შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თუ კრიმინალი და დანაშაული არ იქნება, არც ერთ ქვეყანას პოლიცია არ დასჭირდებოდა.
მისივე თქმით, საქართველოში კრიმინალური ფონი არ გაზრდილადა სამინისტრო რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს სტატისტიკას.
“მთავრობა ქმედითია და თავს ართმევს. მე ვერ ვიტყვი, რომ კრიმინალი გაიზარდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სამი თვის განმავლობაში ორი პოლიციელი გარდაიცვალა, ეს ფონი იქმნებოდა მოსახლეობაში. როდესაც ყველა ტელევიზია ატრიალებს, რომ ვიღაც მოკლეს, უბედურება ხდება, უბრალო მოქალაქე იტყვის, რეომ კრიმინალი გაიზარდა, მაგრამ ჩვენ რამდენიმე დღეში გამოვაქვეყნებთ სტატისტიკას, რომელშიც ევოპელი პროფესიონალები და ექსპერტები მონაწილეობენ და იმის შარს ვერ მოგვდებენ, რომ ჩვენ რაიმე შევცვალეთ. რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, როდესაც ბიზნესმენს კლავენ, ეს ყველგან ხდება. ცუდია და სამწუხარო, თუმცა მსგავსი ყველა ქვეყანაში ხდება. ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც, ამერიკასა და ევროპაში. თუ კრიმინალი და დანაშაული არ იქნება, არც პოლიცია დასჭირდებოდა ქვეყანას”, – განაცხადა მინისტრმა.