საქართველო განვითარებედი ქვეყნის სტატუსს კარგად ირგებს და არც არავინ ცდილობს ამ მხრივ რამე შეცვალოს. ქვეყნის განვითარების დაბალი დონე გაუმართავი სახელმწიფო სტრუქტურებისა და სუსტი პოლიტიკის ბრალი უნდა იყოს. ქვეყანას არ აქვს საკითხებისა და პრობლემებისადმი სისტემური მიდგომა, რაც დამანგრეველია სახელწიფოებრივი განვითარებისათვის. ქვეყანაში, ერთ-ერთი პრობლემური და ბუნდოვანებით მოცული თემაა ნავთობროდუქტების ქართული ბაზარი, რომლის კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება. ამ მხრვ, სახელმწიფო არღვევს საზოგადოებრივ ინტერესებს, როგორც ჯანმრთელობის ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. “თბილისი თაიმსი” შეეცადა მკითხველისათვის ვრცლად მიეწოდებინა ინფორმაცია ნავთობროდუქტების ბაზარსა და ნავთობროდუქტების ხარისხის შესახებ.
ქვეყანაში დადგენილია საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმები. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში წერია, საწვავში შემავალი ნივთიერებები უნდა იყოს არა უმეტეს:
2015 წლის 1 იანვრიდან – 2017 წლის 1 იანვრამდე:
ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;
ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3 %
გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42%;
დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 50 მგ/კგ;
მოცემულ დადგენილებას ძალას უკარგავს ის ფაქტი, რომ საქართველოში არ არსებობს საწვავის ხარისხზე სახელწიფო კონტროლი, ეს ფაქტი სერიოზულ პრობლემას ქმნის მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის. ცალკე საკითხია რაზე დაყრდნობით დადგინდა საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმები, რადგან ის ევროპაში საწვავზე დაწესებულ ნორმებთან შეუსაბამობაშია. როგორც ჩვენთვის ცნობილია ევროპული სტანდარტებით დღეისთვის აკრძალულია საწვავში საერთოდ ტყვიის შემცველობა.
ნავთობქიმიკოსი, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპერტი ნათელა ხეცურიანი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განმარტავს, რომ საქართველოში საწვავის ხარისხის რეგულირება უნდა ხდებოდეს მთავრობის დადგენილებებით. მიუხედავად გამკაცრებული ნორმებისა (მთავრობის დადგენილებით) განსაზღვრული გოგირდის მასური წილი კვლავ მაღალია და 25-ჯერ აღემატება ევროკავშირის სდანდარტებით დადგენილ ნორმებს.
ასევე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში – ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ სახელმწიფოში ნავთობროდუქტების ბაზარი უკონტროლოა და ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო – “ქვეყანაში, რომ არ არსებობს შესაბამისი სამსახური, ამიტომაცაა, საქართველოში უხარისხო საწვავი შემოდის, ყოველშემთხვევაში იგი არ მოდის ევროპულ სტანდარტებთან. განსაკუთრებით უხარისხო საწვავი აქვთ კომპანიებს “გალფს”, “ვისოლს“.
უხარისხო საწვავი ეტყობა ავტომანქანებს, გამონაბოლქვს, იმ მაჩვენებლებს, რომლითაც ხასიათდება ოქტანური შემცველება. ოქტანური რიცხვი (98-95 ოქტანი), რომელიც მითითებული აქვთ კომპანიებს საწვავზე ყველაზე მაღალია საქართველოში, რომელიც რეალობას ასკარად მოკლებულია.
ეჭვი ქვეყანაში საწვავის ხარისხი უკონტროლობამ გააჩინა. ნიშანდობლივია ის, რომ ეჭვი არ არის უსაფუძვლო და რეალობას მოკლებული. თუ გვინდა ცივილიზებული ევროპის ნაწილი გავხდეთ აქედანვე უდა დავიწყოთ ამაზე ზრუნვა.
ცივილიზებულ ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურები უნდა ასრულებდნენ მინიჭებულ მოვალეობებს. ყოველი მათგანის მოვალეობა არსებითად მნიშბნელოვანია სახელმწიფოს განვითარებისათვის, საზოგაოებრივი ინტერესებისთვის. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გარემოს დაცვის სამინისტრო “თბილისი თაიმსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ კომპეტენციაში არ შედის საწვავის ხარისხის კონტროლი. (ყველა ევროპულ ქვეყანაში მკაცრად კონტროლდება საწვავის ხარისხი, რადგან იცავენ ადამიანთა უფლებებს). ჩნდება კითხვები, რატომ არ შედის გარემოს დაცვის სამინისტროს კომპენტეციაში საწვავის ხარისხის კონტროლი, როდესაც ჰაერის დაბინძურება პროცენტულად ყველაზე მეტად უხარისხო საწვავზე მოდის. გარემოს დაცვის სამინისტროს პასუხი
გარემოს დაცვის სამინისტრო: “ჩვენს კომპენტენციაში შედის ჰაერის ზოგადი, საერთო დაბინძურებული ფონის კონტროლი. ჩვენ ცალკე არ ვიკვლევთ იმპორტირებული საწვავის ხარისხს – ეს არ შედის ჩვენს კომპენტენციაში. ამიტომ ჩვენ არ ვთანამშრომლობთ ნავთობროდუქტების კომპანიებთან და შესაბამისად არც ჰაერში საწვავით დაბინძურების მაჩვენებელს არ ვზომავთ”.
ადამიანი, კანონი, თავისუფლება“- ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ მაღალდაძე შემაშფოთებელ განცხადებას აკეთებს საწვავის ხარისხთან დაკავშირებით.
“არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია (მაგალითად: www. momxmarebeli.ge) საუბრობს უხარისხო საწვავზე და საწვავში ტყვიის მაღალ შემცველობაზე, ჩვენთან სახელწიფო არ საუბრობს იმაზე, თუ რა ხარისხის ბენზინი შემოდის ქვეყანაში. ჩვენს საწვავში სხვადასხვა გათვლებით 300-ჯერ აღემატება ტყვიის შემცველობა ევროპულ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს. ეს პირდაპირი იმას ნიშნავს, რომ თაობები იწამლება, სტიმულირება ხდება სხვადასხვა დაავადებების, რაც ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას აუარესებს. წლების წინ ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა (90 წლების მაჩვენებლებზე დაყრდნობით) 72 წელს შეადგენდა. დღეისათვის ეს მაჩვენებლი სავარაუდოდ 10 წლით არის შემცირებული. ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში და განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში არავის გამოუკვლევია საით მივდივართ”, – განმარტავს ნიკოლოზ მაღალდაძე.
ეს განცხადება განხილვას საჭიროებს და სახელმწიფოს მხრიდა რეაგირებას. როგორც ჩანს მთავრობების და ხალხის ინტერესები ერთმანეთ არ ემთხვევა. (სახელმწიფოს თანამედროვე სამართელბრივი და პოლიტიკური სახელწიფოს მოკლე ცნება: სახელმწიფო არის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერებისა და მართლწესრიგის გარანტი.)
საქართველოში არსებულ უხარისხო საწვავზე საუბრობს ნავთობქიმიკოსი, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპერტი ნათელა ხეცურიანი:
“საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია, მისი წილი მთლიან გაფრქვევებში 70%- ია. ავტოტრანსპორტიდან გამოფრქვეული ტოქსიკური ნაერთები იწვევს გულ- სისხლძარღვთა სისტემების პათოლოგიას, ჰიპერტონიულ და გულის იშმიურ დაავადებების ზრდას, ფსიქიურ დარღვევებს, რესპირაციულ ინფექციებს, ქალთა რეპროდუქციული ფუნქციის ცვლილებას, აფერხებს ბავშვთა და მოზარდთა ინტელექტუალურ განვითარებას, სიმსივნის წარმოქმნას (კანის სიმსივნე და კატარაქტა), დღენაკლულლობას, დაბადებისას მცირე წონაა, გონებრივ ჩამორჩენილობას, თანდაყოლილ ანომალიებს და სხვა.
თბილისის რთული რელიეფის და მეტეოროლოგიული თავისებურებების გამო დედაქალაქში გართულებულია ჰაერის მასების მოძრაობა, რაც ხელს უშლის ჰაერის მასების განიავებას. არადა თბილისის ისტორიული დაგეგმარების წყალობით ღამით ხდებოდა განიავება, რაც დღეს შეუძლებელია გამნიავებელი შუალედების მაღალი შენობებით ჩაკეტვით. აღსანიშნავია ისიც, რომ მწვანე საფარი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 50კვ.მ (ევროპული ნორმით), ხოლო ამჟამად თბილისში 2,5კვ.მ. ადვილი წარმოსადგენია მოჭარბებული სატრანსპორტო საშუალებების, უკონტროლო საწვავისა და მწვანე საფარის სიმცირის გამო ეკოლოგიურად რა მდგომარეობაშია ჩვენი დედაქალაქი. ბოლო დროს ჩატარებული გამოკვლევების შედეგებმა ცხადყო, რომ თბილისი ევროპაში ერთ-ერთ დაბინძურებული ქალაქია”, – აცხადებს ხეცურიანი.
როგორც აღმოჩნდა ერთადერთი დაწესებულება სადაც საწვავის ხარისხს ადგენენ ეს არის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. მიხედავად იმისა, რომ ექსფერტიზის ბიურო სახელმწიფო მმართველობაშია, საწვავის ხარისხის კონტროლი აქ მხოლოდ კლიენტის სურვილის შემთხვევაში მოწმდება.
“თბილისი თაიმსი” ესაუბრა ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმათველოს უფროსს თეო ხუჭუას. მან ჩვენს მიერ დასმუ ზოგიერთ შეკითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ საკითხი, თუ რომელი კომპანია რა სიხშირით ნიშნავს ექსპერტიზას და როგორია ექსპერტიზის შედეგები – არ არის საჯარო ინფორმაცია. ექსპერტის დასკვნა კონფიდენციალურია და მისი შინაარსი ცნობილია მხოლოდ დამკვეთისათვის.
„სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა, სადაც ცხელის ხაზის ან ექსპერტთან ადგილზე კონსულტაციის გავლის შედეგად მიიღოს ზუსტი ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხზე და დანიშნოს ექსპერტიზა. სამინისტროები, საგამოძიებო სამსახურები, სახელმწიფო კომპანიები, ნავთობპროდუქტების/ბიტუმის იმპორტიორი კერძო კომპანიები და ფიზიკური პირები, რომლებიც მოიხმარენ ან ყიდიან სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტებს და დაინტერესებულები არიან პროდუქციის ხარისხიანობის დადგენით ან სხვა საკითხებით, მომართავენ ბიუროს, სადაც ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს ნავთობის და ნავთობპროდუქტების (საავტომობილო და საავიაციო საწვავი, სხვადასხვა დანიშნულების ზეთები, საცხის-საპოხი მასალები, მაზუთი, ბიტუმი, ნამუშევარი ნავთობპროდუქტები, ნავთობშლამები და ბაკსაცავების ნარეცხები, ლიალური წყალი) ხარისხის დადგენას შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციის მიხედვით; გარემოს (ნიადაგი, წყალი) დაბინძურების ხარისხის განსაზღვრას; კრიმინალური შემთხვევის დროს ამოღებული ნივთმტკიცებების შესწავლას ნავთობპროდუქტებთან საერთო გვარობრივი და ჯგუფური კუთვნილების დადგენის მიზნით; საგან-მატარებელზე ნავთობ-პროდუქტების კვალის აღმოჩენას.
საწვავის ხარისხის დადგენა ხორციელდება რიგი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების განსაზღვრით და მიღებული შედეგების პროდუქტზე არსებულ ნორმატიულ დოკუმენტაციაში (სახელმწიფო ან საერთაშორისო სტანდარტი, ტექნიკური პირობა, ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან მთავრობის მოქმედი დადგენილება.) მითითებულ ნორმებთან შედარების გზით.
საწვავი ან სხვა ნავთობპროდუქტი ითვლება ხარისხიანად, თუ ჩვენს მიერ განსაზღვრული პარამეტრების მიღებული შედეგებით შეესაბამება ნორმატიული დოკუმენტაციაში მითითებულ ნორმებს“ – განმარტა ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმათველოს უფროსმა.
“თბილისი თაიმსი” დაინტერესდა თავად ნავთობპროდუქტების კომპანიების განმარტებებით, მათ მიერ შემოტანილი საწვავის ხარისხზე. ჩვენ დაუკავშირდით – კომპანიებს „ლუკოილი“; „ვისოლი“; „სოკარი“; „გალფი“; „რომპეტროლი“.
„ვისოლმა“; „სოკარმა“ და „გალფმა“ პასუხისგან თავი შეიკავეს. „რომპეტროლში“ და „ლუკოილში“ კი განაცხადეს, რომ მათი საწვავი სრულიად შეესაბამება ევრო სტანდარტებს.
“ჩვენი საწვავი იმაზე უფრო ხარისხიანია ვიდრე დღეს ამას ჩვენგან სახელმწიფო მოითხოვს” – განაცხადეს „ლუკოილში“. არასამთავრობო ორგანიზაცია – ადამიანი კანონი თავისუფლების- აღმასრულებელი დირექტორის ნიკოლოზ მაღალდაძეის, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის ირაკლი ზარქუას და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპერტის ნათელა ხეცურიანის განცხადებებს კომპანია „ლუკოილში“ არა კვალიფიციურს უწოდებენ და თვლიან, რომ ისინი საზოგადოებაში უნდობლობას აღვივებენ.
ამასთან “თბილისი თამსმა” ჩაატარა გამოკითხვა. კითხვაზე – “რომელი კომპანიის საწვავით სარგებლობთ“? ჩამონათვალში სასურველ ვარიანტებად იყო წარმოდგენილი შემდეგი კომპანიები: „რომპეტროლი“, „ვისოლი“, გალფი“, „ლუკოილი“, „სოკარი“, სხვა.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 305–მა ადამიანმა. აქედან პირველ პოზიციაზე კომპანია „რომპეტროლი“ მეორე პოზიცია კი „ვისოლმა“ დაიკავა. (იხილეთ ლინკი – http://www.ttimes.ge/archives/35470)
სხვაა თემაა ნავთობპროდუქტების კომპანიების ქართული ბაზარის განხილვა – რამდენად ლიბერალიზებულია იგი?! როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ბარაბიძე ჩვეთან საუბრისას აცხადებს, 2012 წლამდე ბაზრზე იყო დარღვევვები, მაგრამ მას შემდეგ, რაც კონკურენციის სააგენტო შეიქმნა (2012 წელს ) ამ მხრივ ბაზარი გამოსწორდა.
“კონკურენციის სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეისათვის ნავთობროდუქტების ბაზარზე, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ პერიოდისათვის, მოქმედი ეკონომიკური აგენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ, სააგენტოში არ წარმოდგენილა ინფორმაცია, რომელიც აფიქსირებს სასაქონლო ბაზარზე ინსტიტუციონალურ, ასევე სახელმწიფო ორგანოების ან მასთან დაახლოებული პირის მიერ ბაზარზე ზემოქმედების ან ბარიერის შემთხვევას. ამ გაგებით შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზარი ლიბერალიზებულია. სასაქონლო ბაზრის ლიბერალიზება, ქვეყნის ეკონომიკის და მათ შორის, სასაქონლო ბაზრების ფუნქციონირების ზოგად ინსტიტუციონალურ რეგულირებას ეხება. დღეისათვის, საქართველოს ბიზნესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში მოწინავე ადგილი უკავია და ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას წარმოადგენს ეკონომიკის დერეგულაციის ასპექტში. ასევე, მისი შემდგომი გაღმავება და განვითარება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი შეუქცევადი მიმართულებაა.
ამასთან, საუბარი იმაზე, რომ თითქოს თუ ქვეყნის ეკონომიკა დერეგულირებული და ლიბერალიზებულია, მაშინ შესაბამის სასაქონლო ბაზრებზე ადგილი არ ექნება ანტიკონკურენციულ ქმედებას, არასწორია. ეს მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკით არ დასტურდება. მეტიც, სწორედ ეკონომიკის დერეგულაციისა და ლიბერალიზაციის შემდგომ უჩნდებათ ეკონომიკურ აგენტებს მეტი შესაძლებლობა მიკერძოებული სახის ქმედებათა განხორციელების, რაც საკონკურენციო სამართლის პრაქტიკაში კვალიფიცირდება, როგორც ანტიკონკურენციული.
რაც შეეხება შესაბამის სასაქონლო ბაზარზე ოლიგოპოლიური სტრუქტურის, ან უფრო მაღალი სახის კონცენტრაციის არსებობას, ეს თავისთავად არ წარმოადგენს არამართლზომიერ ქმედებას, როგორც საქართველოში, ისე არც მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის ქვეყნებში. სხვა საკითხია, თუ ბაზრის სტრუქტურა იცვლება წინასწარ განზრახული მონოპოლიზაციის (ძალაუფლების გაზრდის) მიზნით, რომლის მსგავსი ფაქტების დადგენა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა (ოლიგოპოლიურ ბაზარზე ზედმეტი ძალაუფლების მოპოვება, პოტენციური ეკონომიკური აგენტის შესაბამის ბაზარზე შესვლის ხელოვნური ბარიერების გამოვლენა და სხვ.) კონკურენციის სააგენტოს უპირატეს ამოცანას წარმოადგენს” – აცხადებს გიორგი ბარაბიძე.
ნათობროდუქტების ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე ეკონომიკის ექსპერტს – ირაკლი ზარქუას რადიკალური მოსაზრება აქვს. უფრო მეტიც ის კონკრეტულად ასახელებს ბაზარზე მოთამაშე კომპანიის სახელს.
“ვთვლი, რომ საქართველოში ნავთობროდუქტების სექტორი ჯერ კიდევ მონოპოლიზირებულია. როგორ ცნობილია, არსებობს კარტელური შეთანხმება, სადაც მნიშვნელოვან როლს აზერბაიჯანული კომპანია “სოკარი” თამაშობს. იგი საწვავზე ქვედა ზღვარს აწესებს და ნებისმიერ დროს შეუძლია ბაზარს უკარნახოს ესა თუ ის ფასი, არა მხოლოდ ნავთობპროდუქტებზე არამედ გაზის სექტორშიც. სიტუაცია ნავთობპროდუქტების ბაზარზე მძიმეა, რადგან არ გვყავს დამოუკიდებელი მოთამაშეები. თითქმის ყველა ბრენდირებული კომპანია სოკარზეა მიბმული. ბაზარზე არის რუსული კომპანია “ლუკოილი”, “რომპეტროლი” , რომელიც ევროპულ საწვავზე მუშაობს, მაგარამ ამის მიუხედავად ძირითადი მოკარნახე ბაზარზე მაინც “სოკარია”. სამწუხაროა, რომ დღემდე საქართველოს მთავრობამ ვერ შექმნა ნავთობპროდუქტების იმპორტირების ალტერნატიული წყაროები. სახელწიფო უნდა ქმნიდეს პირობებს იმისას, რომ ბაზარი იყოს თავისუფალი, ლიბერალიზებული. დღეს ნავთობროდუქტების ოლიგოპოლიურ ბაზარზე ვინ არის ლიდერი ვინ არის მთავარი მოთამაშე პირი, ამ კითხვებზე სახელწიფო უნდა სცემდეს პასუხებს, მაგრამ მათი მხრიდან ზერელე დამოკიდებულება ჩანს ამ საკითხის მიმართ.
როგორც დავინახეთ ნავთობპროდუქტების სექტორიში ფასები მანამდე არ იკლებდა სანამ თითი არ დაუქნია კომპანიებს პრემიერმა, ასე თითის დაქნევით არ უნდა იმართებოდეს ნავთობროდუქტების სექტორი. თუ ჩვენ ვართ ერთიანი მსოფლიოს ნაწილი მაშინ ფასები ჩვენთან ბაზარზე საერთაშორისო ფასებთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. ეს უნდა იყოს საბაზრო მექანიზმებით დარეგულირებული და არა ცალკეული პოლიტიკოსის ნებასურვილზე დამოკიდებული”- აცხადებს ზარქუა.
მან ასევე განაცხადა, რომ კიდევ სხვა პრობლემას წარმოადგენს ის, რამდენად ზუსტია საწვავის რაოდენობა, რომელსაც მომხმარებელს უსხამენ. „აქაც არ არსებობს მტკიცებულება სიზუსტის. ამ მიმართულებებით უნდა იყოს გაკონტროლებული ნავთობ კომპანიები სახელმწიფოს მხრიდან. სამწუხაროდ მთავრობები იცვლება, მაგრამ მდგომარეობა ამ მხრივ მაინც იგივეა“.
თუკი ფაქტებს და მოსაზრებებს შევაჯამებთ შესაძლებელია გამოითქვას მოსაზრება, რომ ნავთობროდუქტების ბაზარზე ფასების საეჭვო მერყეობა, ევროპაში ფასებთან მნიშვნელოვანი შეუთავსებლობა – ნიშანია ბაზარზე მონოპოლის ან ოლიგოპოლიის არსებობის, რომელიც ფასებს აწესებს. სხვა შემთქვევაში, კონკურენციის პირობებში, ვიღაც აუცილებლდა ადეკვატურ ფასად გაყიდიდა სწვავს.
კომპანიებმა „ლუკოილმა“ და „რომპეტროლმა“ “თბილისი თაიმსთთან” საუბრისას უარყვეს ბაზრის მონოპოლია და განაცახდეს, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარი სერიოზულად კონკურენტუნარიანია და თავისუფალია.
“ბაზარი იმდენად კონკურენტულია ძნელიც კია ახალმა ბიზნესმენმა ამ სფეროში ფეხი მოიკიდო,“ – აცხადებენ კომპანია ლუკოილში.
როგორც გამოჩნდა, პრობლემები ამ მხრივ არც ისე ცოტა და უმნიშვნელოა. მთავრობამ, ოპოზიციამ, ადამიანის უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქტიურად უნდა იმუშაონ ამ საკითხებზე საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისათვის.
მასალა მოამზადა
თამარ გვირჯიშვილმა