11169945_653291034804639_1771953303840369864_nრელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, განაგრძობს ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკაში. რელიგიის სააგენტოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, 21 აპრილს, პარიზში შედგა შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ მინსტრთან მოქმედი სეკულარიზმის ობსერვატორიის მთავარ მომხსენებელ ნიკოლა კადენთან. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფოების რელიგიური პოლიტიკის მიმართულებები. სააგენტოს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის საკითხებზე, ისტორიულ გამოცდილებასა და თანამედროვე გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ სეკულარიზმი, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის ფუნდამენტი, სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობის ძირითად საყრდენს წარმოადგენს, როგორც საფრანგეთისთვის, ასევე, საქართველოსთვის. მხარეები შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე.

Please follow and like us: