CNN-ის ინფორმაციით, წყლის ჭავლთან, ცრემლსადენ გაზთან და წიწაკის პულივიზატორთან 36 საათიანი ბრძოლის შემდეგ თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ტაქსიმის მოედნიდან უკან დაიხია და ათასობით დემონსტრანტს სივრცის დაკავების საშუალება მისცა.

“Gezi Park”-ის რეკონსტრუქციის გამო დაწყებული მოვლენების განვითარების შედეგად ათასობით ადამიანია შეკრებილი ტაქსიმის მოედანზე. პოლიციამ ბოლო დღეების მანძილზე არაერთხელ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი პროტესტერების დასარბევად.

პრემიერ–მინისტრის ერდოღანის განცხადებით, შესაძლოა პოლიციამ ძალა გადამეტებით გამოიყენა, თუმცა მისისვე თქმით პარკის რეკონსტრუციის გეგმა წინ წავა. მისი განცხადებით “ტაქსიმის მოედანი არ შეიძლება იყო ადგილი სადაც ექსტრემისტები ველურებივით დარბიან”

CNN–ის ინფორმაციით, მთავრობა აცხადებს, რომ  14 ადამიანი დაშავდა პროტესტის გამო დაწყებულ შეტაკებებში, მათ შორის ტვინის დაზიანებით. პარასკევს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი 63 ადამიანი დაიჭირეს შეტაკებების დროს. BBC–ი ავრცელებს ინფორმაციას თურქეთის გაზეთის “Hurriyet”–ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელშიც ნათქვამია, რომ 138 ადამიანია პატიმრობაში.

პრემიერ–მინისტრის  ერდოღანის თქმით პოლიციის პასუხში იყო შეცდომები და ექსტრემიზმი, მისი მტკიცებით, პოლიციის მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენების ფაქტები გამოძიებული იქნება.

დაძაბულობის შემცირების მიზნით, დღეს დღის მეორე ნახევარში ბარიკატები აიღეს და ათასობით ადამიანს მოედანზე შესვლის საშუალება მისცეს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოხატა აქციებისადმი თურქეთის მოპყრობის გამო, ხოლო “Amnesty International”-მა დაგმო პოლიციის ტაქტიკა.

“საჯარო სივრცის კომერციალიზაცია ნეოლიბერალური ურბანული პოლიტიკის მთავარი შემადგენელი ნაწილია, რასაც ჩვენს ქალაქებშიც მრავლად ვხვდებით. ამის საწინააღმდეგოდ გამოსულ მოქალაქეებს კი სასტიკად უსწორდებიან სოლიდარობა სტამბულელ პროტესტანტებს  და პროტესტი გამოვუცხადოთ თურქეთის ფაშისტურ მთავრობას”– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დემონსტრანტები “”Gezi Park”–ში შეიკრიბნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ საკამათო პროექტისთვის, რომელიც ტაქსიმის მოედანის ირგვლივ ტერიტორიის  განტვირთვას გულისხმობს და  ხეების ძირფესვიანად ამოთხრას ითვალისწინებს.  ასევე დაგეგმილი სავაჭრო ცენტრის და შესაძლოა მუზეუმის მშენებლობა.

პრემიერ–მინისტრ ერდოღანის ოპონენტები აცხადებენ, რომ პარკი ერთ–ერთი მწვანე ნაწილია იმ მცირე რაოდენობის გამწვანებისა, რაც ცენტარლურ სტამბოლში შემორჩა.

03.06.13

Please follow and like us: