“თიბისი გალერეაში” დღეს ყოველწლიური შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის არტ პოსტერის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდება.
როგორც “თბილისი თაიმსს” კონკურსის ორგანიზატორებმა აცნობეს, კონკურსს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის არტ-პოსტერის შესაქმნელად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, “თიბისი ბანკის” პერსონალური საბანკო მომსახურება – TBC STATUS-ი (ფესტივალის წარმომდგენი) აცხადებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დღეს “თიბისი გალერეა”-ში 13:00 საათზე, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და “ისთერნ პრომოუშენს”-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე. ორგანიზატორების ცნობით, დღესვე გახდება ცნობილი, წლევანდელი, შავი ზღვის რიგით IX ჯაზ-ფესტივალის მონაწილე უცხოელი შემსრულებლების ვინაობაც.