საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
“დღეს, პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ ამ დღეს. საქართველოსთვის, ისევე როგორც ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებების დაცვას, მათი ჯანმრთელობისათვის ზრუნვას, მათი დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის ხელშეწყობას”, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
მისივ თქმით, ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალია.
“დღეს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, დიდია იმ ბავშვთა რიცხვი, რომლებსაც სახელმწიფოსაგან განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდებათ. ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათზე, ვიზრუნოთ ჩვენს მომავალ თაობაზე, ჩვენს შვილებზე, მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ და ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, სადაც აღარ იქნებიან ქუჩაში ხელგაწვდილი ბავშვები, სადაც ყველა ბავშვი იქნება დაცული და სახელმწიფო ზრუნვას არ მოაკლებს მათ”, – აცხადებს ივანიშვილი.
01.06.13