unnamed (3)საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ბაქო) აქსელ ვეჰი ეწვია.

სამინისტროს ინფორმაციით, ელჩს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და მინისტრის პირველი მოდგილე გიორგი ამაშუკელი შეხვდნენ.

აღნიშნული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მინისტრმა აქსელ ვეჰს სამინისტროს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ასევე იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც უწყება საქართველოში ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. შეხვედრაზე საგზაო ინფრასტრუქტურისა და მყარი ნარჩენების მართვის საკითხები, თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმა და მაღალმთიანი რაიონების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი მხარეებს შორის  მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტს, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობასაც შეეხო.

Please follow and like us: