მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა ამჯერად ამერიკულმა შტატმა ლუიზიანამ აღიარა. შესაბამისი რეზოლუცია შტატის სენატმა მიიღო.

როგორც რუსული „როსბალტი” პორტალ АРКА–ზე დაყრდნობით იუწყება, რეზოლუციაში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ „აშშ–ის კონგრესს არაერთხელ გამოუთქვამს მხარდაჭერა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებთა სწრაფვისადმი, მათი თავისუფლება დაკანონდეს, იღებდა რა მხედველობაში, რომ 2991 წლის 2 სექტემბერს მისმა საკანონმდებლო ორგანომ იმჟამინდელ კანონმდებლობასთან შესაბამისად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადა”.

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს აშშ-ის მეინის შტატის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე უცხოური ვებგვერდი ავრცელებს და მოუწოდეს აშშ-ის პრეზიდენტსა და კონგრესს, მხარი დაუჭირონ მთიანი ყარაბაღის დემოკრატიულ დამოუკიდებლობას.

რეზოლუციის თანახმად  მთიანი ყარაბაღი სომხეთის ისტორიული ტერიტორიაა, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სომხები არიან. 1921 წელს საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის მიერ მთიანი ყარაბაღი საბჭოთა აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში გადავიდა. 1988 წლის 20 თებერვალს ყარაბაღში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დაიწო. 1991 წლის 2 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის არჩეულმა საკანონმდებლო ორგანომ მთიანი ყარაღახის რესპუბლიკის შექმნის თაობაზე განაცხადა. 19991 წლის 10 დეკემბერს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა საერთო-სახალხო რეფერენდუმის გზით ხმა მისცა დამოუკიდებლობას და 1992 წელის 6 იანვარს მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამის საპასუხოდ, – ნათქვამია რეზოლუციაში, – აზერბაიჯანმა ფართომასშტაბური სამხედრო აგრესია წამოიწყო მთიანი ყარაბაღის განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩასახშობად.

“აგრესია დასრულდა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების ხელმოწერით 1994 წელს. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ დემოკრატიული სახელმწიფო შექმნა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით, გამართა რამდენიმე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა სამართლიანად და დემოკრატიულად აღიარეს”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ლუიზიანა როდ აილენდისა, მასაჩუსეტის შტატის და მეინის შტატის შემდეგ  აშშ-ის მეოთხე შტატია, რომელმაც მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელობა აღიარა.

უნდა აღინიშნოს რომ თვითონ სომხეთს ყარაბაღი ჯერ არ უღიარებია.

03.06.13

Please follow and like us: