unnamed (1)საქართველოს ელჩმა პორტუგალიის რესპუბლიკაში გიორგი გორგილაძემ პორტუგალურენოვან ქვეყანათა თანამეგობრობის  CPLP-ის აღმასრულებელ მდივანს მურადე მურარგეს აკრედიტაციის სიგელი გადასცა.

აკრედიტაციის სიგელის ოფიციალურად გადაცემის შემდეგ, საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დაინტერესებულია და მზადაა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის CPLP-ისთან როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში. მხარეებმა ღნიშნეს, რომ პორტუგალიაში საქართველოს ელჩის CPLP-ში აკრედიტაცია ხელს შეუწყობს საქართველოსა და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობას შორის მეტად ინტენსიური და დინამიური ურთიერთობების განვითარებას. 2014 წლის 23 ივლისს, ქ. დილიში გამართულ პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის მე-10 სამიტზე, საქართველო CPLP-ის ასოცირებული წევრი გახდა. დილის სამიტზე, ასოცირებული წევრები, საქართველოსთან ერთად გახდნენ თურქეთი, იაპონია და ნამიბია. CPLP-ის შტაბ-ბინა განთავსებულია ქ. ლისაბონში. თანამეგობრობის წევრი ქვეყნებია: ანგოლა, ბრაზილია, კაბო-ვერდე, გვინეა-ბისაუ, მოზამბიკი, პორტუგალია, სან-ტომე და პრინსიპი, ტიმორ-ლეშტე (აღმოსავლეთ ტიმორი) და ეკვატორული გვინეა. საქართველოს CPLP-ში ასოცირებული წევრობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს პორტუგალიურენოვან სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარების თვალსაზრისით და აძლევს საქართველოს საშუალებას კიდევ უფრო დაუახლოვდეს ლუზოფონურ სამყაროს.

Please follow and like us: