ცენტრალური ამერიკის 5 მილიონიანი ქვეყანა კოსტარიკა, 100 % გადავიდა ენერგიის განახლებად წყაროებზე. განახლებადი ენერგორესურსებია: მზის ენერგია, ქარის ენერგია, გეოთერმული ენერგია ჰიდროლოგიური ან ჰიდროელექტრონული ენერგია.
განვიხილოთ თითოული მათგანი
ა) მზის ენერგია – ელენერგია მზის პანელის საშუალებით სხივების გარდაქმნით მიიღება. ენერგიის პოტენციურად ულევი წყაროა, მის ურყოფით მხარედ ითვლება ის რომ, მზის პანელის წარმოება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ბ) ქარის ენერგია – ქარის ტურბინებით ხდება მექანიკური ენერგიის ელ-ენერგიად გარდაქმნა. საქართველოში დღესდღეობით მიმდინარეობს გარკვეული რაოდენობის ქარის ტურბინის მშენებლობა. მის უარყოფითი მხარე-საწყის კაპიტალდაბანდების სიდიდეა.
გ) გეოთერმული ენერგია – ვულკანურად აქტიურ რეგიონებში შესაძლებელია დედამიწის სიმხურვალის გამოყენება. დედამიწის ქერქში ხდება ცივი წყლის შეშვება, რომელიც ორთქლად გარდაიქმნება, ამ ორთქლის გამოყენება შესაძლებელია ელ-ენერგიის გამოსამუშავებლად. მასაც აქვს უარყოფითი მხარე: ეფექტურია მხოლოდ გეოთერმულ და ვულკანურად აქტიურ რეგიონებში.
ე) ჰიდროლოგიური ან ჰიდროელექტრონული ენერგია – ენერგია მიიღება წყლის მოძრაობით, რომელიც თავის მხრივ ამოძრავებს ტურბინას. უარყოფითი მხარე: მშენებლობის მაღალი ხარჯი, ჰესის ადგილის და მიმდებრე ტერიტორიი დატბორვა, რაც გარემოს და თემს დიდ ზიანს აყენებს. სოციალურ ფაქტორთან ერთად, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ბიომრავალფეროვნებას და ადგილობრივ ჰიდროლოგიას.
კოსტარიკა დაფრულია ვულკანებით რაც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ჰიდროელექტრო სადგურებთან ერთად აქტიურად გამოიყენოს გეოთერმული ენერგია. 2014 წელს კოსტარიკის ხელისუფლებამ დაამტკიცა 950 მილიონი დოლარის ღირებულების ამბიციური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიებით დანერგვას-ვულკანური პოტენციალის გამოსაყენებლად.
რა შესაძლებლობა აქვს ამ მხრივ საქართველოს?
ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით:
ა) საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის პირველი ადგილი ჰიდროენერგორესურსებს უჭირავს. საქართველოს ტერიტორიაზე დათვლილია 26 060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათასი კმ-ია. საქართველოს მტკნარი წყლის საერთო მარაგი, რომელიც შედგება მყინვარების, ტბებისა და წყალსაცავების წყლის მარაგებისაგან, შეადგენს 96,5 კმ3-ს. მდინარეთა საერთო რაოდენობიდან ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა 300-მდე მდინარე, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათასი მეგავატის ექვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია 50 მლრდ კვტ.საათის ექვივალენტური.
ბ) საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის მეშვეობით ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება საორიენტაციოდ 4 მლრდ. კვტ.სთ-ით, ხოლო დადგმული სიმძლავრე 1500 მგვტ-ით არის შეფასებული. ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით საქართველოს ტერიტორია დარაიონებულია მაღალ, საშუალო და დაბალ სიჩქარიან ზონებად, სადაც ქარის სიჩქარე წელიწადში 2,5 მ/წმ-დან 9,0 მ/წმ-მდე მერყეობს, სამუშაო დროის ხანგრძლივობა წელიწადში 4000-5000 სთ შეადგენს. შერჩეულია ქარის ელექტროსადგურების განთავსების საუკეთესო ადგილები, რომლებიც საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.
გ) მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი საქართველოში შეფასებულია 108 მგვტ-ით. გასული საუკუნის ბოლოდან საქართველოში ფართო გავრცელება ჰპოვა მზის ენერგიით წყლის გამაცხელებელმა სისტემებმა.
ჩვენ პირობებში მზის ენერგია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ 40÷50 0С ტემპერატურის წყალი. საქართველოში მზის გარდამქმნელების გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისათვის, მათი მაღალი კუთრი ღირებულებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მხოლოდ მთაგორიან ადგილებში, ძნელად მისასვლელი და მცირედ დასახლებული ადგილების ენერგომომარაგებისათვის.
დ) საქართველოს ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიური შესწავლის თანახმად გეოთერმული წყლების პროგნოზული მარაგები 200÷250 მლნ. მ3-ს აღწევს წელიწადში. ცნობილია 250-მდე ბუნებრივი და ხელოვნური ჭაბურღილები, რომლებშიც გეოთერმული წყლის ტემპერატურა 30-დან 110 გრადუსის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მთლიანი დებიტი 160 ათას მ3-ს შეადგენს დღე-ღამეში.
არის ისეთი ჭაბურღილები, რომელთა წყლის ტემპერატურა 85 0С-ს აღწევს. გეოთერმული საბადოების 80%-ზე მეტი განლაგებულია დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდი-ცაიშის გეოთერმულ ველზე.
საქართველოს გეოთერმული წყლების შედარებით დაბალი ტემპერატურა არ იძლევა საშუალებას, მათი ელექტროენერგიის წარმოების მიზნით, გამოყენებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით შესაძლებელი იქნება დამატებით 20 მილრდ.კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც ყოველწლიურად -7 მლნ. ტონა პირობითი სათბობის ეკონომიის ეკვივალენტურია.
რეგიონალური მასშტაბით აღნიშნული საშუალებას მოგვცემს შევამციროთ სათბობის მოხმარება და შესაბამისად გარემოში გამოყოფილი სათბური გაზების რაოდენობა: ნახშირორჟანგის – 9 მლნ. ტონით, ნახშირჟანგის – 5000 ტონით, აზოტისორჟანგის – 44 000 ტონით.
დღეისათვის საქართველოში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალი ნაკლებად არის გამოყენებული.
მეტი ინვესტიციების მოზიდვით შესაძლებელია-განახლებადი ენერგიის წყაროებით წარმოებული ელექტროენერგიის გამოყენება და კოსტარიკასავით ქვეყნის 100%-ით უზრუნველყოფა.
ავტორი: მალხაზ ხაზარბეგიშვილი