ბელორუსის პრეზიდენტ 11188250_427524964082449_5175078923834544936_nს განცხადებით, საქართველოში ბელორუსის დიპლომატიური წარმომადგენლობა უნდა გაიხსნას.

ამის შესახებ ლუკაშენკომ საქართველოში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ურთიერთობას, მინდა აღვნიშნო, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა ქვეყნებს შორის, ეს შეიძლება იყოს ეუთო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი, ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ პარლამენტის დიალოგზე და ვმუშაობთ საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე. ჩვენი შეხვედრის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში ბელორუსის დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნის შესახებ. პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შეთანხმებებისა და სწრაფვების განხორციელება. ასეთ ვითარებაში თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს და 2 წელიწადში ჩვენ შევძელით ამ პროექტების განხორციელება. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენი მთავრობები ეფექტურად ითანამშრომლებენ და თუ ჩვენი შეთანხმებები იქნება განხორციელებული, მერწმუნეთ, ბელორუსის კონტრიბუცია იქნება ძალიან მაღალი. ჩვენ გვინდა ამის გაკეთება და ჩვენი წვლილი იქნება ძალიან მაღალი. ჩვენ ამის გაკეთება გვინდა არა მარტო როგორც მეგობრებისთვის, არამედ ჩვენი ძმებისთვის, ჩვენ ვცხოვრობდით ერთ სახლში, ჩვენ კარგად გვახსოვს ამის შესახებ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Please follow and like us: