FBI-იმ პედოფილების გამოსავლენად შექმნა საბავშო პორნოგრაფიული საიტი და 5, 6 ათასი პედოფილი დააკავა, ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო პორტალი Seattle Post Intelligencer.
გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა 5, 6 ათასი პედოფილი დააკავა, გახსნა რა ორი კვირით საბავშვო პორნოგრაფიულ საიტზე წვდომა.
FBI თანამშრომლებმა ადრე დაკავებული მეპატრონეების რესურსით ისარგებლეს.
პორტალზე განთავსებული იყო ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი ათასი ფოტო და ვიდეო.
საიტზე ყველა მსურველს შეეძლო გაეცვალა პირადი კონტენტი, რაც საბოლოო ჯამში დაეხმარა გამოძიებას დამნაშავეების პირადობის დადგენაში.
სპეცოპერაციის დეტალები არ ხმაურდება, იმდენად რამდენადაც გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.
31.05.13