მეტეხის გვირაბთან არსებულ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო, იალბუზის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაიკეტა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია იალბუზის ქუჩიდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.