რუსეთი და ევროკავშირი ორდღიან მოლაპარაკებას იწყებენ სირიის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით.

თუმცა, ის ფაქტი, რომ ევროკავშირი სირიის ოპოზიციას აქტიურად უჭერს მხარს, ხოლო რუსეთი კი პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მოკავშირეა, მოლაპარაკების პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს ვახშამს მასპინძლობს, ხოლო ხვალიდან კი მოლაპარაკების პირველი რაუნდი იწყება.

ევროკავშირმა გასულ კვირას სირიის ოპოზიციას იარაღის მიყიდვაზე ემბარგო მოუხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ კავშირის თითოეულ წევრს ასადის მოწინააღმდეგე ძალებისთვის იარაღის მიყიდვა ან გადაცემა შეუძლია.

ეს მოვლენები წინ უსწრებს სირიის სამშვიდობო კონფერენციას, რომელიც რუსეთისა და ამერიკის ინიციატივით ივნისში უნდა მოეწყოს.  რუსული მხარე აცხადებს, რომ ამერიკა სირიის ოპოზიციას საკმარისი წნეხის ქვეშ არ აქცევს იმისთვის, რომ მათ კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადონ.

ეს მოვლენები წინ უსწრებს სირიის სამშვიდობო კონფერენციას, რომელიც რუსეთისა და ამერიკის ინიციატივით ივნისში უნდა მოეწყოს.

04.06.13

Please follow and like us: