღეს კი, ამ პროგნოზებს ექსპერტები უკვე ეჭვის თვალით უყურებენ.
ინფლაცია და უმუშევრობა არის ის ორი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების შეფერხებას იწვევს.
ამერიკულმა გამოცემამ bloomberg-მა მკითხველს შესთავაზა იმ 15 ქვეყნის სია, რომელშიც ეკონომიკური პროცესები წელს არ შეფერხებულა და პირიქით, წლის ბოლომდე მათი ეკონომიკის საგრძნობლად გაზრდაა ნავარაუდები.
სიის ავტორები „ბედნიერი“ და „უბედური“(“საცოდავი“) ეკონომიკის მქონე ქვეყნებს გვისახელებენ.
ამ მაჩვენებლის ინდექსის მიხედვით, 15 მზარდი და სტაბილური ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგში შედიან – ტაილანდი, შვეიცარია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, დანია, ჩინეთი, აშშ, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ახალი ზელანდია, ისლანდია, მალაიზია და გერმანია.
შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა, რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტის გამო წლის დასაწყისშივე მიიპყრო რეგიონის ყურადღება, თუმცა გამოცემაში ფიქრობენ, რომ ქვეყანის რეპუტაციას მაინც არ ემუქრება საფრთხე და როგორც საზოგადოებრივი გამოკითხვებიდან ჩანს, ის კვლავაც ინარჩუნებს გემრიელი შოკოლადისა და ზამთრის კურორტების საშუალებით ტურისტებში პოპულარობას. ამასთანავე, ბევრი თვლის, რომ სწორედ ამ ქვეყანაში იცხოვრებდა.
ქვეყნის შრომისუნარიანი მომხარებლების მხოლოდ 3,3% იქნება უმუშევარი, რომლის შემცირებასაც წლის ბოლომდე ვარაუდობენ. სასიხარულოა ამ ქვეყნისთვის ის ფაქტიც, რომ იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მეოთხე უმდიდრესი ქვეყანაა, რომელშიც მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა ერთ-ერთი მაღალია.
შვეიცარიის ჩრდილოელ მეზობელს, ნორვეგიას ამ მხრივ განსხვავებული მაჩენებელი აქვს. როგორც „ბლუმბერგი“ იტყობინება, ქვეყანაში სამომხარებლო ფასები წელს 2,2% გაიზრდება. ეროვნული ბანკის მტკიცებით, წლის ბოლომდე ფასები უმნიშვნელოდ, მაგრამ აუცილებლად დაიკლებს და 2% გახდება.
გარდა ამ ქვეყნებისა, სააგენტო ეხება სხვა წარმატებულ ქვეყნებსაც და წერს, რომ სამხრეთ კორეაში, ტაივანში, დანიაში, ჩინეთსა და აშშ-ში წელს უმუშევრობის მაჩვენებელი სავარაუდოდ, 3.75%-ს მიაღწევს.
ყველაზე საინტერესო ამ ანალიზში მაინც არის ის, რომ ინდექსში პირველ ადგილს იკავებს ნაკლებად მდიდარი ქვეყანა ტაილანდი. თუმცა, მან ეს ადგილი ნამდვილად სამართლიანად დაიკავა, რადგან მსოფლიოში უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე სწორედ აქაა, მისი რიცხვი 1%-ს არ აღემატება, ინფლაციას ქვეყანაში ყველაზე იშვიათად ებრძვიან. მაგრამ ეკონომისტების აზრით, ქვეყანას განვითარებულ ეკონომიკამდე მისაღწევად ჯერ კიდევ, დიდი გზა აქვს გასავლელი.
შეიძლება ითქვას, რომ აზიის კიდევ ორი ქვეყანა, მიუხედავად მათ შორის არსებული ტერიტორიული განსხვავებებისა, მეტად სტაბილურ შრომისა და ცხოვრების პირობებს სთავაზობს მოქალაქეებს. იაპონია, რომელიც დეფლაციას ებრძვის 1990 წლიდან, წელს სტაბილურ ნიშნულს უფრო მიუახლოვდება და ინფლაცია მხოლოდ 1% იქნება. უმუშევრობა წელს 3,5% მიაღწევს და დაახლოებით, 0,1% შემცირდება წინა წელთან შედარებით.
როგორც კვლევა გვიჩვენებს, ჩინეთი წელს შეეცდება გადაფაროს ინფლაცია და უმუშევრობა. ამ ყველაფრისთვის მზადება მან წლის დასაწყისშივე დაიწყო. მან, წინა წელთან შედარებით, ორი პუნქტით გაიუმჯობესა შედეგი და ახლა მეშვიდე ადგილზეა. რაც შეეხება, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანას, აშშ-ს იგი კვლევაში მერვე ადგილს იკავებს.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე