ახალი სამთავრობო პროექტის- “ძლიერი რეგიონი- ძლიერი საქართველოსთვის” ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ესტუმრა.
მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ნუგზარ ყიფიანთან და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტები და დაგეგმეს რეგიონის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი საბიუჯეტო სახსრების ათვისების საკითხით დაინტერესდა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი დაესწრნენ.